Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მართლა მეგონა, რომ თავს მოვიკლავდი...“ – რა დაემართა ინგა გრიგოლიას?

© Facebook / Inga Grigoliaინგა გრიგოლია
ინგა გრიგოლია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ტელეწამყვანი გადაცემაში პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით საუბრობს. ნახეთ რამ აიძულა ჟურნალისტი თვითმკვლელობაზე ეფიქრა.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ ტელეკომპანია „TV პირველის“ გადაცემა „პირველ ხაზში” იმ უმძიმეს პერიოდზე ისაუბრა, როცა მას პირადი კადრების გასაჯაროებით დაემუქრნენ.

ტელეწამყვანის თქმით, კადრების შესახებ 2011 წელს შეიტყო და ეს მისთვის ძალიან მძიმე ემოცია იყო. ხოლო როდესაც ერთ-ერთ პოლიტიკოსს გამოუქვეყნეს კადრები და გავრცელდა მუქარა, რომ თუ ინგა გრიგოლია არ წავიდოდა ტელევიზიიდან და ქვეყნიდან, მის კადრებსაც გამოაქვეყნებდნენ, თავის მოკვლაზეც კი ფიქრობდა.

„ვიფიქრე, ღმერთო, ეს რომ მოხდეს, როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება. მართლა მეგონა, რომ თავს მოვიკლავდი. დიდი ხანი ვერ შევდიოდი აბაზანაში. სულ მქონდა თვალთვალის შიში. სულ ვუყურებდი, სახლში რომ შევდიოდი, რამე ხომ არ იყო დამონტაჟებული“, – იხსენებს ტელეწამყვანი.

მისი თქმით, ამ დროს საზოგადოების რეაქცია და მეგობრების თანადგომა ძალიან დაეხმარა.

Инга Григолия - Sputnik საქართველო
„რა პატარები და საყვარლები ხართ...“ – ნახეთ გია ჯაჯანიძე და ინგა გრიგოლია წლების წინ

2016 წლის 14 მარტს YouTube-ზე გამოქვეყნდა ვიდეომასალა, რომლის ამტვირთავებიც კონკრეტულ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს თავიანთ საქმიანობაზე უარის თქმისკენ მოუწოდებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ.

ორივე ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით დაიწყო. საქართველომ გამოძიებაში დახმარებისთვის FBI-საც მიმართა. 14 მარტს გავრცელებულ ვიდეოს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია იმ დღესვე საკუთარ გადაცემაში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შანტაჟის არ ეშინია.

ყველა ახალი ამბავი
0