თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. განათლების სამიბნისტროს შენობის წინ სტუდენტებმა საპროტესტო აქცია „სწავლა მინდა!“ გამართეს, იუწყება Sputnik–საქართველოს კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან.
ქვეყანაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო რვა ქალაქის – თბილისი, ბათუმი, ქობულეთი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლის სკოლების მოსწავლეები და სტუდენტები იძულებული არიან, ორი კვირის განმავლობაში, 1 ოქტომბრამდე დისტანციურად ისწავლონ. სხვა ქალაქებსა და სოფლებში სასწავლო დაწესებულებები გაიხსნა.
საპროტესტო აქციაში რამდენიმე ათეული სტუდენტი მონაწილეობდა. ახალგაზრდებმა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციური სწავლება გააპროტესტეს. მათ ხელში ეკავათ პლაკატები წარწერებით „მოგვეცით სწავლის უფლება", „ჩვენ გვინდა ხარისხიანი განათლება", „სწავლა ჩვენი უფლებაა" და სხვ.
გასულ დღე–ღამეში საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.. ეს პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსებული მონაცემებით, ქვეყანაში სულ გამოვლენილია კორონავირუსის 4 664 შემთხვევა, აქედან ამჟამად აქტიურია 2 903.
ამასთან, ბოლო 24 საათში კლინიკები დატოვა 54–მა ადამიანმა, სულ გამოჯანმრთელდა 1 759 პაციენტი, გარდაცვლილთა რიცხვს დაემატა კიდევ ერთი და გახდა 27.
თბილისი, 1 მარტი - Sputnik. დღეიდან კახეთის რეგიონში, ახმეტის რაიონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 4 სექცია ამოქმედდა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნულ ლოკაციებზე სიჩქარის კონტროლის სექციები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გამტკიცების მიზნით დამონტაჟდა.
კერძოდ, კონტროლის სექციები განთავსდა შემდეგ ადგილებზე:
უწყების ცნობით, სიჩქარის კონტროლის სექციური სისტემით სულ საქართველოს მასშტაბით უკვე 1.213 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.
შსს-მ გზებზე კონტროლის გამკაცრება ავარიების შედეგად სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო გადაწყვიტა.
შსს ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოს მასშტაბით 4.999 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ წელს საქართველოში ავტოავარიების შედეგად 450 ადამიანი დაიღუპა, 6.640 ადამიანი კი დაშავდა.
საგზაო მოძრაობის მიმართულებით სტატისტიკის გაანალიზების და სიტუაციის შესწავლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ღონისძიებებს ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვის შესამცირებლად და მოძრაობის გასაუმჯობესებლად.
თბილისი, 1 მარტი - Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების 41-ე ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ქვეითმა ასეულმა ვაზიანის ტერიტორიაზე ურბანული სწავლება განახორციელა. იუწყება თავდაცვის სამინისტრო.
უწყების ცნობით, გეგმური სწავლება ობიექტის დაცვასა და მოწინააღმდეგის ცეცხლზე რეაგირებას ითვალისწინებდა. გაცემული დავალებების შესაბამისად, სამხედროებმა განახორციელეს მოწინააღმდეგის შეტევაზე რეაგირება, ხოლო სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფმა კი – სამედიცინო ევაკუაცია.
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრებისთვის ადამიანმა დღეში ორი ულუფა ხილი და სამი ულუფა ბოსტნეული უნდა მიირთვას, აცხადებენ ამერიკელი მეცნიერები, რომლეთა კვლევაც ამერიკის კარდიოლოგიური ასოციაცია Circulation–ის ჟურნალშია გამოქვეყნებული.
როგორც ირკვევა, კვლევის ავტორებმა 1984–2014 წლებში ჩატარებული ორი კოჰორტული კვლევის მონაცემები გაანალიზეს, რომლებშიც 100 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. გარდა ამისა, მათ ასევე შეისწავლეს 29 ქვეყნიდან მიღებული მონაცემები ხილისა და ბოსტნეულის მოხმარებისა და ასევე სიკვდილიანობის შესახებ. საერთო ჯამში, კვლევაში მონაწილე ადამიანების რაოდენობამ ორ მილიონს გადააჭარბა.
ანალიზმა აჩვენა, რომ ყოველდღიურად ხილ–ბოსტნეულის ხუთი ულუფის (ორი ულუფა ხილი და სამი ულუფა ბოსტნეული) მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს სიკვდილიანობის რისკს. ამასთან გაირკვა ისიც, რომ ამ დოზის გაზრდას არანაირი დამატებითი სარგებელი არ მოჰქონდა.
„ეს კომბინაცია დიდ სარგებელს იძლევა სერიოზული ქრონიკული დაავადებების პროფილაქტიკის თვალსაზრისით“, — აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი, ჰარვადრის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორი დონ ვანა.
ამასთან მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ყველა ხილი და ბოსტნეული თანაბრად სასარგებლო არ არის. მაგალითად, სახამებლის შემცველი ბოსტნეული, როგორებიცაა კარტოფილი, ბარდა და სიმინდი, ასევე ხილის წვენები არ ამცირებს ქრონიკული დაავადებებითა თუ სხვა მიზეზებით გამოწვეულ სიკვდილიანობის რისკს. ამ მხრივ ყველაზე დიდი სარგებელი მოაქვს მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულს: ისპანახს, სალათსა და კომბოსტოს, და ასევე ბეტა–კაროტინებისა და C ვიტამინის შემცველ სხვა ხილსა და ბოსტნეულს: ციტრუსებს, კენკროვნებსა და სტაფილოს.