სტუდენტები ლექციაზე

იმ მოქალაქეთა საყურადღებოდ, რომლებიც პანდემიის გამო რუსეთში სასწავლებლად ვერ მიდიან

1108
(განახლებულია 20:59 25.09.2020)
წელს ქართველი ახალგაზრდობისთვის დაახლოებით 120 ადგილი გამოიყო რუსეთში უფასო განათლების მისაღებად, მაგრამ სტუდენტები პანდემიის გამო გამგზავრებას ვერ ახერხებენ

თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. სტუდენტები, რომლებმაც წელს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში თანამემამულეთა პროგრამის ფარგლებში ჩააბარეს, მაგრამ პანდემიის გამო სასწავლებლად გამგზავრებას ვერ ახერხებენ, თავიანთ უნივერსიტეტებს უნდა დაუკავშირდნენ. ამის შესახებ Sputnik-საქართველოს საქართველოს რუს თანამემამულეთა ორგანიზაციის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლაი სვენტიცკიმ განუცხადა.

მარტის შუა რიცხვებიდან საქართველოს საზღვრები პანდემიის გამო ჩაიკეტა. შედეგად საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც წელს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარეს ან არდადეგებზე სახლში იმყოფებოდნენ, ვერ ახერხებენ სასწავლებლად რუსეთში გამგზავრებას.

„პირველი და უმთავრესია, არავინ ინერვიულოს, ყველაფერი ძალაში რჩება, ისინი ისწავლიან. ყველა სტუდენტს, ასპირანტს ვურჩევდი, რაც შეიძლება სწრაფად დაუკავშირდეს ტელეფონით ან ინტერნეტით უმაღლესი სასწავლებლების დეკანატებს, რომლებიც უცხოელ მოქალაქეებთან მუშაობაზე არიან პასუხისმგებელი, და სთხოვონ სიტუაციის დეტალურად განმარტება“, - განაცხადა სვეტნიცკიმ. 

სვენტიცკის თქმით, ეს პრობლემა შეეხო არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არამედ სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც, რომლებმაც წელს პროგრამით რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარეს. როგორც მან აღნიშნა, ბევრი ასეთი მოქალაქეა, რომელთა ქვეყანაში შეშვება და საერთო საცხოვრებლებში განთავსებაა საჭირო.

„ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, ეს ზუსტად ვიცი. მთავარია, ხელი არ ჩაიქნიონ, რადგან ეს ბავშვები უკვე ჩარიცხული არიან უმაღლესებში“, - აღნიშნა სვენტიცკიმ.

ამასთან, ზოგიერთი სტუდენტი საქართველოდან უკვე შეუდგა დისტანციურ სწავლას რუსეთის უმაღლესებში.

„მე ბაუმანის სახელობის უნივერსიტეტში ჩავაბარე, ამჟამად დისტანციურად ვსწავლობ. უმაღლესთან კონტაქტს ვინარჩუნებ, დაუსწრებლად საერთო საცხოვრებელში ადგილიც კი გამომიყვეს. მაგრამ რუსეთში მოხვედრას ვერ ვახერხებ - საჭიროა სპეციალური მოსაწვევი, რომლის მიღებასაც მხოლოდ მაშინ შევძლებ, როდესაც საზღვრები გაიხსნება და ეპიდემიოლოგიური ვითარება მოგვარდება“, - განუცხადა Sputnik-საქართველოს ერნესტ შადინოვმა, რომელმაც უმაღლესში წელს პროგრამის ფარგლებში ჩააბარა.

საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედი რუსეთის ინტერესების სექცია ყოველწლიურად კონკურსის წესით არჩევს საქართველოს მოქალაქეთა შორის რუსეთის უმაღლესებში ჩაბარების მსურველებს. რუსეთში სხვადასხვა ქვეყნიდან სტუდენტების სწავლების პროგრამა უკვე 15 წელია მოქმედებს. მთელი ამ წლების განმავლობაში მხოლოდ საქართველოდან რუსეთში განათლების მისაღებად ყოველწლიურად დაახლოებით 120 სტუდენტი მიემგზავრება.

