თაკო ნაცვლიშვილი

თაკო ნაცვლიშვილი იტალიის ძვირადღირებულ კურორტს დაუბრუნდა - სექსუალური ფოტოები სანაპიროდან

3192
(განახლებულია 17:51 20.09.2020)
ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ქართველი მოდელი მოგზაურობას პანდემიის პერიოდშიც არ უშინდება. ელეგანტური მოდელი იტალიის ერთ-ერთ განთქმულ კურორტზე ისვენებს. ვისთან ერთად ისვენებს და როგორ გამოიყურება ტოპ-მოდელი?

„სიყვარულით, იტალიიდან“ - ასე დაასათაურა თაკომ სანაპიროზე გადაღებული ერთ-ერთი ფოტო. აღნიშნული სურათი ძველი Polaroid-ის ფოტოაპარატითაა გადაღებული. თაკომ მეგობრებთან ერთად დალევაც გადაწყვიტა. დაუვიწყარი საღამოს კადრები კი საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. თაკოს თავგადასავალი იტალიის კურორტ ფორტე დეი მარმიდან იწყება.

View this post on Instagram

A post shared by Tako Natsvlishvili (@takonats) on

„დოლჩე და გაბანას“ ძვირადღირებული კაბები, ჯულია რობერტსთან ერთად სარეკლამო ვიდეოში გამოჩენა, „ვიქტორია სეკრეტსის" კასტინგებზე მოხვედრა – თაკო ნაცვლიშვილმა წარმატებამდე არც ისე მარტივი გზა გაიარა. მისი თითოეული ნაბიჯი საპასუხისმგებლო და საკმაოდ დამაინტრიგებელია. რამდენიმე წელია ახალგაზრდა მოდელი წამყვან სამოდელო სახლებთან აქტიურად თანამშრომლობს. მეტიც, მას პოდიუმზე ისეთი ბრენდები იწვევენ, როგორებიცაა „ელი სააბი“, „ჯორჯო არმანი“, „კრისტიან დიორი“, „ვერსაჩე“ და სხვა მრავალი.

View this post on Instagram

#withLovefromItaly

A post shared by Tako Natsvlishvili (@takonats) on

თაკოს წარმატების საიდუმლო მისი აღნაგობა, გარეგნობა და, რა თქმა უნდა, ბუნებრივი სილამაზეა, რომლითაც ყველაზე გულგრილ ადამიანსაც კი მოხიბლავს. სულ რაღაც 21 წლის არის, მაგრამ იტალიაში, საფრანგეთსა და საქართველოში პოპულარულ დიზაინერებთან თანამშრომლობს.

თაკომ ევროპიდან მორიგი უახლესი სურათი გამოაქვეყნა. ტრენდულმა გოგონამ ახალი იმიჯის მორგება გადაწყვიტა. მას ექსპერიმენტების არ ეშინია და ფოტოსესიებზე სხვადასხვა თემატიკას მარტივად და შეუდარებლად ირგებს. თაკო ნაცვლიშვილის მოულოდნელი გადაწყვეტილება ნამდვილად მოგეწონებათ. სუპერ-მოდელის ბუნებრივი სილამაზე მის მიერ გამოქვეყნებულ ბავშვობის ფოტოებზეც კარგად ჩანს. აღსანიშნავია, რომ თაკოს ულამაზესი დედმამიშვილები ჰყავს. პოპულარული ოჯახი ოთხ შვილს ზრდის. ერთ-ერთი ქალიშვილი თაკოსთან და დედასთან - ნინო ცქიტიშვილთან ერთად ფოტოსესიებზე ხშირად პოზირებს. სავარაუდოდ, თაკოს უმცროსი და დედის და დის კვალს მიჰყვება. თაკო ნაცვლიშვილის საუცხოო გარეგნობა უამრავი ადამიანის მზერას იპყრობს. მან მოკლე დროში სახელი გაითქვა და ახლა თაკოს დედოფალს ადარებენ.

3192
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2214)
ავადმყოფი კლინიკაში

„თუ ასეთი სიმპტომები გაქვთ, აუცილებლად უნდა მოხვდეთ საავადმყოფოში“ - ექიმი

33
(განახლებულია 12:29 20.10.2020)
სოციალურ ქსელში ექიმი სოფო ბერიძე იმ სიმპტომებსა და დაავადებებზე წერს, რა შემთხვევაშიც პაციენტი კლინიკაში აუცილებლად უნდა მოხვდეს

თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის ფონზე, სოციალურ ქსელში ექიმ სოფო ბერიძის მიმართვა ვრცელდება, სადაც ჩამოთვლილია ის ჯგუფები, რომლებსაც დადასტურებული დაავადების დროს, ყოველგვარი სიმპტომების გარეშეც კი, ესაჭიროებათ საავადმყოფოში მკურნალობა.

ექიმი წერს, რომ თუ სიმპტოპებიანი პაციენტი 60 წლისმ ან მეტი ასაკისაა, აქვს შაქრიანი დიაბეტი, მკვეთრად გამოხატული სიმსუქნე, თირკმლის ქრონიკული დაავადება (თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ჰემოდიალიზი), ღვიძლის ქრონიკული დაავადება (ციროზი, ჰეპატიტი და ა.შ.), გულის ქრონიკული დაავადება (გულის იშემიური დაავადება, გადატანილი ინფარქტი სტენტირება, შუნტირება, გულის უკმარისობა), ფილტვის ქრონიკული დაავადება (ასთმა, ფქოდი), არის ე.წ. იმუნოკომპრომიტებული პირი, რაც ნიშნავს, რომ აქვს სუსტი იმუნიტეტი სხვადასხვა მიზეზის გამო – უხშირესად ეს მიზეზებია: ონკოლოგიური დაავადება, ჰორმონების ხანგრძლივი მოხმარება, ქიმიოთერაპია, აივი, შიდისი, თამბაქოს მოხმარება და სხვა, აუცილებლად უნდა მოთავსდეს კლინიკაში.

