ავიაკომპანია  AirZena - Georgian Airways-ის თვითმფრინავი

დაინიშნა ჩარტერული რეისი თბილისი-ბერლინი

345
(განახლებულია 19:57 22.09.2020)
საქართველოს საჰაერო საზღვარი კორონავირუსის პანდემიის გამო ჯერ ისევ დაკეტილია. სრულდება მხოლოდ ჩარტერული რეისები

თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. ავიაკომპანია Georgian Airways ჩარტერულ რეისს ბერლინის მიმართულებით 27 სექტემბერს შეასრულებს, ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

თბილისიდან ჩარტერული რეისები დაინიშნა: სტამბოლი, კიევი და მინსკი >>

თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 09:30 საათზე გაფრინდება და ბერლინში დაეშვება 11:30  საათზე. რეისი ბერლინიდან დანიშნულია 12:20 საათზე, ხოლო  თბილისში თვითმფრინავი 17:50  საათზე დაეშვება.

„აღნიშნული რეისით სარგებლობა შეუძლიათ მათ, ვინც მიემგზავრება სასწავლებლად, ან აქვს სამუშაო კონტრაქტი გერმანიაში. აგრეთვე საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც სურს სამშობლოში დაბრუნება“, - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

ბილეთის ღირებულება 199 ევროს შეადგენს.

გასულ კვირაში პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ქართველი სტუდენტებისთვის თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით მორიგი სუბსიდირებული რეისი, უახლოეს პერიოდში შესრულდება.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები მარტში სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა 21 მარტიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა. გამონაკლისის სახით მთავრობა ეხმარება ქართველ სტუდენტებს, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქალაქებში სწავლობენ და მათთვის სპეცრეისებს ნიშნავს.

ამ დროისათვის აღნიშნული სუბსიდირებული ავიარეისებით დაახლოებით 500-მა სტუდენტმა ისარგებლა.

ბოლო დროს საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ, მაგრამ ამის მიუხედავად მთავრობა მკაცრი შეზღუდვების შემოღებას არ გეგმავს. თუმცა, საქართველოს საჰაერო საზღვარი 31 ოქტომბრამდე დაკეტილი რჩება.

345
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (201)
რესტორანი

თბილისის რესტორნები მთავრობისგან სუბსიდიას მიიღებენ

10
(განახლებულია 13:15 04.03.2021)
პანდემიის შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციის მიზნით, თბილისში არსებული რესტორნები სახელმწიფოსგან 5–5 ათას ლარს მიიღებენ

 

თბილისი, 4 მარტი – Sputnik. საქართველოს მთავრობა მზადაა მხარი დაუჭიროს თბილისში მცირე და საშუალო სარესტორნო ბიზნესის სუბსიდირების ინიციატივას, განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, შემუშავდა კრიტერიუმები, რომელთა შესაბამისადაც ანტიკრიზისული გეგმის და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქებისა და ეკონომიკის სტიმულირებისთვის, ამოქმედდა სუბსიდირების პროგრამა თბილისში არსებული მცირე და საშუალო სარესტორნე ბიზნესისთვის. 

 „დღევანდელ სხდომაზე გვესწრება თბილისის მერი კახა კალაძე და სხდომის დღის წესრიგის შემდეგი საკითხი მის ინიციატივას ეხება. მოგეხსენებათ, რომ პანდემიამ ეკონომიკის თითქმის ყველა დარგი დააზარალა. კრიზისმა განსაკუთრებული პრობლემა შეუქმნა ტურიზმის სექტორს და კვების იმ ობიექტებს, რომლებიც დამოკიდებული არიან ტურისტების ნაკადზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, რესტორნებისთვის ფინანსური დახმარება 5 ათასი ლარით განისაზღვრა. ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში კი დაფინანსება შეადგენს 10 ათას ლარს.

„რა თქმა უნდა, ცენტრალური მთავრობა მზად არის, მხარი დაუჭიროს მერიის აღნიშნულ  ინიციატივას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

რესტორნებმა და კვების ობიექტებმა საქმიანობა 28 ნოემბერს შეწყვიტეს, როდესაც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურმა  ვითარებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.

შექმნილი გაუსაძლისი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, რესტორატორებმა 6 თებერვლისთვის ობიექტების თვითნებურად გახსნა დააანონსეს, თუმცა, შემდეგ გადაიფიქრეს, რადგანაც მთავრობამ 15 თებერვლიდან კვების ობიექტების გახსნის გადაწყვეტილება  მიიღო – მათ მომხმარებლის მიღება მხოლოდ ღია სივრცეში შეუძლიათ. გარდა ამისა, უქმე დღეებში ეკრძალებათ მუშაობა.

საქართველოში 8 მარტიდან რესტორნები სრული დატვირთვით შეძლებენ საქმიანობას.

10
თემები:
საქართველოს მთავრობა
სოფო ნიჟარაძე

„ჩემთვის პირველი დედის დღეა...“ - სოფო ნიჟარაძე ახალ ფოტოს აქვეყნებს

57
(განახლებულია 11:36 04.03.2021)
ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მომღერალს უმშვენიერესი დედა ჰყავს. ნახეთ რა ფოტოს აქვეყნებს სოფო ამერიკიდან

მომღერალი სოფო ნიჟარაძე დედის დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავს. მას 2020 წელს ქალიშვილი ელის მარია შეეძინა. სოფო შვილთან და საყვარელ მამაკაცთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა მათ ფოტოებს არ ასაჯაროებს.

