ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილის ახალგაზრდა მშობლები პირველ შვილიშვილს ეთამაშებიან ფოტოები

21097
(განახლებულია 20:44 28.09.2020)
მსახიობი და ტელეწამყვანი ამერიკელ ქმარს დროებით დაშორდა. წყვილი კორონავირუსის პანდემიამ დააშორა. ნუკი თბილისში მშობლებთან ერთად ცხოვრობს. როგორ გამოიყურება სექსუალური მსახიობის დედ-მამა?

ამერიკიდან დაბრუნებული ნუკი კოშკელიშვილი პატარა ოლივერს მშობლების დახმარებით უვლის. რამდენიმე კვირით ჩამოსულ მსახიობს არ გაუმართლა, მას ქმართან დაშორება და ვაჟთან ერთად საქართველოში დარჩენა მოუწია. წყვილი ერთმანეთს სოციალური ქსელით ეკონტაქტება, რაც ნუკისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. ამიტომ ის ქმართან განშორების განსაცდელს სხვადასხვა ხერხით ებრძვის.

ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე წელი ამერიკაში ცხოვრობდა. ეს გადაწყვეტილება მან სპონტანურად მიიღო და იხსენებს, რომ არც კი იცოდა ვისთან ჩადიოდა ამერიკაში. გარისკა და ძალიან გაუმართლა, რომ პირველ პარტნიორთან მტკივნეული დაშორების შემდეგ ბენჯის შეხვდა. მისი პირადი ცხოვრება დიდ ყურადღებას იქცევს. აღსანიშნავია, რომ მსახიობმა პატარა ოლივერს ქართული ასწავლა. პოპულარულმა მსახიობმა საქართველოში აწყობილი წარმატებული კარიერა ამერიკაში დაოჯახების შემდეგ მიატოვა.

View this post on Instagram

ბედნიერება არის ეს!!!!! მეტი არაფერი!!! ☀️

A post shared by Nuki Koshkelishvili (@nuki.koshkelishvili_official) on

სხვადასხვა გადაცემებში საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მას თოქ-შოუებში არაერთხელ უტირია, რადგან სამშობლო და ოჯახის წევრები ძალიან ენატრება. ახლა კი, პირიქით, სწორედ ქმარი და შტატებში გამგზავრება ენატრება. ამბობს, რომ მეუღლეს, ექიმ ბენ ხაიმს ძალიან ხშირად ეჩხუბება, მიუხედავად ამისა, ამერიკაში დარჩენის ერთადერთი დიდი მიზეზი მათი სიყვარულია, რომელიც დღითი დღე იზრდება.

View this post on Instagram

სუპერ ბანალური თება!!!! ამიტომ თუ არ გინდათ ბანალური დატკეპნილი ფრაზების მოსმენა, ეს თქვენთვის არ არის და ჩემი მორიგი ფიქრები “ხმამაღლაა”. ნეგატიური ადამიანები ჩვენ ცხოვრებაში!!!! თავიდან თუ შევეგუეთ ადამიანს და შევიყვარეთ(არ აქვს მნიშვნელობა როგორი სიყვარულით) ვეჩვევით და გვგონია რომ კარგია... მაგრამ!!!!! აი ახლა არ ვიგონებ, ზუსტად ვიცი! ნეგატიური ადამიანები არიან ენერგო ვამპირები. კი, ყველა გვჯერა რომ ცხოვრება კიდევ იქნება, მაგრამ ეს სადაო საკითხია და ის რომ ერთხელ ვცხოვრობთ ეს 10000%-იანია, ხოდა ეცადეთ გაატაროთ ეს დრო იმ ხალხთან ვისაც შეუძლია გაგაცინოს. სიცილი და იუმორი, მართლა ყველაფრის მკურნალია. ახლა შეიძლება იფიქროთ, ჩემი პოსტი სისულელეა, მაგრამ გულით გისურვებთ იცინეთ!!!! თუ არ იცინი, ნელ ნელა კვდები... იყოლიეთ პოზიტიური ხალხი გარშემო, ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია ❤️არ მეგონა ადრე თუ სიცილს ამხელა მნიშვნელობა ჰქონდა და დრო და ასაკი რომ მემატება, მივხვდი ეს არის ბედნიერების ბორმულა!!! იყავით იმასთან ვისაც შეუძლია იუმორში გაგიტაროთ პრობლემა და გაცინოთ გულით, თუნდაც სიაულელეზე. #გულწრფელირჩევები

A post shared by Nuki Koshkelishvili (@nuki.koshkelishvili_official) on

ნუკის და ბენის ცხოვრებაში ახალი და ყველაზე საინტერესო ეტაპი 2018 წელს დაიწყო, როდესაც წყვილს ვაჟი შეეძინა. ბიჭუნა ამერიკაში დაიბადა. მთელი ორსულობის მანძილზე ნუკის ეგონა, რომ გოგონა ეყოლებოდათ. ბენის თქმით კი, გრძნობდა, რომ ნუკი ვაჟს აჩუქებდა.

View this post on Instagram

ჩახუტება მომენატრა... ❤️

A post shared by Nuki Koshkelishvili (@nuki.koshkelishvili_official) on

პატარა ანგელოზს ოლივერ ნიკოლას ხაიმი დაარქვეს. როგორც სოციალური ქსელით ირკვევა, ნუკი და მსახიობის მშობლები ოლივერს ქართულად ესაუბრებიან და ბიჭუნამ დედის მშობლიური ენა კარგად აითვისა. ბებია და ბაბუა ოლივერს დიდ დროს უთმობენ. ეს მათი ოჯახის პირველი პატარა წევრია.

21097
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2241)
გადასატანი ყუთი

ცესკო: გადასატანი საარჩევნო ყუთის მიტანა 900-მდე ამომრჩეველმა მოითხოვა

149
თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურებით მხოლოდ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისთვის მომართვის შემთხვევაში ისარგებლებენ.

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს უკვე 900-მდე ამომრჩეველმა მიმართა, თუმცა ზარების გარკვეული რაოდენობა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის კრიტერიუმებს არ შეესაბამებოდა, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საარჩევნო კომისიის ცნობით, იმისათვის, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა იმ საქართველოს მოქალაქეებმა, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, მეორე დღეა  სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი მოქმედებს.

თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების ზარებს სატელეფონო ცენტრში დილის 10:00 საათიდან 22:00 საათამდე სპეციალურად გადამზადებული 25 ოპერატორი პასუხობს.

„თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ აწარმოა აქტიური საინფორმაციო კამპანია. ამ დრომდე, ცესკომ შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით რეგისტრირებულ 3000-მდე ამომრჩეველს გაუგზავნა სატელეფონო შეტყობინებები და გრძელდება სმს-ების დაგზავნის პროცესი აღნიშნულ ყველა მოქალაქესთან“, - ნათქვამია ცესკოს ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც რეგიონულ და ადგილობრივ მედიაში, ისე სოციალური ქსელების საშუალებით ვრცელდება საინფორმაციო ვიდეორგოლები თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ინფორმირებისთვის.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ასევე შეძლებენ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული ამომრჩევლებიც.

31 ოქტომბრის არჩევნებზე ამ დაწესებულებებში გადასატან ყუთს სპეციალურად შექმნილი კომისიის წევრები მიიტანენ.

სპეციალურ ჯგუფების წევრებს ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებთან ფიზიკური კონტაქტი არ ექნებათ. ხმების დათვლა კი განხორციელდება ცალკე, სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებში.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 48 პარტია და 2 ბლოკი. ამომრჩევლებს მოუწევთ 150 დეპუტატის არჩევა – 120 აირჩევა პროპორციული სისტემით, ხოლო 30 – მაჟორიტარულით.

საქართველოში არჩევნები პანდემიის პირობებში პირველად ტარდება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 28431-ს მიაღწია. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3766 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში- 2268 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

149
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
თურქეთის დროშა

კორონავირუსუს გამო საქართველოში თურქეთის საკონსულო მუშაობას აჩერებს

130
დიპლომატიური მისია თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში საკონსულოს ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ.

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის ზრდის გამო თურქეთის საკონსულო მუშაობას აჩერებს, აღნიშნულია თურქეთის საელჩოს Facebook-გვერდზე. 

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დღე-ღამური მაჩვენებელი ორი ათასს უახლოვდება. ეპიდემიოლოგების პროგნოზებით, ნოემბერში ახალი შემთხვევების რაოდენობა სამ-ოთხ და ხუთი ათასსაც კი მიაღწევს დღე-ღამეში.

თურქეთის დიპლომატიური მისია აცხადებს, რომ საკონსულოში ოპერაციები აღარ განხორციელდება მანამ, სანამ ამის შესახებ ხელალხალი განცხადება არ გაკეთდება. საელჩო მიმართავს თავის მოქალაწქეებს, შესაძლო გადაუდებელი საკონსულო ოპერაციების განხორციელების მიზნით დაუკავშირდნენ საკონსულოს ცხელ ხაზს. 

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 28431-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 10767 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3766 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2268 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

130
თემები:
COVID-19 საქართველოში
ცესკო

არჩევნებამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება - რა წესები უნდა დაიცვათ უბანზე

0
კორონავირუსის პანდემიის გამო კაბინა მთლიანად დახურული არ იქნება, ხოლო კალამი, რომლითაც ამომრჩეველმა ბიულეტენი შეავსო, მან უბანზე სპეციალურ ყუთში უნდა გადააგდოს

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გააცნო მედიას ის წესები, რომლებიც არჩევნების დღეს ამომრჩევლებმა უბნებზე უნდა დაიცვან.

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას თქმით, საარჩევნო უბანზე შესვლისას ამომრჩეველს პირბადე უნდა ეკეთოს.

„ვისაც პირბადე არ ექნება, მას ადგილზე მისცემენ. ამის შემდეგ ის დეზობარიერს გაივლის... ამის შემდეგ ამომრჩეველი რიგის მომწესრიგებელთან მიდის, აჩვენებს პირადობის მოწმობას და პირბადეს იხსნის, რადგან მისი იდენტიფიცირება მოხდეს. პირბადის გაკეთების შემდეგ, მარკირება მოწმდება და ამის შემდეგ ხელზე დეზინფექცია უტარდება, მიდის მაგიდასთან“, – განაცხადა ჟვანიამ.

ამის შემდეგ ამომრჩეველი კვლავ მოიხსნის პირბადეს და აიღებს ინდივიდუალურ კალამს, რომლითაც ხელს მოაწერს. იღებს მისთვის განკუთვნილ ბიულეტენს და ამის შემდეგ შედის კაბინაში.

კორონავირუსის პანდემიის გამო კაბინა მთლიანად დახურული არ იქნება.

ცესკო: გადასატანი საარჩევნო ყუთის მიტანა 900-მდე ამომრჩეველმა მოითხოვა >>

„როდესაც ამომრჩეველი დააფიქსირებს საკუთარ არჩევანს, კალამს სპეციალურ ურნაში აგდებს და ამის შემდეგ ხდება ბიულეტენის ყუთში ჩაგდება. ამის შემდეგ ამომრჩეველი დატოვებს საარჩევნო უბანს“, - განაცხადა ჟვანიამ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 48 პარტია და 2 ბლოკი. ამომრჩევლებს მოუწევთ 150 დეპუტატის არჩევა – 120 აირჩევა პროპორციული სისტემით, ხოლო 30 – მაჟორიტარულით.

საქართველოში არჩევნები პანდემიის პირობებში პირველად ტარდება.

 

 

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020