ასევე საავადმყოფოში დაუყოვნებელი მოთავსება ესაჭიროება ყველა პირს, რომელსაც აღენიშნება: ძლიერი ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში ან მკვეთრად გაძნელებული სუნთქვა; ჰემოფტიზი (სისხლიანი ხველა); სახის, ან ტუჩების ციანოზი(სილურჯე); შემცივნება ფერმკრთალი ნამიანი ან აჭრელებული კანის ფონზე; სინკოპე (გულის წასვლა); მწვავე კონფუზია(მწვავედ განვითარებული დაბნეულობა, დროსა და სივრცეში გაურკვევლობა); ძილიანობა და შეფხიზლების გაძნელება; შარდის გამოყოფის შემცირება ან არარსებობა.

„თუ მიეკუთვნებით ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე ჯგუფს, გამოიყენეთ ყველა შესაძლო ბერკეტი საავადმყოფოში დროულად მოსახვედრად! გახსოვდეთ – კარგი გამოსავალი პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოხვდებით კლინიკაში – იქ ექიმები ყველაფერს გააკეთებენ თქვენს გადასარჩენად“, - წერს ექიმი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1194-ით გაიზარდა და 19857-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 8666 ადამიანი, გარდაიცვალა – 158, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2862 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1420 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

33
თემები:
COVID-19 საქართველოში
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო კოვიდ–კლინიკად გადაკეთდა

20
(განახლებულია 12:27 20.10.2020)
საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის დევი ტაბიძის განცხადებით, კლინიკა დღეიდან ცხელების სიმპტომების მქონე  არცერთ პაციენტს აღარ მოემსახურება.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის  ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა -„რესპუბლიკური საავადმყოფო“  20 ოქტომბრიდან მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“. 

ქვეყანაში სექტემბრის დასაწყისიდან  ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესდა. ინფიცირებულთა დღეღამურმა მაჩვენებელმა უკვე ოთხნიშნა ციფრს მიაღწია. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა 1194-ით გაიზარდა, აქედან თბილისში ინფიცირების 425 შემთხვევა დაფიქსირდა.

საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის დევი ტაბიძის განცხადებით, კლინიკა დღეიდან ცხელების სიმპტომების მქონე  არცერთ პაციენტს აღარ მოემსახურება.

„რესპუბლიკური საავადმყოფო მთლიანად დაიცალა და კვლავ კოვიდ–ცენტრად გადავკეთდით.  მივიღებთ მხოლოდ ინფიცირებულ პაციენტებს და მათი მკურნალობის მხრივ, ალბათ, უფრო ქმედითი ღონისძიებები გატარდება. მსუბუქი სიმპტომების პაციენტების მკურნალობა კოვიდ–სასტუმროებშიც შესაძლებელია. კლინიკებს კი უნდა მიეცეთ საშუალება, იმუშაონ  საშუალო და მძიმე პაციენტებთან“, – განაცხადა ტაბიძემ.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 19857-ს მიაღწია,  სულ გამოჯანმრთელდა 8666 ადამიანი, გარდაიცვალა – 158, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2862 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1420 ადამიანი იმყოფება.

 

20
თემები:
COVID-19 საქართველოში
თვითმფრინავი

ნათია თურნავა: რეგულარულ ფრენები ეტაპობრივად აღდგება

0
(განახლებულია 12:48 20.10.2020)
ავიაკომპანიები როდიდან და კვირაში რამდენჯერ განახორიცელებენ რეისებს, მათ ფინანსურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. საქართველო ევროპის ქვეყნებთან რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენას ეტაპობრივად დაიწყებს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

თურნავას თქმით, უკვე გამოიცა მთავრობის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს ნოემბრის თვეში რეგულარული რეისების ეტაპობრივი გახსნის რეჟიმს.

„ტრადიციული მიმართულებები, როგორებიცაა მიუნხენი, პარიზი, რიგა, აქ ჩვენ შევთავაზეთ იმ კომპანიებს, რომლებიც ემსახურებიან ამ მიმართულებებს, გაზარდონ სიხშირეები, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ მიმართულებებს, მაგალითად, ამსტერდამი, ვენა, ვარშავა, ათენი, ვოლნიუსი, დორტმუნდი, კატოვიცე, მილანი - ამ მიმართულებით რეგულარული ფრენები შესაძლებელი იქნება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც აქამდე ასრულებდნენ რეისებს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

რაც შეეხება იმას, თუ როდიდან და რამდენჯერ იფრენენ კვირაში ავიაკომპანიები, თურნავას თქმით, ეს დამოკიდებულია თვითონ ავიაკომპანიების ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგან ბევრ მათგანს რთული პერიოდი უდგას.

საქართველოში ჩამომსვლელთათვის კარანტინის წესები შეიცვლება>>

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელებისთვის საზღვრები ჩაკეტა და, იშვიათი შემთხვევების გარდა, შეწყვიტა ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით. რეგულარულ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვები საქართველოს ხელისუფლებამ 1 ნოემბრამდე გააგრძელა. შეზღუდვები არ ეხება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებს, რომლებიც ხორციელდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და მიუნხენის, პარიზისა და რიგის აეროპორტებს შორის. ოქტომბრის დასაწყისში რეგულარული რეისები ქუთაისიდან რიგის მიმართულებით განაახლა ასევე Wizzair-მა.

0
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში