გასაღები

გორსა და ხაშურში 37 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა

49
(განახლებულია 15:41 29.09.2020)
დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დევნილთა სააგენტოს ვებ-გვერდებზე ქვეყნდება.

თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. გორსა და ხაშურში 37 დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა, იუწყება საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.

ოფიციალური ცნობით, საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 283,3 ათას ადამიანს აქვს მინიჭებული. საქართველოს მთავრობა ამ დრომდე ახორციელებს მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამას. 

„საცხოვრებელ ფართებს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად საჭიროებენ განსახლებას. ამასთან, დამატებით 43 დევნილი ოჯახისთვის ბინებს უახლოეს მომავალში შევისყიდით. აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა“, – განაცხადა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა.

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.

49
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (225)
საავადმყოფო

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა

21
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1872-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 30303-ს მიაღწია

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 215-მდე გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1872-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 30303-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 11370 ადამიანი, გარდაიცვალა – 215, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3769, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3832 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში  2249 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

21
თემები:
COVID-19 საქართველოში
თბილისი

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

48
(განახლებულია 11:04 26.10.2020)
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 11370 ადამიანი, გარდაიცვალა – 215, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3769, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3832 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში  2249 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1872-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 30303-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 11370 ადამიანი, გარდაიცვალა – 215, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3769, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3832 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში  2249 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

48
თემები:
COVID-19 საქართველოში