რეგულაციების დარღვევისთვის საქართველოში 10 ათასი ჯარიმაა გამოწერილი

გამოწერა
ბოლო პერიოდში კორონავირუსის ინფექციის მასობრივი კერები ქორწილებთან, ქელეხებთან და დაბადების დღეებთანაა დაკავშირებული, განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში რეგულაციების, მათ შორის დახურულ სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 10 ათასი ჯარიმაა გამოწერილი, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: შეზღუდვები არ შეეხება ეკონომიკას, განათლებასა და საარჩევნო პროცესს

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დღემდე რიგი შეზღუდვები მოქმედებს, მათ შორისაა სარიტუალო და სოციალური ღონისძიებების გამართვა, ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში პირბადის გარეშე ყოფნა, ტაქსით მგზავრობისას ლიმიტი ადამიანების აყვანაზე.

„სინამდვილეში ორი კატეგორიის ადამიანები არიან. ნაწილი მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას იჩენს და მთავრობის რეკომენდაციები საკმარისია, რომ წესები დაიცვან. მეორე კატეგორია არ იცავს წესებს და მათ მიმართ ჯარიმებს ვიყენებთ. ამ დროისათვის 9–10 ათასამდე ჯარიმაა გამოწერილი. აქედან ნახევარმა უკვე გადაიხადა ჯარიმა“, – განაცხადა მეზვრიშვილმა Palitra TV-ს ეთერში.

ამასთან მან აღნიშნა, რომ რეკომენდაციებისა და შეზღუდვების დაცვა ინფიცირებულთა რაოდენობის კონტროლის საუკეთესო საშუალებაა, და დასძინა, რომ საქართველოს კლინიკებში საწოლების განსაზღვრული რაოდენობაა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში კორონავირუსის ინფექციის მასობრივი კერები ქორწილებთან, ქელეხებთან და დაბადების დღეებთანაა დაკავშირებული. 

ხელოვნური სუნთქვის აპარატი - Sputnik საქართველო
ქართველი მედიკოსები გაფიცვებით იმუქრებიან

„ბოლო დროს გვაქვს ქორწილების, დაბადების დღეების და სხვა მასშტაბური ღონისძიებების დაჯარიმების შემთხვევები და შრომის ინსპექცია აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ მთავრობა სპეციალური დახმარების პაკეტს ამზადებს იმ ადამიანებისთვის, ვინც სხვადასხვა ღონისძიებებს ატარებდა და შეზღუდვების შედეგად დაზარალდა, მაგრამ კანონის თანახმად 31 ოქტომბრამდე მისი გამჟღავნება არ შეუძლია, რამდენადაც წინასაარჩევნო პერიოდში ეს მოსახლეობის მოსყიდვად ჩაითვლება.

უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის ჯარიმა 20-დან 100 ლარამდეა. თვითიზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის კი 2-დან 10 ათას ლარამდე.

ყველა ახალი ამბავი
0