კახა კალაძე და ანუკი არეშიძე შვილებთან ერთად

ასეთი კახა კალაძე არავის ახსოვს - თბილისის ულტრამოდური მერის თინეიჯერობის ფოტო გაგაოცებთ

195
(განახლებულია 17:12 19.09.2020)
კახა კალაძისა და მისი სპორტსმენი მეგობრების შავ-თეთრი ფოტო. როგორ გამოიყურებოდა თბილისის ყველაზე მოდური პოლიტიკოსი 90-იანებში? ფოტო კახა კალაძის არქივიდან

რთული დასაჯერებელია, მაგრამ ფოტოს ცენტრში მდგომი ახალგაზრდა მამაკაცი კახა კალაძეა. თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული მერი ძველი კახასგან რადიკალურად განსხვავდება. ამბობენ, რომ მის გარეგნობასა და იმიჯზე ანუკი არეშიძე აქტიურად ზრუნავს. განსაკუთრებით კი კალაძის მეუღლის გემოვნების გავლენა კალაძის ჩაცმულობას ბოლო პერიოდში დაეტყო. წყვილი ერთ სტილში შექმნილი სამოსით ხშირად ჩნდება. ამის ამსახველ ფოტოსურათებს კახა ან ანუკი საკუთარ გვერდზე აქვეყნებენ.

View this post on Instagram

❤️

A post shared by Kakha Kaladze (@kakhakaladze) on

კახა კალაძე აღნიშნულ ფოტოზე ორ საუკეთესო მეგობართან ერთად პოზირებს. წლების წინ გადაღებულ სურათზე კალაძეს მარცხენა მხარს ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი უმშვენებს. ახლა მაჟორიტარი კობიაშვილი პარლამენტის სესიებს ესწრება, ხოლო 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე კენჭს კვლავ კანდიდატის სახით იყრის. ლევან კობიაშვილი პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია.

კალაძეების ოჯახზე საუბარი და მათი ოჯახის წევრების განხილვა არასდროს წყდება. კახა კალაძე საზოგადოებამ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობამდე სპორტით გაიცნო. თბილისის მერს კახა კალაძეს და ცნობილ დიზაინერს ანუკი არეშიძეს ქორწინების 12 წლის იუბილე აქვთ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა „ინსტაგრამის“ ხელმომწერებს რომანტიკული ფოტოთი ამცნო. შარშან ამ დროს წყვილმა ქორწინება ეკლესიურადაც დააკანონა და გრემში ჯვარი დაიწერა. წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო და მათ 2013 წელს იქორწინეს. ოჯახში პატარა ნიკოლას გარდა, რომელიც 2018 წლის შემოდგომაზე დაიბადა, კიდევ სამი ბიჭი იზრდება – 12 წლის ლევანი, 7 წლის კახაბერი და 5 წლის ვაჩე.

195
თემები:
კალაძე - „ოცნების“ მერი (38)

გვარამია ზუგდიდში მძევლების აყვანაზე: ჩვენ ყველაფერი ვიცით და ინფორმაციას გავასაჯაროვებით

30
„მთავარის“ გენდირექტორის თქმით, სამართალდამცავმა ორგანოებმა თავდასხმი შესახებ მათგან გაიგეს და სწორედ შსს–ს თხოვნით ტელეკომპანიის ჟურნაალისტებმა დეტალებზე საჯაროდ არ ისაუბრეს

 

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელსაც გუშინ დაუკავშირდა პირი, რომელმაც მძევლები აიყვანა, ამტკიცებს, რომ ფლობს ინფორმაციას „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის საქმეზე და დეტალებს მოგვიანებით გამოაქვეყნებს. 

