თაკო ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანი კორონავირუსისგან განიკურნა და აქტიური ბრძოლისთვის ემზადება

284
მკურნალობისას პოლიტიკოსი ხშირად აქვეყნებდა პოსტებს სოციალურ ქსელებში და გამოთქვამდა სინანულს იმის გამო, რომ ახალი ვირუსის საფრთხეს სათანადოდ არ აფასაებდა

თბილისი, 28 სექტემბერი - Sputnik. ახალი ოპოზიციური კოალიცია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა კორონავირუსი დაამარცხა და სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება.

პოლიტიკოსი თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ რაიონში - საბურთალოზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

მისი სიტყვებით, ამ დროისთვის მას აღარ აქვს კორონავირუსის სიმპტომები, თუმცა გამოჯანმრთელების პროცესი ჯერ არ არის დასრულებული. ვირუსი სახიფათო არ არის მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი მთელ მის საშიშროებას აცნობიერებს, აღნიშნა ჩარკვიანმა.

„ჩემთვის აუტანელი იყო წარმოუდგენელი სისუსტე. მე მსგავსი სისუსტე არასდროს არ მქონია. ახლა თითქოს ვბრუნდები ფორმაში“, - ასე დაახასიათა კორონავირუსი პოლიტიკოსმა ტელეარხ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

პოლიტიკოსმა მადლობა გადაუხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალს თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით და თვითიზოლაციის დასრულებისთანავე აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიასთან დაბრუნების პირობა დადო.

ჩარკვიანს კორონავირუსის დიაგნოზი 11 სექტემბერს დაუსვეს. თავის Facebook-გვერდზე პოლიტიკოსი ხშირად აქვეყნებდა პოსტებს და გამოთქვამდა სინანულს იმის გამო, რომ არასათანადოდ აფასებდა ახალი ვირუსის საფრთხეს.

284
თემები:
COVID-19 საქართველოში (2149)

გვარამია ზუგდიდში მძევლების აყვანაზე: ჩვენ ყველაფერი ვიცით და ინფორმაციას გავასაჯაროვებით

19
„მთავარის“ გენდირექტორის თქმით, სამართალდამცავმა ორგანოებმა თავდასხმი შესახებ მათგან გაიგეს და სწორედ შსს–ს თხოვნით ტელეკომპანიის ჟურნაალისტებმა დეტალებზე საჯაროდ არ ისაუბრეს

 

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელსაც გუშინ დაუკავშირდა პირი, რომელმაც მძევლები აიყვანა, ამტკიცებს, რომ ფლობს ინფორმაციას „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის საქმეზე და დეტალებს მოგვიანებით გამოაქვეყნებს. 

21 ოქტომბერს, შეიარაღებული პირი  „საქართველოს ბანკის“ ერთ–ერთ ფილიალში შეიჭრა და 40–ზე მეტი ადამიანი მძევლაად აიყვანა.  ბოროტმოქმედი  ხელისუფლებისგან ნახევარ მილიონ დოლარს, ვერტმფრენს ან მანქანას, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

მძევლები გათავისუფლების სპეცოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, მძევლების გათავისუფლება სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ავთანდილ გალდავას დამსახურებით მოხდა, რომელიც ბოლო ეტაპზე მძევლებს ჩაენაცვლა. მოგვიანებით, ავთანდილ გალდავამ და სამმა მძევალმა თავდამსხმელთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ამ დროისთვის ყველა მძევალი გათავისუფლებულია, ბოროტმოქმედზე კი ძებნაა გამოცხადებული.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას, სწორედ მას დაუკავშირდა ბოროტმოქმედი  ერთ–ერთი მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას მეშვეობით ჯერ სოციალურ ქსელში, შემდეგ კი პირდაპირ ეთერში და საკუთარი მოთხოვნები წამოაყენა.

