სალომე ჭაჭუა

„ვაი, დედა! ბოლო ფოტოზე რას აკეთებ?“ ფოტოშოპი თუ რეალობა სალომე ჭაჭუას ილეთები

53566
(განახლებულია 21:30 25.09.2020)
სალომე ჭაჭუას მორიგი ფურორი. ცნობილმა ქორეოგრაფმა ვირტუალური სივრცე დაიპყრო. ნახეთ სალომე ჭაჭუას შოკისმომგვრელი უახლესი ფოტოები.

სალომე ჭაჭუამ პროფესიონალი მოცეკვავეებიც კი აღაფრთოვანა. ცნობილი სახეები ემოციებს ვერ მალავენ სალომე ჭაჭუას მორიგი სანახაობრივი ილეთების გამო. ფოტოები ლისის ტბის ტერიტორიაზეა გადაღებული, სადაც სალომე ჭაჭუას ვარჯიშია ასახული.

View this post on Instagram

#sundaymood☀️ #meandsky #intheairtonight #salomechachua #georgian

A post shared by Salome (@salome_chachuaa) on

მოცეკვავემ საკუთარ გვერდზე რამდენიმე შთამბეჭდავი სურათი გამოაქვეყნა. ასე გამოიყურება ენერგიული ქორეოგრაფის ერთი ჩვეულბრივი დღე. სალომე ჭაჭუა გაოცებას სულ უფრო და უფრო ხშირად იწვევს. ამ ყველაფერს წინ ვიდეო უძღოდა, რომელმაც მისი თაყვანისმცემლები შეაშინა. მოცეკვავემ Instagram-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც აივნის მოაჯირზე „შპაგატში“ ჩამჯდარი ყავას მიირთმევს. ვიდეოს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელის ერთ-ერთ მომხმარებელს სალომეს ამ ვიდეოზე ცნობილი მსახიობის ვან დამის „შპაგატიც“ კი გაახსენდა. არც უკანასკნელი ფოტოსესია აღმოჩნდა გამონაკლისი.

View this post on Instagram

🌹 #meandrose #roses #summermood☀️ #artist #salomechachua #georgian

A post shared by Salome (@salome_chachuaa) on

ცნობილი ქართველი ქორეოგრაფი და პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი თვალშისაცემი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა სკანდალებითაც გამოირჩევა. ცნობილ ტელესახეს ერთი ურთიერთობა არ ჰქონდა დასრულებული, როდესაც ჭორები გავრცელდა მისი და გიორგი ვარდოსანიძის სიყვარულზე. ეს ჭორები მათმა ქორწილმა ჩაანაცვლა, მოგვიანებით კი მორიგი ჭორები უკვე წყვილის დაშორებას მოჰყვა.

მოგეხსენებათ, მანამდე სალომე სამეჯლისო ცეკვების სტუდია „თელას“ წამყვან მოცეკვავეზე გიგი გაჩეჩილაძეზე იყო შეყვარებული. მათი გზები „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დაწყებისას გაიყო. მსახიობ გიორგი ვარდოსანიძესთან დაშორების მერე ქორეოგრაფი პირად ცხოვრებაზე აღარ საუბრობს. ამიტომ უცნობია, თავისუფალია თუ არა ამჟამად მოცეკვავის გული.

53566
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2254)
ნათია მეზვრიშვილი

მეზვრიშვილი: წერტილოვანი შეზღუდვების შემოღება წესების დაცვაზეა დამოკიდებული

8
(განახლებულია 14:09 28.10.2020)
ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მიუხედავად ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის ტენდენციისა, პროცესი სრულად მართვადია

 

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. რაც უფრო მაღალი იქნება  რეგულაციების დაცვის ხარისხი, მით უფრო ნაკლები იქნება წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების საჭიროება, განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე. 

მეზვრიშვილის განმარტებით, ქვეყანაში დღეს შექმნილი ეპიდვითარების პირობებში მხოლოდ წერტილოვანი, ლოკალური შეზღუდვები განხორციელდება. მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა ელემენტარული წესების დაცვისკენ, როგორიცაა პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

„ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ წერტილოვანი შეზღუდვების გზით სიარულს. დღევანდელი საბჭოს გადაწყვეტილებით ახალი შეზღუდვები არ დაწესებულა, თუმცა, წერტილოვანი შეზღუდვების შემდგომი დაწესება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დავიცავთ წესებს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილის განმარტებით, მიუხედავად  ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ტენდენციისა, პროცესი სრულად მართვადია.