21 ოქტომბერს, შეიარაღებული პირი  „საქართველოს ბანკის“ ერთ–ერთ ფილიალში შეიჭრა და 40–ზე მეტი ადამიანი მძევლაად აიყვანა.  ბოროტმოქმედი  ხელისუფლებისგან ნახევარ მილიონ დოლარს, ვერტმფრენს ან მანქანას, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

მძევლები გათავისუფლების სპეცოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, მძევლების გათავისუფლება სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ავთანდილ გალდავას დამსახურებით მოხდა, რომელიც ბოლო ეტაპზე მძევლებს ჩაენაცვლა. მოგვიანებით, ავთანდილ გალდავამ და სამმა მძევალმა თავდამსხმელთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ამ დროისთვის ყველა მძევალი გათავისუფლებულია, ბოროტმოქმედზე კი ძებნაა გამოცხადებული.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას, სწორედ მას დაუკავშირდა ბოროტმოქმედი  ერთ–ერთი მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას მეშვეობით ჯერ სოციალურ ქსელში, შემდეგ კი პირდაპირ ეთერში და საკუთარი მოთხოვნები წამოაყენა.

 „ყველაფერი ვიცით: ვინ, სად, რა და როდის. დღეს მთელი დღეა ვთანამშრომლობთ პოლიციასთან, ჩვენგან გაიგეს ყველაფერი, ისინი საერთოდ არაფრის აზრზე არ იყვნენ. ვიცით როგორ მიმდინარეობს ეს ყველაფერი ამ მომენტი. დღეს, პოლიციის თხოვნითამ ყველაფერზე საჯაროდ არ ვისაუბრეთ. ანგარიში გავუწიეთ საჯარო ინტერესს. ხვალ აუცილებლად ყველაფერს გავასაჯაროებთ და იმედია, მადლობას თუ არ გადაგვიხდის, ბოდიშს მაინც მოგვიხდის საქართველოს ხელისუფლება“, – დაწერა გვარამია საკუთარ Facebook–გვერდზე. 

მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რომელიც საპარლამენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე მოხდა, ქვეყანაში დანაშაულის პოლიტიკურ ქვეტექსტზე დაიწყო საუბარი. მაგალითად, ზუგდიდში, შემთხვევის ადგილზე  „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა გამოჩნდა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ მძევლებს ჩაანაცვლებდა. გარდა ამისა, რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლება ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების გაუარესებაში დაადანაშაულეს.

მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოში“ ოპოზიციის განცხადებებს პოლიტიკური მოროდიორობა უწოდეს. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნისა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის თქმით, გარკვეული ოპოზიციური ძალები  ზუგდიდში განვითარებული მოვლენებით პოლიტიკური ქულების ჩაწერას შეეცადნენ. მან ასევე შემაშფოთებელი და დანაშაულებრივი უწოდა მედიის ქმედებას, რომელმაც ბოროტმოქმედს საკუთარი მოთხოვნების გასაჟღერებლად პირდაპირი ეთერი დაუთმეს.

ამასთან, სოციალურ ქსელში გაჩნდა  ზემოთდასახელებული მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან გადაღებული ფოტოები, რაც საზოგადოებაში მითქმა–მოთქმის საგანი გახდა.

30
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა
სპეცოპერაცია ზუგდიდში

რა ხდება ზუგდიდში „საქართველოს ბანკთან“, სადაც მძევლები აიყვანეს

41
(განახლებულია 11:57 22.10.2020)
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა სამი მძევალი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, თავად კი მიიმალა

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ–ერთი ფილიალის შენობაში, სადაც გუშინ შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა, საგამოძიებო ღონისძიებები დასრულდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. 

მედიის წარმომადგენლებსა და გადამღებ ჯგუფებს ბანკის შენობასთან მისვლის საშუალება მხოლოდ დღეს დილით მიეცათ. გუშინ ტერიტორია სპეციალური ლენტით იყო შემოსაზღვრული. გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

ამ დროისთვის ბანკის ფილიალი კლიენტებისთვის დაკეტილია. მათ მხოლოდ  შენობის შესასვლევთან განთავსებული ბანკომატითა და სწრაფი გადახდის აპარატებით  სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ.  ცენტრალური კარი დალუქულია.

