სამედიცინო აპარატზე შეერთებული პაციენტი

„არ მჯეროდა ვირუსის...“– რას წერდა სოციალურ ქსელში ქალი, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა

203
(განახლებულია 19:54 21.09.2020)
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი დაუდგინდა 3 695 ადამიანს, აქედან გამოჯანმრთელდა 1 534, გარდაიცვალა 20 პაციენტი.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. 60 წლის მასწავლებელმა, რომელიც კორონავირუსისგან გარდაიცვალა, სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ მიმართვა გაავრცელა.

ქალი წერდა, რომ დაინფიცირებამდე კორონავირუსის არ სჯეროდა.

„აფხა­ზე­ბო, გა­უფრ­თხილ­დით თავს. ინ­ფექ­ცია ჩვენს შო­რი­საა. მეც არ მჯე­რო­და ვირუ­სის, მაგ­რამ გუ­და­უ­თა­ში აღ­მოვ­ჩნდი“, – წერ­და ქალი, რომელიც, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, სოხუმის პირველი სკოლის მასწავლებელი იყო.

ქალი 20 სექ­ტემ­ბერს ქუ­თა­ის­ში, კლი­ნი­კა „ბო­მონდში“ კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის­გან გარ­და­იც­ვა­ლა.

ექი­მე­ბის გან­ცხა­დე­ბით, პა­ცი­ენ­ტი სო­ხუ­მი­დან უკვე კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი დაუდგინდა 3 695 ადამიანს, აქედან გამოჯანმრთელდა 1 534, გარდაიცვალა 20 პაციენტი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

203
თემები:
COVID-19 საქართველოში (2216)
ცარიელი საკლასო ოთახი

კახეთის ერთ-ერთ სკოლაში კორონავირუსი სამ მოსწავლეს დაუდასტურდა

71
ამ დროისთვის კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 362-ია. რეგიონში Covid-19-ით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. ყვარლის ერთ-ერთი საჯარო სკოლაში კორონავირუსი სკოლის სამ მოსწავლეს დაუდასტურდა, იუწყება პირველი არხი.

სკოლა ხვალიდან დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან და ისინი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან.

ამ დროისთვის კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 362-ია. რეგიონში Covid-19-ით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი საქართველოს მასშტაბით უკვე არაერთ სკოლაში დაფიქსირდა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეგულაციების თანახმად, რომელიმე სკოლაში კორონავირუსით ინფიცირების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, საჭიროებიდან გამომდინარე, პედაგოგები და მოსწავლეები (იქნება ეს კლასი, ესა თუ ის სართული, მთლიანად სკოლა და ა.შ.) თვითიზოლაციაში გადადიან, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გრძელდება. ასევე სკოლას უტარდება დეზინფექცია.

ქვეყანაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

საქართველოს ოთხ ქალაქში – თბილისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ქუთაისში, სადაც სკოლებში სწავლა 1 ოქტომბრიდან განახლდა. განათლების სამინისტრომ დაწყებითი კლასების მოსწავლეების მშობლებს არჩევანის საშუალება მისცა – ბავშვები სკოლაში ივლიდნენ ან ონლაინ–რეჟიმში გააგრძელებდნენ სწავლას. მეშვიდე და უფროსი კლასების მოსწავლეები კი დისტანციურ რეჟიმში სწავლობენ.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოში I-VI კლასების 130 ათასი მოსწავლიდან დაახლოებით 10 ათასმა მოსწავლემ სწავლის დისტანციური რეჟიმი აირჩია.

რუსთავში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 21 წლის ბიჭი გარდაიცვალა >>

საქართველოში ბოლო დღე–ღამეში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 1824-ით გაიზარდა და 32127-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 12632 ადამიანი, გარდაიცვალა – 238.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

71
თემები:
COVID-19 საქართველოში (2216)
სასწრაფო დახმარება

საქართველოში კორონავირუსით სასწრაფო დახმარების ექიმი გარდაიცვალა

68
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსების რაოდენობა 1678-ს აღწევს - ეს COVID-19-ით დაავადებულთა საერთო რიცხვის 5,2%-ია. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის გამოვლენილ შემთხვევებს შორის მედიკოსების დაინფიცირების 90 შემთხვევა დაფიქსირდა,

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. ბაღდათში სასწრაფო დახმარების ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა, იუწყება პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 45 წლის ექიმია. კოვიდინფიცირებული მედიკოსი სამკურნალოდ თბილისში იყო გადმოყვანილი. ის გუშინ ღამით გარდაიცვალა.

„მედიცინის მუშაკებმა ყველაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად, თუმცა სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა. ქალბატონი იყო მძიმეწონიანი. სამწუხაროდ, სუნთქვის უკმარისობითა და დისტრესით გარდაიცვალა“, – განაცხადეს გადაუდებელი დახმარების ცენტრში.

რამდენიმე დღის წინ კორონავირუსით ახალქალაქის სასწრაფო დახმარების თანამშრომელიც გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსების რაოდენობა 1678-ს აღწევს - ეს COVID-19-ით დაავადებულთა საერთო რიცხვის 5,2%-ია. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის გამოვლენილ შემთხვევებს შორის მედიკოსების დაინფიცირების 90 შემთხვევა დაფიქსირდა, დღეს ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღეებში ყოველდღიურმა მაჩვენებელმა თითქმის 2000-ს მიაღწია.

საქართველოში ბოლო დღე–ღამეში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 1824-ით გაიზარდა და 32127-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 12632 ადამიანი, გარდაიცვალა – 238.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

68
თემები:
COVID-19 საქართველოში (2216)
იუსტიციის სახლი, რომელშიც ეროვნული ბანკი მდებარეობს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე დოლარები გაყიდა

0
სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, შვიდ თვეში ეროვნულმა ბანკმა უკვე 19 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც 600 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა.

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამშაბათს მორიგი სავალუტო აუქციონი ჩაატარა, რომელზეც 40 მილიონი დოლარი გაყიდა, ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა დოლარის მიმართ 3,2237 GEL/$1 შეადგინა. 

სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, შვიდ თვეში ეროვნულმა ბანკმა უკვე 19 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც 609,65 მილიონი დოლარი გაყიდა. ლარის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა დაეცა ნიშნულამდე 3.4842 GEL/$1.

ოთხშაბათისთვის, 28 ოქტომბრისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა – 3,2242 GEL/$1.

მანამდე, ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ გამოიყენებდა მის განკარგულებაში არსებულ ყველა ინსტრუმენტს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებსა და სააღრიცხვო განაკვეთებს.

სავალუტო აუქციონებთან ერთად ეროვნული ბანკი ზედმეტი რყევების შესამცირებლად ყოველდღიურად იყენებს ინტერვენციებს. კერძოდ, როდესაც გაცვლითი კურსის რყევა დღის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ნიშნულს ასცდება, ეროვნული ბანკი გარკვეულ თანხაზე უცხოური ვალუტით ვაჭრობაში მონაწილეობს.

გარდა ამისა, წელს ეროვნული ბანკი ინტერვენციისთვის იყენებს ვალუტას, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად იღებს.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 1 ოქტომბრიდან ქართული სავალუტო ბაზარი Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.

 

0
თემები:
საქართველოს ეკონომიკა