1108
ქეთა თოფურია

ის, რაზეც ყველა ქალი ოცნებობს - ორსულ ქეთა თოფურიას საქმრომ ასეთი სიურპრიზი გაუკეთა

94
(განახლებულია 19:13 23.10.2020)
ქეთა თოფურიას საყვარელი მამაკაცი ძალიან ანებივრებს. ნახეთ რა საჩუქრები აჩუქა ბიზნესმენმა ლევ ძენგოვმა საყვარელ ქალს

რუსეთში მოღვაწე ქართველ შემსრულებელზე მუდამ საუბრობენ. მისი ცხოვრების სტილისა და პოპულარული პარტნიორების გამო ქეთა ტაბლოიდების ფავორიტია. ქეთა თოფურია რუსი და ქართველი ჟურნალისტების ერთ-ერთი გამორჩეული რესპონდენტია. რეიტინგული ვარსკვლავი სითამამით გამოირჩევა და რუსული ესტრადა A'Studio-სთან ერთად არაერთხელ დაიპყრო.

View this post on Instagram

Summer mood🙃🤞🏽💫 #tbt

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

ქეთა თოფურიას პირადი ცხოვრება ქართული და რუსული პრესის ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება. რეპერ გუფთან დაშორების შემდეგ A'Studio-ს ქართველმა სოლისტმა პირობა დადო, რომ პირად ცხოვრებაზე არასდროს ისაუბრებდა, თუმცა შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში მაინც ამომწურავი პასუხი გასცა გუფთან რომანისა და ქმართან დაშორების შესახებ გავრცელებულ ჭორებს. მოგვიანებით კი ახალ პარტნიორზეც ალაპარაკდა. არც ისე დიდი ხნის წინ კი ფეხმძიმობაზე ქართველ ჟურნალისტს ამომწურავი პასუხი გასცა. მიუხედავად ამისა, მის გარშემო ჭორები არ წყდება.

View this post on Instagram

🏝🤍

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

ქეთა თოფურიას ახალი რჩეული დიპლომატი ლევ დენგოვია. ქეთამ რუსულ გადაცემაში თქვა, რომ ახლანდელი რჩეული მინსკში გაიცნო. თოფურია რამდენიმე თვეა რჩეულ მამაკაცთან ერთად ცხოვრობს, მოგზაურობს და უბრალოდ ცხოვრებით ტკბება. მისი სოციალური ქსელის „სთორები“ ერთობლივი ფოტო-ვიდეოებით არის მოცული. უსიმპათიურესი ბიზნესმენი ქალბატონებში დიდ აჟიოტაჟს იწვევს.

View this post on Instagram

💭🙃

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

სანამ პანდემია დაიწყებოდა, ცნობილმა მომღერალმა სტილის შეცვლა დაიწყო. შესამჩნევი ცვლილებები გამოხმაურების გარეშე არ დარჩა. არტისტის გარდერობში მომრავლდა Oversize კაბები და მაისურები, რამაც თაყვანისმცემლებს ეჭვი გაუჩინა. ტაბლოიდები მის ფეხმძიმობაზე აქტიურად წერენ, თაყვანისმცემლები კი ერთხმად აღნიშნავენ, რომ ქეთას მალე ვაჟი ეყოლება. ბოლოდროინდელ ფოტოებსა თუ ვიდეოებზე მომღერლის წამოზრდილი მუცელი ადვილად შესამჩნევია.

ცოტა ხნის წინ ქეთამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ულამაზესი ყვავილების თაიგულები გამოაქვეყნა და ბიზნესმენი მონიშნა. როგორც ჩანს, შეყვარებული ორსულ ქეთას სიურპრიზებით ძალიან ანებივრებს და საჩუქრებს არ იშურებს. დაბადების დღეზე ბიზნესმენმა საყვარელ ქალს 2700 ევროიანი თეთრი ოქროს ბრილიანტებით გაწყობილი სამაჯური აჩუქა.

94
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ხელოვნური სუნთქვის აპარატი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 პაციენტი გარდაიცვალა

30
ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 1941-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 26503-ს მიაღწია.

თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 10 პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 193-მდე გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1941-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 26503-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 10163 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4180, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3571 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1848 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

30
თემები:
COVID-19 საქართველოში