პალატა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა

104
(განახლებულია 15:19 29.09.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 314-ით გაიზარდა და 5866-ს მიაღწია.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა, შესაბამისი ინფორმაცია გავრცელდა ვებ-გვერდზე stopcov.ge

არსებული ინფორმაციით, 55 წლის ქალს, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 314-ით გაიზარდა და 5866-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 2324 ადამიანი, გარდაიცვალა – 33, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 637, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 800 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

104
თემები:
COVID-19 საქართველოში (2237)
გია სურამელაშვილი

შორენა ბეგაშვილმა გია სურამელაშვილს სამკაულები მოხსნა - ნახეთ რას იწონის ოქროულობა

32
(განახლებულია 17:19 29.10.2020)
ექსტრავაგანტური მომღერალი გია სურამელაშვილი ცნობილია სამკაულების სიყვარულით. ნახეთ რას იწონის ის სამკაულები, რომელსაც მომღერალი ყოველდღიურად ატარებს

ცნობილი მოდელის და მსახიობის შორენა ბეგაშვილის გადაცემაში „შორენას ეფექტი“ მომღერლის გია სურამელაშვილის ოქროს სამკაულები აწონეს. იდეა თავად წამყვანს ეკუთვნოდა, რომელიც დაინტერესდა, რამდენს იწონის სურამელაშვილის სამკაულები, რომლის გარეშეც მაყურებელს ალბათ ის არც ახსოვს.

თავიდან სურამელაშვილი წინააღმდეგი იყო, თუმცა შემდეგ დათანხმდა, შორენას საშუალებით სამკაულები მოიხსნა და ააწონინა. ძვირფასეულობის მასამ 700 გრამი შეადგინა, თანაც იმ დროს, როდესაც სამაჯური და საყურეები წამყვანმა ვერ მოხსნა. „ერთ კილოგრამამდე ოქროთი დადიხარ, გია?“ - ჰკითხა მას შორენამ, რაზეც სურამელაშვილმა უპასუხა, რომ ეს იმ სამკაულების ნახევარია, რომელიც ჩვეულებრისამებრ უკეთია ხოლმე.

ერთ დროს ცნობილი და ყველასათვის საყვარელი მომღერალი გია სურამელაშვილი გულახდილობით გამოირჩევა. სხვა ვარსკვლავებთან შედარებით მედიასთან კომუნიკაცია ძალიან ხიბლავს და ნებისმიერ გადაცემაში საზეიმო განწყობას ქმნის.

გია სურამელაშვილის პოპულარობამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა საქართველოში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. თბილისის ქუჩებში ხალხი ერთმანეთს ესროდა, გია კი ფილარმონიის დარბაზს ავსებდა. მასზე შეყვარებული ქალბატონები ცრემლებს და ემოციურ შეძახილებს არ იშურებდნენ.

32
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ახალი ID–ბარათები სამხედროებისთვის

ახალი ID–მოწმობები სპეციალურად ქართველი სამხედროებისთვის

19
პირადობის ახალი მოწმობები, რომლებსაც სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახების წევრები მიიღებენ, მათ საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გარკვეული შეღავათებითა და ფასდაკლებებით რამის შეძენის ან მომსახურების მიღების დროს

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. ქართველი სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ახალი თაობის ID–ბარათები დამზადდება, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრეს–სამსახური.

ინიციატივის „ყველაფერი საუკეთესო ჯარს“ ფარგლებში ქართველი სამხედროები და მათი ოჯახის წევრები ახალ გაუმჯობესებულ პირადობის ID–ბარათებს მიიღებენ. ყველა თანამედროვე სტანდარტის შესატყვისი ამერიკული მოდელის ახალი ბარათების წარმოება უკვე დაწყებულია.

თავდაცვის უწყება: ქართველი სამხედროები უფრო ღირსეულ პირობებში იმსახურებენ>>

ახალი ID–ბარათები დაცვის მაღალი სტანდარტით იქნება გამორჩეული. დოკუმენტი სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებს საშუალებას მისცემს, სხვადასხვა დაწესებულების შეღავათებითა და ფასდაკლებებით ისარგებლონ. ამასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს განათელბის, ვაჭრობის, სპორტის, საბანკო და საგამომცემლო სფეროებთან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით უწყება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოციალურ პრობლემებს და სამხედროებსა და მათ ოჯახებს ცხოვრების ღირსეულ პირობებს უქმნის მრავალწლიანი პროფესიული სამსახურისთვის მადლობის ნიშნად.

კერძოდ, ამ ინიციატივის ფარგლებში თბილისში, მახათას მთაზე სამხედრო ქალაქის მშენებლობა დაიწყო. სამხედრო მოსამსახურეების აქ ბინებს შეღავათიან ფასად შეიძენენ.

„ჯარის ქალაქის" მშენებლობა 2022 წელს დასრულდება. პროექტის მიხედვით მახათას მთაზე 39 შვიდსართულიანი სახლი აშენდება, სადაც ბინას 1092 ოჯახი მიიღებს.

19
თემები:
საქართველოს თავდაცვა
ვითარება ნიცაში

ტერაქტის განგაში: საფრანგეთში ტერორიზმთან ბრძოლის მაქსიმალური დონე გამოცხადდა

0
(განახლებულია 18:08 29.10.2020)
დღეს საფრანგეთში რამდენიმე თავდასხმა მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ქვეყნის ხელისუფლებამ ეს ტერორისტულ აქტად შეაფასა

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე ტერორიზმთან ბრძოლის გეგმა Vigipirate–ს მაქსიმალური დონე გამოცხადდა, განაცხადა ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა ჟან კასტეკსმა.

აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველ ქვეყანაში დღეს მომხდარი რამდენიმე თავდასხმა გახდა, რასაც წინ 16 ოქტომბერს ისტორიის მასწავლებლის, სამუელ პატის რადიკალ–ისლამისტის ხელით მკვლელობა უძღოდა წინ.

​„მთავრობის პასუხი იქნება მტკიცე, დაუნდობელი და დაუყოვნებელი. მე უკვე მივიღე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე Vigipirate–ს გამოცხადების გადაწყვეტილება „ტერაქტის განგაშის“ დონეზე“, — განაცხადა კასტეკსმა საფრანგეთის ეროვნულ კრებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ამასთან პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უსაფრთხოების საბჭოს კრებას პარასკევ დილით მოიწვევს.

შეგახსენებთ: დღეს საფრანგეთში რამდენიმე თავდასხმა მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. უცნობი მამაკაცი ნიცაში ნოტრ–დამის ეკლესიაში შევიდა, სადაც სამი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა დანით. ზოგი მედიასაშუალების ცნობით, თავდამსხმელმა, რომელიც მალევე დააკავა პოლიციამ, ერთ ასაკოვან ქალბატონს თავიც კი მოკვეთა.

ოდნავ მოგვიანებით ქალაქ ავინიონში მამაკაცი პოლიციელებს დაესხა თავს და მათ დაჭრას შეეცადა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი სამართალდამცველებმა მოკლეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

თითქმის იმავდროულად საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში დააკავეს ადგილობრივი მოქალაქე, რომელიც საფრანგეთის საკონსულოს დაცვას დაესხა თავს და, პოლიციის ინფორმაციით, მსუბუქად დაჭრა ის.

აღსანიშნავია, რომ დღეს მუსლიმები წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღეს ზეიმობს, რომელზე კარიკატურებმაც აღაშფოთა ისლამური სამყარო.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს