სამედიცინო აპარატზე შეერთებული პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით 26-ე პაციენტი გარდაიცვალა

95
(განახლებულია 18:33 24.09.2020)
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, გარდაცვლილს თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა, შესაბამისი ინფორმაცია გავრცელდა ვებ-გვერდზე stopcov.ge.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გარდაცვლილს თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 259-ით გაიზარდა და 4399-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1705 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5390, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 640 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

95
თემები:
COVID-19 საქართველოში (2152)
კახა კალაძე და ანუკი არეშიძე

ანუკი არეშიძის ახალგაზრდა მშობლები - დიზაინერი რომანტიულ ფოტოს აქვეყნებს

0
(განახლებულია 13:40 22.10.2020)
ცნობილ დიზაინერს ახალგაზრდა მშობლები ჰყავს. ნახეთ როგორ გამოიყურებიან ანუკი არეშიძის დედ-მამა კახეთის სახლის ფონზე

ცნობილი დიზაინერი სოციალურ ქსელში აქტიურობას არ წყვეტს. მისი კონტენტი საინტერესო და შემოქმედებითი თემატიკითაა შევსებული. ცოტა ხნის წინ დიზაინერმა „ინსტაგრამის“ „სთორიში“ მშობლების რომანტიული ფოტო გამოაქვეყნა.

ცნობილ დიზაინერს ანუკი არეშიძეს ახალგაზრდა მშობლები ჰყავს. მისი დედა ნინო ჭუმბურიძეა, მამა - ბადრი არეშიძე. ანუკის საზოგადოებისთვის ცნობილი ძმაც ჰყავს. გიორგი არეშიძე წლების წინ თბილისის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს ხელმძღვანელობდა, დედა კი ცნობილი ექიმი-ენდოკრინოლოგია.

View this post on Instagram

Mom,Dad and My Son Disneyland August ,2018

A post shared by Anouki Areshidze (@anoukigoldvibes) on

აჭარაში კორონავირუსის გავრცელების პერიოდში ანუკი არეშიძის დედის ირგვლივ ხმაური ატყდა. ამბობდნენ, რომ მედპერსონალის შეხვედრის დროს ანუკი არეშიძის დედა ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდა, თუმცა კორონავირუსის დაფიქსირებისა და სასტუმროს ჩაკეტვის შემდეგ ის სასტუმროდან გამოიყვანეს. ეს ჭორი ჭორადვე დარჩა. ანუკიმ კი მედიასთან საუბარში არაერთხელ აღნიშნა, რომ მისი მშობლების სიყვარული მისი ცხოვრების ყველაზე დიდი მაგალითია.

View this post on Instagram

Grandchild and Grandfather ,Italy 2017

A post shared by Anouki Areshidze (@anoukigoldvibes) on

მიუხედავად იმისა, რომ ანუკი არეშიძის მშობლები მედიასთან კომუნიკაციას თავს არიდებენ, ანუკი მათ სურათებს ხშირად აქვეყნებს. პანდემიამდე სხვადასხვა ქვეყანაში ბადრი და ნინო სიძესთან და ქალიშვილთან ერთად ხშირად მოგზაურობდნენ. ახალგაზრდა ბაბუას განსაკუთრებული ურთიერთობა ლევან კალაძესთან, კახისა და ანუკის უფროს ვაჟთან ჩამოუყალიბდა.

უახლესი სურათი ანუკიმ აგარაკიდან გამოაქვეყნა. ყველასათვის ცნობილია, რომ დიზაინერის მამას ძალიან უყვარს მიწაზე მუშაობა. ყველას ახსოვს ცნობილი დიზაინერის პოსტი, სადაც წერდა, რომ მამამისმა ბანანი მოიყვანა. ანუკი არეშიძე მამის ჰობის დაეუფლა და სოფელში ჩასვლისთანავე მისი სოციალური ქსელი ფერმერობის ამსახველი ფოტოებით აჭრელდა. „მამაჩემმა ბანანის მოსავალი მიიღო. მოსავალი შეიძლება დიდი სიტყვაა ამ პაწაწინა არსებებისთვის, მაგრამ ეს თბილისში მოხდა და თან ასეთი რაოდენობა დიდი შრომის ფონზე. 8 წელია ამ უგემრიელეს ხეს უვლის“, – წერდა ანუკი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

10
(განახლებულია 15:23 22.10.2020)
ჯაფარიძის განცხადებით, იგი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე საჯარო აქტივობებს წყვეტს და წინასაარჩევნო კამპანიას ონლაინ–რეჟიმში გააგრძელებს.

თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, აღნიშნული ინფორმაცია პოლიტიკოსის Facebook-გვერდზე გავრცელდა. 

ჯაფარიძის განცხადებით, რაც შეეხება ოჯახის დანარჩენ წევრებს, მათ  PCR-ტესტი ჩაუტარდათ – ვირუსი არცერთ მათგანს არ  გამოუვლინდა. ამ დროისთვის ისინი თვითიზოლაციაში არიან გადასული.

„კოსტას, უმცროს შვილს მოუვიდა დადებითი პასუხი კოვიდ-ტესტზე.  სამი დღის განმავლობაში მაღალი სიცხე ჰქონდა (სხვა არანაირი სიმპტომი არ ჰქონია) და საავადმყოფოში გადავიყვანეთ“,  - დაწერა ჯაფარიძემ. 

ჯაფარიძის განცხადებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე საჯარო აქტივობებს წყვეტს და წინასაარჩევნო კამპანიას ონლაინ–რეჟიმში გააგრძელებს.

ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე–ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1595-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 22803-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9401 ადამიანი, გარდაიცვალა – 178.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

10
თემები:
COVID-19 საქართველოში (2152)