გიორგი გახარია ტყიბულელებს ახალ „შრომის კოდექსზე“ ესაუბრა

© Sputnik / STRINGERგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ცვლილებები შრომის კოდექსში, რომელიც შრომის პირობების უსაფრთხოებას დამატებით უზრუნველყოფს, პარლამენტში მეორე მოსმენით უკვე განიხილება

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ეკონომიკა და წარმოება უნდა იყოს მომგებიანი, ამასთან ერთად უნდა იყოს დაცული შრომის უსაფრთხოების ელემენტარული წესები, რაც განსაკუთრებით აქტუალურია მეშახტეების ქალაქ ტყიბულისთვის, რომელმაც ბევრი ტრაგედია გადაიტანა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა COVID-19-ის პერიოდში ბიზნესის დახმარებას გააგრძელებს

ამის შესახებ მან ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბეჟან წაქაძის წარდგენისას ტყიბულში განაცხადა.

„ჩვენ ბევრი ტრაგედია გვაქვს აქ გადატანილი, ყველას ერთად... ის ბალანსი, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ, როგორც ეკონომიკური განვითარების, ასევე მშრომელი ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, სულ უფრო და უფრო მაღალ ხარისხში ავა. არანაირ ბიზნესს, არანაირ შემოსავალს არ ექნება ფასი, თუ ადამიანის უსაფრთხოების ელემენტარული პირობები არ დავიცავით... ეს არის ის მინიმალური პირობები, რაზეც უნდა შევთანხმდეთ, რაც, რა თქმა უნდა, არ გვაძლევს გარანტიას, რომ ერთ წუთში, ან ერთ დღეში ყველაფერი გამოსწორდება და უმაღლეს ევროპულ დონეზე იქნება, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ ტყიბული, როგორც ინდუსტრიული ქალაქი, როგორც მაღაროელების ქალაქი, ამ მიმართულებით ნელ-ნელა ნაბიჯი უნდა გადავდგათ“,- განაცხადა პრემიერმა.

გახარიას თქმით, სამუშაო ადგილების დეფიციტი განსაკუთრებით იგრძნობა ტყიბულში და ეს მთავრობისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა.

„ნებისმიერი ეკონომიკური რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ძირითად მიზნად ისახავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. განსაკუთრებით დღეს არის ეს პრობლემური, როდესაც ჩვენ, ყველანი ერთად, ჯერ პანდემიის კრიზისში ვართ და შემდეგ უკვე ეკონომიკური კრიზისიც დაგვეწია. საქართველო, სხვებთან შედარებით, ერთ-ერთი საუკეთესო პოზიციებით შევა ეკონომიკური აღდგენის ფაზაში და ეს, ჩვენ, ყველამ ერთად უნდა გავიაზროთ და ამისთვის, ერთობლივად უნდა ვიშრომოთ“, - განაცხადა მან.

პრემიერმა ყურადღება გაამახვილა სისტემური ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ  არ უნდა იყოს განსხვავება, ადამიანი ცხოვრობს თბილისში, ბათუმში, ტყიბულში, თერჯოლაში, ზუგდიდში, თუ სხვაგან. მისი თქმით, სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციები და სერვისები ყველგან ერთნაირი უნდა იყოს და მთავრობა ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისათვის, რომ ყველასათვის თანაბარი პირობები შეიქმნას.

ყველა ახალი ამბავი
0