Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალთან“ – სტეფანე მღებრიშვილი მაკა ასათიანთან ერთად გამოჩნდა

© Facebook / Stephane Mgebrishviliსტეფანე მღებრიშვილი
სტეფანე მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი დიზაინერი მაკა ასათიანი თბილისში სტუმრობისას თინეიჯერობის მეგობრებს შეხვდა. სტეფანე და მაკა წლების წინ და წლების შემდეგ.

მსოფლიოს მუსიკალური ინდუსტრია ცნობილი არტისტების ვიზუალითაა დაინტერესებული. ვარსკვლავების უმეტესობა პლასტიკურ ქირურგიას დაუფიქრებლად თანხმდება – შედეგიც სახეზეა. სელებრითები ბუნებრივ სილამაზეს ხელოვნურ გარეგნობაში ერთი ხელის მოსმით ცვლიან. თუმცა, ქართველ ვარსკვლავებს შორის გამონაკლისებიც არიან. ერთ-ერთია მაკა ასათიანი – ელეგანტური, მუდამ საუცხოოდ გამოწყობილი, რომელზეც ვერავინ იტყვის, რომ ცნობილი ქალბატონი უკვე ბებიაა. ის სულ ცოტა ხნის წინ სტეფანე მღებრიშვილთან ერთად ერთ-ერთ საღამოზე გამოჩნდა.

მიუხედავად ცხოვრებისეული ტრაგედიებისა, მაკა ასათიანი შინაგან სილამაზეს არ კარგავს. მის მშვენებას დრო ვერ ცვლის, ვერც განვლილი ცხოვრება და ტკივილი. ცნობილია, რომ მაკა ასათიანს წლების წინ ჯერ მამა – კახი ასათიანი მოუკლეს, მოგვიანებით კი საყვარელი კაცი – ცნობილი კალათბურთელი დუდუ დადიანი. მაკას პირადმა ცხოვრებამ და შინაგანმა სამყარომ დიდი გარდატეხა განიცადა. საზოგადოება მის მუდამ შავ ჩაცმულობას სწორედ ცხოვრებისეულ განვლილ ეტაპებს უკავშირებს.

A post shared by Zaliko Berger (@zalikoberger) on

მაკა ასათიანს მერაბ ჟორდანიასგან ორი ვაჟი – კახი და ლევან ჟორდანიები ჰყავს. მათ სიყვარულზე ქალაქში ლეგენდებს ჰყვებოდნენ, მერაბი მაკას ისეთ სიურპრიზებს უწყობდა, ხალხი გაოგნებით ისმენდა და კითხულობდა, მაგრამ მათი ურთიერთობა ხანმოკლე აღმოჩნდა. მოგვიანებით სილამაზის ეტალონი ცოლად კოტე გოგელიამ მოიყვანა. ცნობილია, რომ კოტე გოგელია რუსეთსა და შვეიცარიაში მოღვაწე ბიზნესმენია. წყვილს ერთი ვაჟი – კოსტა გოგელია შეეძინა.

View this post on Instagram

❤️

A post shared by ქართველი სელებრითები (@georgiancelebritiesofficial) on

მაკა ასათიანის სილამაზე ყველაზე გულგრილი ადამიანების აღტაცებასაც კი იწვევს. მისი შარმი, ჩაცმის სტილი, ნატიფი სხეული, გამორჩეული მანერები 90-იანი წლების თბილისის განხილვის მთავარი თემა იყო. მიუხედავად ახლანდელი მშვიდი ცხოვრებისა, მასზე საუბარს არ წყვეტენ.

ყველა ახალი ამბავი
0