ტესტირება კორონავირუსზე

ახალციხეში გარდაცვლილის შვილს Covid-19 დაუდასტურდა: სამძიმარზე ათეულობით პირი იმყოფებოდა

171
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 196-ით გაიზარდა და 3502-ს მიაღწია

თბილისი, 20 სექტემბერი - Sputnik. ახალციხეში გარდაცვლილი ქალის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, სპეციალისტები კი სამძიმარზე მისული 150-ზე მეტი ადამიანის კონტაქტებს სწავლობენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქე მშობლის დასაფლავებაზე სომხეთიდან 13 სექტემბერს ჩამოვიდა. მისი კორონავირუსით ინფიცირების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც საქართველოს საზღვარი დატოვა და სომხეთში დაბრუნდა. სავარაუდოდ, მას COVID–19 სომხეთის საზღვარზე აღებული ტესტის მიხედვით დაუდასტურდა.

ახალციხეში დაკეტილია რამდენიმე დაწესებულება, მოქალაქეები კარანტინში არიან გადაყვანილები, მათ შორის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და პარტიის ერთი წევრი.

გავრცელებული ინფორმაციით, რესტორანი, სადაც ქელეხის სუფრა გაშალეს, 2 ათასი ლარით დააჯარიმეს, დაკეტილია სილამაზის სალონიც, სადაც ინფიცირებული სტუმრად იმყოფებოდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 196-ით გაიზარდა და 3502-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას კი 13 ადამიანი შეემატა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1494 ადამიანი. გარდაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

 

171
თემები:
COVID-19 საქართველოში (2228)

საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში დეზინფექცია ჩატარდა - ვიდეო

126
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების ოპერატიულ ცენტრში კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით დეზინფექცია ჩატარდა. როგორ მიმდინარეობდა პროცედურა - იხილეთ ვიდეოში

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა 1 731-მდე იმატა. გარდაიცვალა 15 პაციენტი.

ოფიციალური ვებგვერდის StopCov მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში დღემდე 33 858 შემთხვევა გამოვლინდა.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ-კლინიკები დატოვა 2 197-მა პაციენტმა, პანდემიის დაწყებიდან განიკურნა 14 829 პაციენტი, გარდაიცვალა 253.

126
არჩევნებზე - როგორც ომში!

არჩევნებზე როგორც ომში!

52
(განახლებულია 21:11 28.10.2020)
შაბათს საპარლამენტო არჩევნები კორონავირუსის პანდემიის ფონზე ჩატარდება. COVID-19-ის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოების შესაბამის ზომებს მიიღებენ.
არჩევნებზე - როგორც ომში!

არჩევნებზე ამომრჩევლები აუცილებლად უნდა მივიდნენ პირბადით. საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები და დამკვირვებლები ასევე გამოიყენებენ პირბადეებს.

52
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 29 ოქტომბერს

0
(განახლებულია 09:04 29.10.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0103 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2345 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0103 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 29 ოქტომბერს
0
თემები:
ლარის კურსი დღეს