 „ყველაფერი ვიცით: ვინ, სად, რა და როდის. დღეს მთელი დღეა ვთანამშრომლობთ პოლიციასთან, ჩვენგან გაიგეს ყველაფერი, ისინი საერთოდ არაფრის აზრზე არ იყვნენ. ვიცით როგორ მიმდინარეობს ეს ყველაფერი ამ მომენტი. დღეს, პოლიციის თხოვნითამ ყველაფერზე საჯაროდ არ ვისაუბრეთ. ანგარიში გავუწიეთ საჯარო ინტერესს. ხვალ აუცილებლად ყველაფერს გავასაჯაროებთ და იმედია, მადლობას თუ არ გადაგვიხდის, ბოდიშს მაინც მოგვიხდის საქართველოს ხელისუფლება“, – დაწერა გვარამია საკუთარ Facebook–გვერდზე. 

მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რომელიც საპარლამენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე მოხდა, ქვეყანაში დანაშაულის პოლიტიკურ ქვეტექსტზე დაიწყო საუბარი. მაგალითად, ზუგდიდში, შემთხვევის ადგილზე  „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა გამოჩნდა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ მძევლებს ჩაანაცვლებდა. გარდა ამისა, რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლება ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების გაუარესებაში დაადანაშაულეს.

მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოში“ ოპოზიციის განცხადებებს პოლიტიკური მოროდიორობა უწოდეს. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნისა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის თქმით, გარკვეული ოპოზიციური ძალები  ზუგდიდში განვითარებული მოვლენებით პოლიტიკური ქულების ჩაწერას შეეცადნენ. მან ასევე შემაშფოთებელი და დანაშაულებრივი უწოდა მედიის ქმედებას, რომელმაც ბოროტმოქმედს საკუთარი მოთხოვნების გასაჟღერებლად პირდაპირი ეთერი დაუთმეს.

ამასთან, სოციალურ ქსელში გაჩნდა  ზემოთდასახელებული მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან გადაღებული ფოტოები, რაც საზოგადოებაში მითქმა–მოთქმის საგანი გახდა.

19
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა
სპეცოპერაცია ზუგდიდში

რა ხდება ზუგდიდში „საქართველოს ბანკთან“, სადაც მძევლები აიყვანეს

37
(განახლებულია 11:57 22.10.2020)
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა სამი მძევალი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, თავად კი მიიმალა

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ–ერთი ფილიალის შენობაში, სადაც გუშინ შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა, საგამოძიებო ღონისძიებები დასრულდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. 

მედიის წარმომადგენლებსა და გადამღებ ჯგუფებს ბანკის შენობასთან მისვლის საშუალება მხოლოდ დღეს დილით მიეცათ. გუშინ ტერიტორია სპეციალური ლენტით იყო შემოსაზღვრული. გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

ამ დროისთვის ბანკის ფილიალი კლიენტებისთვის დაკეტილია. მათ მხოლოდ  შენობის შესასვლევთან განთავსებული ბანკომატითა და სწრაფი გადახდის აპარატებით  სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ.  ცენტრალური კარი დალუქულია.

21 ოქტომბერს, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ–ერთ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. შეიარაღებულმა პირმა ბანკში მძევლები აიყვანა. იგი ხელისუფლებისგან ნახევარ მილიონ დოლარს, ვერტმფრენს ან მძევლებთან ერთად მანქანით გასვლას ითხოვდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

შსს: ყველა მძევალი გათავისუფლებულია>>>

შსს–ს ცნობით, შეიარაღებულ პირს მძევლად 43 ადამიანი ჰყავდა აყვანილი. უწყების ინფორმაციით, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, მძევლების გათავისუფლება სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ავთანდილ გალდავას დამსახურებით მოხდა, რომელიც ბოლო ეტაპზე მძევლებს ჩაენაცვლა. მოგვიანებით, ავთანდილ გალდავამ და სამმა მძევალმა თავდამსხმელთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. საბოლოოდ ყველა მძევლის გათავისუფლება დილისთვის გახდა შესაძლებელი.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა მძევლები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, თავად კი მიიმალა. მასზე ძებნაა გამოცხადებული.

37
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა