ანსამბლ „სუხიშვილების“ სამხატვრო ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი საკმაოდ ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს. ის არასოდეს საუბრობს ღიად პირად ცხოვრებაზე, ხელოვნებაზეც კი იშვიათად აძლევს ინტერვიუს ჟურნალისტებს. თუმცა ის დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი მამაკაცია და მასზე ხშირად ჭორაობენ.
ილიკო სუხიშვილი ორჯერ იყო დაოჯახებული. პირველად რუსეთში სწავლისას, რუს გოგონაზე, რომელსაც მალე დაშორდა და ამ ქალზე ქართულ მედიაში არაფერია ცნობილი. სწორედ ამ პირველი ქორწინებიდან ჰყავს წყვილს დარია (დაშა) სუხიშვილი, რომელიც თბილისში პოპულარული გოგონაა.
მოგვიანებით ილიკომ ანსამბლის ერთ-ერთ წევრზე, ულამაზეს გვანცა შერგელაშვილზე იქორწინა. მაგრამ 2001 წლის აგვისტოში უბედურება დატრიალდა. ანსაბლი გასტროლზე იყო ვენესუელაში, სადაც 21 წლის გვანცა ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.
მას შემდეგ ილიკო სუხიშვილი აღარ დაქორწინებულა. მის ქალიშვილს დარიას კი ძირითადად ცნობილი მამიდა ნინო სუხიშვილი ზრდიდა. გოგონა ინტერვიუში ამბობდა: „ნინო ჩემთვის როგორც დედა, ისეა. ის მივლის, მან წამიყვანა ამერიკაში, მიმიყვანა სკოლაში. ნინომ მასწავლა ინგლისური, დამეხმარა ყველაფერში. უდიდესი ამაგი აქვს ჩემზე“.
ილიკომ რამდენიმე წლის წინ მეორე შვილიც იპოვა. აღმოჩნდა, რომ ლიზაც რუსეთში დაიბადა. გოგონა რამდენიმე თვით უმცროსია დარიაზე. არაფერია ცნობილი გოგონას დედაზე. ლიზი კი საქართველოში მამასთან ხშირად ჩამოდის.
როგორც ილიკოს და ნინო სუხიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, გოგონებს მამასთან ახლო ურთიერთობა აქვთ. „ილიკოს ორივე გოგო სახელით მიმართავს. მამას არც ერთი არ ეძახის. ძალიან ჰგვანან მამას, მაგრამ ლიზა უფრო, შავგრემანია და ილიკოსნაირი აღნაგობა აქვს“, – ამბობს ნინო სუხიშვილი.