დედის დღესთან დაკავშირებით სოფო დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ მისთვის პირველი დედის დღეა ამ ამპლუაში და ისურვებდა ისეთივე დედა იყოს, როგორიც დედამისია.

სოფო ნიჟარაძის დედა სულ რამდენიმე თვის წინ ბებია მეორედ გახდა. ცნობილმა მომღერალმა ფეხმძიმობა საგულდაგულოდ დამალა ისე, რომ ამის შესახებ ვერავინ იეჭვა. სოფო ნიჟარაძე რამდენიმე თვეა ამერიკაში ცხოვრობს. არტისტმა ქვეყანა ფეხმძიმობის პირველ თვეებში დატოვა. მან ქალიშვილი სწორედ შტატებში გააჩინა.

ოჯახში წლების წინ ტრაგედია დატრიალდა. სოფომ და მისმა უმცროსმა ძმამ მამა დაკარგეს. 2013 წელს მეგა-პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობისას, სოფომ ეს შემზარავი ამბავი პირდაპირი ეთერის დაწყებამდე შეიტყო. ამ მიზეზით სოფო საბოლოოდ პროექტს გამოეთიშა. დიდი ხნის მანძილზე ის სცენას ვერ უბრუნდებოდა.

სოფო ნიჟარაძე 1986 წლის 6 თებერვალს დაიბადა. ის მომღერალი, მსახიობი და სიმღერების ავტორია. დაამთავრა ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო გიმნაზია (ნიჭიერთა ათწლედი). შესრულებული აქვს ჯულიეტას როლი მიუზიკლ „რომეო და ჯულიეტას“ რუსულენოვან ვერსიაში. 2010 წლის მაისში საქართველო წარადგინა ევროვიზიის კონკურსზე სიმღერით Shine, მაშინ ქულათა საერთო ჯამით მე-9 ადგილზე გავიდა.

57
თემები:
სელებრითების ცხოვრება
გულის შეტევის სიმპტომები ქალებში

ორი მარტივი სავარჯიშო ინფარქტის რისკის შესამცირებლად: კარდილოგი გირჩევთ

0
(განახლებულია 13:49 04.03.2021)
ექიმები ირწმუნებიან, რომ ეს სავარჯიშოები კარგია როგორც გულის, ისე ხერხემლის ჯანმრთელობისთვის და ამასთან ებრძვის ცელულიტებსაც

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ინფარქტის რისკის შესამცირებლად, გარდა იმისა, რომ აუცილებელია ყურადღების გამახვილება კვების რაციონსა და სუფთა ჰაერზე სეირნობაზე, ასევე საჭიროა სპეციალური სავარჯიშოების გაკეთება, აცხადებს კარდიოლოგი და გულ–სისხლძარღვთა ქირურგი ვლადიმირ ხოროშევი.

მისი თქმით, გულის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ადამიანმა მეტი რაოდენობით ხილ–ბოსტნეული უნდა მიირთვას, ხოლო ხორციანი კერძები კვირაში მხოლოდ ორ–სამჯერ უნდა მიიღოს.

რაც შეეხება ჰაერზე სეირნობას, ეს აძლიერებს ვენური სისხლის მიწოდებას გულის მარჯვენა პარკუჭში და ამასთან კარგად ავარჯიშებს ხერხემალსა და თავის ტვინს.   

ხოროშევმა გულის ჯანმრთელობისთვის ერთ–ერთ საუკეთესო და ეფექტურ სავარჯიშოდ ეგრეთ წოდებული დუნდულებზე სიარული დაასახელა.

  • ამისათვის უნდა დაჯდეთ იატაკზე, გაჭიმოთ ან მუხლებში მოხაროთ ფეხები ( როგორც უფრო იოლი იქნება თქვენთვის), შემდეგ კი თითოეული დუნდულით რვა–რვა ნაბიჯი „გადადგათ“ წინ და უკან. ამასთან ამ სავარჯიშოს შესრულება ხალიჩაზე რეკომენდებული არ არის.

კიდევ ერთი ეფექტური სავარჯიშო, ექიმის თქმით, არის „ოქროს თევზი“. ამისათვის უნდა დაწვეთ ზურგზე ამოძრაოთ სხეული ისე, რომ თავი და ტერფები არ გაანძრიოთ.

ამასთან სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ აღნიშნული სავარჯიშოები კარგია ხერხემლისა და კუნთების გასამაგრებლად და ასევე ებრძვის ცელულიტებს.    

მანამდე ჰარვარდელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ერთი შეხედვით ისეთი უმნიშვნელო სიმპტომი, როგორიცაა გულძმარვა, შეიძლება პაციენტისთვის შეუმჩნეველ „ჩუმ ინფარქტზე“ მიანიშნებდეს. გარდა ამისა, მეცნიერების ინფორმაციით, მოახლოებულ შეტევაზე ასევე შეიძლება მეტყველებდეს კბილის ტკივილი, ნადები კბილებზე და ასევე ოფლიანობაც კი.

 

0
თემები:
ექიმი გირჩევთ