Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მიხარია, რომ შენი და ვარ...“ – ეკო ფანგანის მაღალჩინოსანი ძმა იუბილარია – ფოტოები

© Facebook / Eko Panganiეკო ფანგანი
ეკო ფანგანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკო ფანგანმა ერთადერთი ძმა საზოგადოებას გააცნო. ნახეთ ვინ არის და რას საქმიანობს ცნობილი ტელეწამყვანის ძმა.

ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ახლა ვარსკვლავი ინფლუენსერობითაა გატაცებული. ბევრმა არ იცის, რომ ტელეწამყვანობისა და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად რადიოწამყვანობასაც ახერხებს.

სუპერ-მოდური ეკო, ტელეკომპანია „იმედის“ გარდა, რადიო „იმედის“ წამყვანობასაც პროფესიონალურად ირგებს. მას დამახასიათებელი ხმის ტემბრისა და ამბის საინტერესოდ გადმოცემის უნარის გამო უამრავი მსმენელი ჰყავს.

აღსანიშნავია, რომ ეკო სტილს დიდ ყურადღებას აქცევს. ეკოს გამოქვეყნებულ ფოტოებზე მისი გემოვნება განსაკუთრებულად მკვეთრად გამოჩნდა და ქალბატონებმა ეს სტილი მალე აითვისეს.

 

ეკო ფანგანმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ თანამდებობის პირ ძმას დაბადების დღე საჯაროდ მიულოცა. აღმოჩნდა, რომ ეკოს ძმა გიორგი ფანგანია, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრია.

ყველა ახალი ამბავი
0