Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

შორენა ბეგაშვილი ურთიერთობაშია – მოდელი პირად ცხოვრებას აღარ მალავს

© Photo: Shorena Begashvili / FBშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი უიღბლო ქორწინების შემდეგ შორენა ბეგაშვილი კვლავ ურთიერთობაშია. ამჟამად მოდელი არც საყვარელ მამაკაცს და არც ურთიერთობას აღარ მალავს. უნდა ვივარაუდოთ, რომ მალე მოდელი ქორწილის ფოტოებსაც გამოფენს.

ზუსტად ერთი წელია, რაც შორენა ბეგაშვილი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს ოფიციალურად დაშორდა, თუმცა საზოგადოებამ ვერც ის გაიგო, როდის დაქორწინდა წყვილი. ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო მანამ, სანამ შორენამ იუსტიციის სახლიდან განქორწინების მოწმობის ფოტო არ გამოაქვეყნა. მაშინ არავინ იცოდა წყვილის დაშორების მიზეზი, თუმცა ამბობდნენ, რომ შორენა ე.წ. კანონიერ ქურდზე, თურქეთში მცხოვრებ ლაშა ბარათელზე იყო შეყვარებული, რომელიც ჯერ კიდევ ქორწინებაში მყოფ ფოტომოდელს ძვირადღირებულ საჩუქრებს უგზავნიდა.

View this post on Instagram

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

გამოცემა „პრაიმ კრაიმის“ მიერ 2018 წელს გამოქვეყნებულ „კანონიერი ქურდების“ რეიტინგში, მათი ამჟამინდელი გავლენების, წარსული გამოცდილების, სამომავლო პერსპექტივისა და პრესის დაინტერესების გათვალისწინებით, ათ ყველაზე რეიტინგულ „კანონიერ ქურდს“ შორის ერთ-ერთი სწორედ ლაშა ბარათელია.

View this post on Instagram

🖤

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

არსებული ინფორმაციით, ლაშა ბარათელი, იგივე „ჭია" 1989 წლის 11 ივლისს სოხუმში დაიბადა. ის ჯანგველაძე-ონიანის კლანის წარმომადგენელია, რომელსაც ასევე მჭიდრო კავშირი ჰქონდა 2016 წელს სტამბულში მოკლულ როვშან ჯანიევთან. სწორედ ამ უკანასკნელმა „აკურთხა“ ქურდად 2014 წელს ლაშა ბარათელი. ამ კლანის სახელს უკავშირდება „დედ ჰასანის“ მკვლელობა, რის გამოც ლაშა ბარათელზე შურისძიება არაერთხელ სცადეს, ისევე, როგორც ამ კლანის სხვა „კანონიერ ქურდებზე“.

View this post on Instagram

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

2016 წლის ზაფხულში ბარათელი რუსეთში დააკავეს და მისი საქართველოში დეპორტაცია მოხდა, თუმცა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ „კანონიერ ქურდს“ სამართალდამცველები არ დახვედრიან. ის მხოლოდ მომდევნო დღეებში ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან დააკავეს, საიდანაც კვლავ რუსეთში დაბრუნებას ცდილობდა.

View this post on Instagram

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

გამომდინარე იქიდან, რომ მას საქართველოს ტერიტორიაზე ქმედითი დანაშაულის ჩადენა ვერ დაუმტკიცეს და ამასთანავე ბარათელი ოფიციალურად საქართველოს მოქალაქე არ არის, სამართალდამცველებს მისი გათავისუფლება მოუწიათ. „კანონიერ ქურდს“ ქვეყნის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს და, გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად თურქეთში ცხოვრობს. ბარათელი, მიუხედავად მანძილისა, საყვარელი ქალისთვის ძვირადღირებული საჩუქრებისა და სიურპრიზების კეთებას არ წყვეტს.

უკანასკნელი სურათების ლოკაციად ესპანეთია დაფიქსირებული. როგორც ჩანს, წყვილი ერთი თვის წინ ესპანეთში ერთად ისვენებდა, თუმცა ამ დრომდე ბეგაშვილი მამაკაცთან ერთად გადაღებულ ფოტოებში მის სახეს არ აჩენდა, ახლა კი ბარათელთან ერთად გამოქვეყნებულმა ფოტომ სოციალური ქსელის მომხმარებლები დააბნია.

როგორც კომენტარებიდან ირკვევა, არავინ ელოდა, რომ შორენა სოციალურ ქსელში მათ ერთობლივ ფოტოს დადებდა. ახლა კი ბეგაშვილმა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე სტატუსიც შეცვალა და ამჟამად ქალის შესახებ გამოქვეყნებულ პირად ინფორმაციაში მითითებულია, რომ ის ურთიერთობაში იმყოფება.

ყველა ახალი ამბავი
0