ბათუმი

ეპიდვითარება აჭარაში ინფიცირებულთა შორის 100-მდე ბავშვია

93
(განახლებულია 17:13 29.09.2020)
რეგიონში გრძელდება რისკ-ჯგუფებში შემავალი პირების მიზნობრივი ტესტირება. პირველ ყოვლისა, საუბარია დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებზე.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ოფიციალური მონაცემების თანახმად, აჭარის კოვიდ–ცენტრებში 463 პაციენტი მკურნალობს, მათგან 32 ბავშვი და 10 ორსულია, განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნონა ეფაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

გარდა ამისა, კოვიდ–კარანტინში 900-ზე მეტი პაციენტი იმყოფება, მათ შორის 60 ბავშვი, 600 ადამიანი კი ბინაზე მკურნალობს.

„გასულ ღამეს აჭარაში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა – 55 წლის ქალი, რომელსაც ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა. ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს“, – განაცხადა ეფაძემ.

აჭარაში უკვე ამოქმედდა კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობის ახალი პროტოკოლი – ინფიცირებიდან მეათე დღეს უსიმპტომო პაციენტები კოვიდ–ცენტრებიდან და საკარანტინო ზონებიდან საკუთარ ბინაში ბრუნდებიან.

დღეს ბათუმის კოვიდ–ცენტრები და საკარანტინო ზონები 400-მდე უსიმპტომო პაციენტმა დატოვა. 100 პაციენტი კოვიდ–ცენტრებიდან გაეწერა, 300 კი საკარანტინო ზონებიდან.

რეგიონში ამ დრომდე გრძელდება რისკ-ჯგუფებში შემავალი პირების მიზნობრივი ტესტირება. პირველ ყოვლისა, საუბარია დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებზე.

93
თემები:
COVID-19 საქართველოში (2236)
ჯან ლუკა ვაჩი

53 წლის „მოცეკვავე მილიონერი“ მამა გახდა - ცეკვა სამშობიაროში და ახალშობილის პირველი ფოტო

15
(განახლებულია 16:30 29.10.2020)
ცნობილი იტალიელი მილიონერი, რომელიც საზოგადოებამ მისი მეუღლესთან ერთად ცეკვით გაიცნო, 53 წლის ასაკში მამა პირველად გახდა

ცნობილი მილიონერი, რომელმაც ცეკვის სიყვარულით გაითქვა სახელი, 53 წლის ჯანლუკა ვაკი მამა გახდა - მისმა 25 წლის რჩეულმა შერონ ფონსეკამ ქალიშვილი გააჩინა.

გოგონა დაბადებას არ ჩქარობდა, ამიტომ წყვილმა სამშობიაროშიც მოასწრო ცეკვა და რასაკვირველია, ეს ვიდეოც პოპულარული გახდა.

View this post on Instagram

In The delivery room trying to help her to come out ...but i start thinking she doesn’t want to see me😂 @sharfonseca ❤️

A post shared by Gianluca Vacchi (@gianlucavacchi) on

საბოლოოდ გოგონა დაიბადა და მამა ძალიან გაახარა. „ის ჩვენთანაა... მე და შერონი ძალიან ბედნიერები ვართ - ჩვენი ქალიშვილი ბლიუ ჯერასულემა ვაკი დაიბადა. მადლობა ღმერთს, ჯანმრთელია. ჩვენ უკვე გვიყვარს ის მეტად, ვიდრე საკუთარი სიცოცხლე“, - დაწერა ვაკიმ.

შეგახსენებთ, ჯან ლუკა ვაკი „საქართველოს ბანკის“ საახალწლო მუსიკალური ვიდეო კლიპის გმირიც არის. 2017 წელს ის საქართველოში მაშინდელ მეუღლესთან, ჯორჯია გაბრიელასთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა წყვილი 4-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა.

მანამდე მილიონერს, ფინანსური პრობლემებიც ჰქონდა. საბანკო სესხების გამო, მთელი მისი ქონება დაყადაღებული იყო.

15
თემები:
სელებრითების ცხოვრება
წინასაარჩევნო კამპანია

მეღვინეებმა თბილისში „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ აქცია გამართეს

14
(განახლებულია 16:08 29.10.2020)
ყოფილი მმართველი პარტია „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ აქცია საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე გაიმართა.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა და პარტიის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა მოითხოვა.

აქციის მონაწილეებმა – კახეთიდან და შიდა ქართლიდან ჩამოსული მევენახეები – ყოფილი მმართველი პარტიის „დანაშულებრივი“ წარსული გაიხსენეს. 

„ვენახს გვიგინებენ, სარწმუნოებას გვიგინებენ, სალოცავებს გვიგინებენ, ერსა და ბერს აგინებენ, რა უნდათ ამათ პარლამენტში“, –  განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ჟურნალისტებთან..

მევენახეებმა  აქცია გამართეს ოპოზიციურ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ შენობასთანაც. მათ „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირებული ტელეკომპანიის გენდირექტორის ნიკა გვარამიას  მიერ  ქართული ღვინისა და მევენახეებისა წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები გააპროტესტეს. კერძოდ,  გასული წლის ივლისში გადაცემა „აქცენტებში“ გვარამიამ განაცხადა, რომ „სულ არ აინტერესებს“ რუსეთში გაიყიდება თუ არა ქართული ღვინო და მინერალურ წყლები..

აქციის მონაწილეების თქმით, ტელეკომპანიის გენდირექტორმა არამარტო კახეთი, არამედ უძველესი მეღვინეობის კულტურა შეურაცხყო.

ყოფილი მმართველი პარტია „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ აქცია საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე გაიმართა.

14
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება