რთველი 2020: ფერმერებმა 148,3 ათასი ტონა ყურძენი ჩააბარეს

© photo: Sputnikრთველი
რთველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობამ წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში „რთველი 2020“-ის ფარგლებში ამ დროისათვის დაახლოებით 148,3 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო. 

რთველი - Sputnik საქართველო
რთველი 2020: ჩაბარებული ყურძნის ღირებულება უკვე 133 მილიონ ლარს აჭარბებს

კახეთში ყურძნის მოსავლის აღების სეზონი 22 აგვისტოს დაიწყო. გადამუშავების პროცესში 60-ზე მეტი ღვინის საწარმოა ჩართული. ამჟამად ჩაბარებული ყურძნის ღირებულებამ დაახლოებით 148,2 მლნ ლარი შეადგინა.

საქართველოს მთავრობამ წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა.

სუბსიდიას მიიღებენ ის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ ამ ჯიშების სულ ცოტა 1 ათას ტონა ყურძენს. ამასთან, ღვინის ქარხნებს დადგენილი აქვთ ერთი კილოგრამი ყურძნის ფასი – არანაკლებ 80 თეთრისა. სახელმწიფოს სუბსიდია ერთ კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენს.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე გადამუშავებულია 109,6 ათასი ტონა „რქაწითელი”, 32 ათასი ტონა „საფერავი”, 2,3 ათასი ტონა „კახური მწვანე” და 4,1 ათასი ტონა სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

ყველა ახალი ამბავი
0