„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა კორონავირუსი დაამარცხა

© Facebook / Teona Tskomelidze თეონა ცხომელიძე
თეონა ცხომელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თეონა ცხომელიძეს კორონავირუსი 11 სექტემბერს დაუდასტურდა. ის ჯერ კლინიკაში, შემდეგ კი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა თეონა ცხომელიძემ კორონავირუსი დაამარცხა. ინფორმაციას ჟურნალისტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, ახალი პროტოკოლის თანახმად, კლინიკას დღესვე დატოვებს.

თეონა ცხომელიძეს კორონავირუსი 11 სექტემბერს დაუდასტურდა. ის ჯერ კლინიკაში, შემდეგ კი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.

ლევან გოგიჩაიშვილი - Sputnik საქართველო
ლევან გოგიჩაიშვილი კორონავირუსისგან განიკურნა

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევიდან 175 აჭარას უკავშირდება. რაც შეეხება სხვა რეგიონებს, მაჩვენებლები ასეთია: 32 – იმერეთი, 32 – თბილისი, 16 – გურია, 14 – სამეგრელო–ზემო სვანეთი, 11 – სამცხე-ჯავახეთი, 7 – ქვემო ქართლი, 4 – კახეთი, 1 – შიდა ქართლი.

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 5552-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 2054 ადამიანი, გარდაიცვალა 31 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0