21 ოქტომბერს, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ–ერთ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. შეიარაღებულმა პირმა ბანკში მძევლები აიყვანა. იგი ხელისუფლებისგან ნახევარ მილიონ დოლარს, ვერტმფრენს ან მძევლებთან ერთად მანქანით გასვლას ითხოვდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

შსს: ყველა მძევალი გათავისუფლებულია>>>

შსს–ს ცნობით, შეიარაღებულ პირს მძევლად 43 ადამიანი ჰყავდა აყვანილი. უწყების ინფორმაციით, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, მძევლების გათავისუფლება სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ავთანდილ გალდავას დამსახურებით მოხდა, რომელიც ბოლო ეტაპზე მძევლებს ჩაენაცვლა. მოგვიანებით, ავთანდილ გალდავამ და სამმა მძევალმა თავდამსხმელთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. საბოლოოდ ყველა მძევლის გათავისუფლება დილისთვის გახდა შესაძლებელი.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა მძევლები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, თავად კი მიიმალა. მასზე ძებნაა გამოცხადებული.

41
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა
რაგბი. საქართველო–შოტლანდიის დაპირისპირება

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია - ბორჯღალოსნები შოტლანდიას დანაკლისით ხვდებიან

11
გუნდის თავკაცის, ლევან მაისაშვილის თქმით, თუ უთამაშებლობამ თავი არ იჩინა, კარგი და საინტერესო თამაში გამოგვივა

თბილისი, 22 ოქტომბერი Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრების შემადგენლობა 23 ოქტომბერს „მარიფილდზე“ შოტლანდიის ნაკრებთან გასამართი ტესტ-მატჩისთვის ცნობილია. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

23–კაციან განაცხადში მოხვდა დებიუტანტი ლექსო ყაულაშვილი. ასევე დაბრუნდა ჯაბა ბრეგვაძე, რომელსაც 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ეროვნული ნაკრების მაისურით არ უთამაშია.

ბორჯღალოსნებს ტრავმების გამო რამდენიმე მორაგბე დააკლდებათ - ბექა გიგაშვილი, ლევან ჩილაჩავა, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ცუცქირიძე, ვანო კარგაძე და ლაშა ხმალაძე.

დანაკლისსა და შემადგენლობაზე ბორჯღალოსანთა თავკაცმა, ლევან მაისაშვილმა ისაუბრა.

„თუ არ ჩავთვლით ტრავმირებულ მოთამაშეებს, ოპტიმალური შემადგენლობა შევარჩიეთ. არ ვაპირებ ჩემი მორაგბეების რისკის ქვეშ დაყენებას“, - განაცხადა ლევან მაისაშვილმა.

მაისაშვილმა ნაკრების დებიუტანტ ლექსო ყაულაშვილზეც ისაუბრა. მისი თქმით, ლექსო კარგ ფორმაშია და გუნდის მზადების პროცესშიც კარგად ჩაერთო.

„გვყავს მობილური და სწრაფი მესამე ხაზი, თუ უთამაშებლობამ თავი არ იჩინა, კარგი და საინტერესო თამაში გამოგვივა“, - აღნიშნა მაისაშვილმა.

ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა კომენტარი რუსეთთან გადადებულ შეხვედრაზეც გააკეთა. მისი თქმით, ნაკრები მხოლოდ შოტლანდიასთან მატჩზეა კონცენტრირებული და რუსეთთან შეხვედრის გადადებას შემადგენლობის შერჩევაზე გავლენა არ ჰქონია.

შეგახსენებთ, 23 ოქტომბერს თბილისის დროით 22:30 საათზე ბორჯღალოსნები შოტლანდიის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.

ქართველ მორაგბეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ>>

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მიზეზების გამო 2020 წელს დაგეგმილი რაგბის სანაკრებო მატჩები, მათ შორის საქართველო-რუსეთის შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

11
თემები:
სპორტის ამბები