„ფრთხილი ოპტიმიზმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სტაბილურად იზრდება. დღეს 2 ათასს გადააჭარბა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ, რაც პოზიტიური ტენდენციაა. პროცესის მართვა გრძელდება მართვისა და ადაპტაციის პროცესში“ - განაცხადა მეზვრიშვილმა.  

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღეებში ყოველდღიურმა მაჩვენებელმა თითქმის 2000-ს მიაღწია.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები მოქმედებს ცალკეულ დასახლებულ პუნქტებში, სადაც სიტუაცია ყველაზე მეტად საგანგაშოა. თბილისში, ქუთაისსა და მცხეთაში რესტორნები მუშაობის შეზღუდულ რეჟიმზე გადავიდნენ, მათ სტუმრების მომსახურება მხოლოდ ღამის 10 საათამდე შეუძლიათ. მანამდე ანალოგიური შეზღუდვა ამოქმედდა ბათუმში, რომელიც „წითელი ზონის“ სტატუსს ამ დრომდე ინარჩუნებს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1731-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 33858-ს მიაღწია. 15 პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 14829 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 3507, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4022 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2344 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

8
თემები:
COVID-19 საქართველოში
ბათუმის საავადმყოფო

გამყრელიძე დაევალება თუ არა კორონავირუსით ინფიცირებულის მიღება ყველა კლინიკას

20
(განახლებულია 14:17 28.10.2020)
საქართველოში ბოლო დროს კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. ყოველდღიურად თითქმის 2 ათასამდე ახალი შემთხვევა დასტურდება.

თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ყველა კლინიკას დაევალოს კორონავირუსით ინფიცირებულის მიღება და მკურნალობა.

გამყრელიძე: კორონავირუსი არ დასრულდება ნოემბერში, არც დეკემბერში და არც მარტში>>

გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით კვლავ გამიჯნულია კოვიდცენტრები და სხვა კლინიკები.

„გადაწყვეტილება, როგორც ვიცი, მიღებული არ არის. ჯერ კლინიკები კვლავ იყოფიან და არ ვიცი, ცვლის თუ არა მიდგომას სამინისტრო. თუმცა, დღევანდელი გავრცელების პირობებში შესაძლოა, „კოვიდიანი“ პაციენტი მოხვდეს სხვა კლინიკაში, რა თქმა უნდა, ყველა კლინიკას უნდა ჰქონდეს ე.წ. ობსერვაციული განყოფილება, ეს მათი სალიცენზიო პირობაა“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

გამყრელიძის განცხადებით, თუ ასეთ კლინიკაში დადგინდება ვირუსი, პაციენტის სწრაფი იზოლირება უნდა მოხდეს, შემდეგ კი გადაიყვანონ სხვაგან,  ან თუ არის იზოლირების საშუალება, იმავე კლინიკაში გაგრძელდეს მკურნალობა.

დღეს გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ხალხში პირბადის ტარების კულტურა საკმაოდ გაიზარდა და თუ ის  მყარად დაინერგება, მაშინ ინფიცირებულების რაოდენობა აუცილებლად შემცირდება.

„დღეს ვართ სადღაც 60-დან 65%-ზე პირბადის ტარებისა, თუ ავალთ 95%-ზე, მაშინ დარწმუნებული იყავით, ჩვენ სულ მცირე, გავანახევრებთ ინფიცირებულთა რაოდენობას და წამოვა ინფიცირებულთა რაოდენობა ქვემოთ. დავიცვათ პირბადის ტარების კულტურა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ჩხენკელი: გადამზადებული უფროსკურსელები ექიმებს უკვე ორშაბათიდან დაეხმარებიან>>

საქართველოში ბოლო დროს კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. ყოველდღიურად თითქმის 2 ათასამდე ახალი შემთხვევა დასტურდება.  ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 33 858-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 14 829 პაციენტი, გარდაიცვალა 253 ადამიანი.

20
თემები:
COVID-19 საქართველოში