დაბადების დღის კლასტერი – სოფელი დიღომი ეპიდემიოლოგების ყურადღების ქვეშაა

© Sputnik / Alexander Imedashviliბორჯომი და ქართული ლიმონათი სუფრაზე
ბორჯომი და ქართული ლიმონათი სუფრაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 3913-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1574, გარდაიცვალა 23 პაციენტი.

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. თბილისში, სოფელ დიღომში კორონავირუსით ინფიცირებულთა ე.წ. კლასტერი ჩამოყალიბდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, ინფიცირების შემთხვევები დაბადების დღესთან დაკავშირებულ შეკრებას უკავშირდება.

„სოფელ დიღომში კორონავირისით ინფიცირებულთა კლასტერი დაბადების დღესთან არის დაკავშირებული. ჩემი ინფორმაციით, ეს იყო ძველი თანაკლასელების შეხვედრა. ამ ეტაპზე მათი ყველა კონტაქტი გამოკვლეულია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ბათუმი - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: პირბადე კორონავირუსთან ბრძოლაში ყველაზე მძლავრი იარაღია
 

გამყრელიძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია, გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და თავი შეიკავონ ხალხმრავალი შეკრებებისგან.

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ადრე დაწესებული რიგი შეზღუდვები კვლავ ამოქმედდა. 10 სექტემბრიდან იკრძალება კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, რომელშიც 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს, ასევე რიტუალური ღონისძიებების, ქორწილების, დღესასწაულების, იუბილეებისა და ქელეხების გამართვა (არაუმეტეს 10 ადამიანისა) და ა.შ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 218-ით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 40-ით გაიზარდა. დღეს ასევე დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების სამი ფაქტი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 3913-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1574, გარდაიცვალა 23. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4988, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0