გიორგი კეკელიძე

„კითხვა შემიძლია ყველგან“ საქართველოში ახალი პროექტი დაიწყო

84
(განახლებულია 15:18 29.09.2020)
კორონავირუსის პანდემიის პირობებში გიორგი კეკელიძე წიგნის მოყვარულებს მორიგ სახალისო კონკურსს სთავაზობს.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ გამომცემლობა Palitra L-თან ერთად სახალისო კონკურსი დაიწყო.

კეკელიძე ხშირად აწყობს საინტერესო კონკურსებს, ამჯერად მან საკუთარ Facebook-გვერდზე კონკურსის „კითხვა შემიძლია ყველგან“ დაწყება დააანონსა, რომელსაც შეუერთდა საგამომცემლო სახლი Palitra L. 

კონკურსის პირობების თანახმად, თითოეულ მონაწილეს შეუძლია ნებისმიერ ადგილზე – საყვარელ, მყუდრო ან, თუნდაც, უცნაურ ადგილზე გადაღებული ფოტოსურათი Facebook-გვერდზე გამოაქვეყნოს ჰეშთეგით #კითხვაშემიძლიაყველგან.

„რამდენადაც კითხვა სტრესს ამცირებს, გვაქცევს უფრო გულისხმიერ და საუკეთესო თანამოსაუბრედ, აუმჯობესებს ჩვენს მეხსიერებას და აზროვნებას, ჩვენ გვინდა მაქსიმალურად წავახალისოთ ეს პროცესი“, – განაცხადა Palitra L-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მარიამ აბდუშელიშვილმა.

სასურველია, რომ ფოტოზე ჩანდეს მთავარი გმირი, რომელიც კითხულობს. გამომცემლობა ორ საუკეთესო ფოტოსურათს შეარჩევს, რომელთაც მის გვერდზე გამოაქვეყნებს, ავტორები კი საჩუქრებს მიიღებენ.

გიორგი კეკელიძე ქართველი პოეტი, ესეისტი, ტელეწამყვანი, პრემია „საბას“, „ოქროს ფრთის“ ლაურეატი, ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელია, რომელიც აქტიურად ეწევა კითხვის პოპულარიზაციას. იგი 2012 წლიდან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორია.

84
ნუკა კვალიაშვილი ეკა კვალიაშვილი

ეკა კვალიაშვილის გოგონა მეორედ გათხოვდა - ნახეთ წყვილის რომანტიული ფოტოები

0
(განახლებულია 15:13 29.10.2020)
ორიგინალური და ექსტრავაგანტული მომღერალი კვლავ შეყვარებულია. ნახეთ ვინ არის ნუკა კვალიაშვილის ახალი რჩეული

მომღერალ ეკა კვალიაშვილის ერთადერთი შვილი - ნუკა კვალიაშვილი მეორედ დაქორწინდა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ირკვევა, რომ მისი მეუღლე 29 წლის მუსიკოსია და სოციალურ ქსელში ფსევდონიმად „ბენი“ აქვს მითითებული.

მომღერალი ნუკა კვალიაშვილი, პირველ მეუღლეს, ნიკუშა კობახიძეს 12-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავად დაწერა. ინტერვიუებში მომღერალი ამბობდა, რომ წყვილი ერთმანეთს ვერ შეეწყო.

ნუკა კვალიაშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. ორიგინალური გარეგნობით კონკურსზეც გამოირჩეოდა, მაგრამ ახლა იმიჯი რადიკალურად შეიცვალა და ანიმაციის ულამაზეს გმირს დაემსგავსა. 

ნუკა გვალიას სახელითა და გვარით სცენაზე 2013 წელს გამოჩნდა. „რუსთავი 2“- ის რეიტინგულ პროექტში „საქართველოს ვარსკვლავი“ მის პირველ შესრულებას დიდი დაინტერესება და გამოხმაურება მოჰყვა.

გოგონას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. იმ პერიოდში, ნუკა შეყვარებული იყო. მისი რჩეული ნიკუშა კობახიძე გახლდათ, რომელიც თინეიჯერობისას გაიცნო. თანატოლებს შორის, წყვილი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა მაგრამ, ურთიერთობამ კონკურსის და ნუკას ცნობადობის შემდეგ გარდატეხა განიცადა. 21 წლის ნუკას და ნიკას თანაცხოვრებიდან ორი ვაჟი გაუჩნდათ - ლუკა და სანი.

ტაბლოიდებთან ნუკა აღნიშნავს, რომ არც ერთი ფსიქოლოგი ან ანტიდეპრესანტი არ შველის ისე, როგორც გარეგნობაში ცვლილება. ვარდისფერ თმას ლურჯი ცვლის, ლურჯს მწვანე ენაცვლება, მწვანეს ქერა, ქერას შავი და ასე დაუსრულებლად პირსინგების და ტატუების მომრავლებით.

ორიგინალური და ექსტრავაგანტული გარეგნობის მქონე მომღერალი ანიმაციებითაა გატაცებული. მის სოციალურ ქსელში მითოლოგიური გმირები ჭარბობენ, რომლებსაც ნუკა ცდილობს დაემსგავსოს. გარდა ამისა, უყვარს სიგამხდრე და მაქსიმალურად ცდილობს წონა შეინარჩუნოს.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება
გია სურამელაშვილი

შორენა ბეგაშვილმა გია სურამელაშვილს სამკაულები მოხსნა - ნახეთ რას იწონის ოქროულობა

35
(განახლებულია 17:19 29.10.2020)
ექსტრავაგანტური მომღერალი გია სურამელაშვილი ცნობილია სამკაულების სიყვარულით. ნახეთ რას იწონის ის სამკაულები, რომელსაც მომღერალი ყოველდღიურად ატარებს

ცნობილი მოდელის და მსახიობის შორენა ბეგაშვილის გადაცემაში „შორენას ეფექტი“ მომღერლის გია სურამელაშვილის ოქროს სამკაულები აწონეს. იდეა თავად წამყვანს ეკუთვნოდა, რომელიც დაინტერესდა, რამდენს იწონის სურამელაშვილის სამკაულები, რომლის გარეშეც მაყურებელს ალბათ ის არც ახსოვს.

თავიდან სურამელაშვილი წინააღმდეგი იყო, თუმცა შემდეგ დათანხმდა, შორენას საშუალებით სამკაულები მოიხსნა და ააწონინა. ძვირფასეულობის მასამ 700 გრამი შეადგინა, თანაც იმ დროს, როდესაც სამაჯური და საყურეები წამყვანმა ვერ მოხსნა. „ერთ კილოგრამამდე ოქროთი დადიხარ, გია?“ - ჰკითხა მას შორენამ, რაზეც სურამელაშვილმა უპასუხა, რომ ეს იმ სამკაულების ნახევარია, რომელიც ჩვეულებრისამებრ უკეთია ხოლმე.

ერთ დროს ცნობილი და ყველასათვის საყვარელი მომღერალი გია სურამელაშვილი გულახდილობით გამოირჩევა. სხვა ვარსკვლავებთან შედარებით მედიასთან კომუნიკაცია ძალიან ხიბლავს და ნებისმიერ გადაცემაში საზეიმო განწყობას ქმნის.

გია სურამელაშვილის პოპულარობამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა საქართველოში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. თბილისის ქუჩებში ხალხი ერთმანეთს ესროდა, გია კი ფილარმონიის დარბაზს ავსებდა. მასზე შეყვარებული ქალბატონები ცრემლებს და ემოციურ შეძახილებს არ იშურებდნენ.

35
თემები:
სელებრითების ცხოვრება