Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ბედნიერებასთან სულ რაღაც 2 თვე და 14 დღე მაშორებს“:თამო ვაშალომიძე პაუზის შემდეგ გამოჩნდა

© photo: Tamo Tamo Vashalomidze / FBთამო ვაშალომიძე
თამო ვაშალომიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სექსუალური ფოტომოდელი და Instagram-ის გამორჩეული ბლოგერი თამო ვაშალომიძე ორსულადაა და ნახევრად შიშველი პოზირებს. მშობიარობამდე 2 თვის ადრე სამახსოვრო ფოტოებს იღებს და თაყვანისმცემლებს უზიარებს. როგორ გამოიყურება ხანგრძლივი პაუზის შემდეგ წონაში მომატებული ფოტომოდელი?

ქალიშვილის გაჩენის შემდეგ ერთ-ერთი ქართველი სექს-სიმბოლო სატელევიზიო სივრციდან თითქმის გაუჩინარდა. ბევრი მითქმა-მოთქმის შემდეგ საჯაროდ თავად განაცხადა, რომ შეყვარებულია და სოციალური აქტიურობისა თუ სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობისთვის აღარ სცალია. თამო ვაშალომიძე სულ მალე დედა მეორედ გახდება. მან მეორე შვილის სქესი რამდენიმე კვირის წინ გაამხილა, რამაც მორიგი დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ახლა კი ვაჟთან შესახვედრად წუთებსა და წამებს ითვლის. „სულ რაღაც 2 თვე და 14 დღე მაშორებს ბედნიერებასთან... შეგრძნებები და ემოციები შეუცვლელი,“- წერს საკუთარ გვერდზე სექსუალური „სელებრითი“.

თაყვანისმცემლებმა შეამჩნიეს, რომ მის გვერდზე ეროტიკული ხასიათის სურათებმა იკლო, ხოლო ოჯახურმა იდილიამ იმატა. თამო ვაშალომიძის ახალი პარტნიორი აკა სამხარაძეა. ის ბიზნესმენია, რომელიც სამედიცინო სფეროში საქმიანობს. თამო ვაშალომიძის განცხადებით, ისინი ერთ წელზე მეტია რაც ერთმანეთს ხვდებიან. ეს ერთი ნახვით შეყვარებას ჰგავს. ფოტომოდელის განმარტებით, ბიზნესმენი მას საჩუქრებითა და ულევი ყურადღებით ანებივრებს, რის გამოც მათი ურთიერთობა უფრო და უფრო მყარდება. როგორც ჩანს, პატარა სოფია მამინაცვალს გულგრილს არ ტოვებს. თამოს სოციალური ქსელებიდან ირკვევა, რომ მამინაცვალი და თამოს ქალიშვილი ერთად დროს ხშირად ატარებენ.

View this post on Instagram

😍

A post shared by Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze) on

ორი თვის წინ თამო ვაშალომიძემ სოციალური ქსელის მეშვეობით მორიგი გამოკითხვა მოაწყო. გამოცდილი და მომავალი დედიკოები მისი მეორე შვილის სქესის ამოსაცნობად ძალებს არ იშურებდნენ. თამო ვაშალომიძის ერთგული „ფოლოვერების“ გამოკითხულთა უმეტესობამ გადაწყვიტა, რომ მალე ის მეორე ნახევარს ვაჟს აჩუქებს. ცნობილი ფოტომოდელის და „ინფლუენსერის“ გულშემატკივრები არ შეცდნენ. გამოკითხვის შემდეგ ვაშალომიძემ ცისფერი ბუშტებითა და ულამაზესი ლურჯი ყვავილებით მორთულ კაბაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც უკანა ბანერზე წარწერა IT’S A BOY ამშვენებდა. რამდენიმე საათში ფოტოსურათმა 13 ათასზე მეტი მოწონება და უამრავი მილოცვა დაიმსახურა. მათ შორის ცნობილი ქართველებიც იყვნენ.

სკანდალური ფოტოსესიები, თოქ-შოუებში ინტიმურ თემებზე ხმამაღლა საუბარი, გამომწვევი ჩაცმულობა და ინტრიგებით აღსავსე პირადი ცხოვრება – ეს თამო ვაშალომიძის პოპულარობის გზა და მეთოდებია, რომელიც დროებითმა პაუზამ და ვაჟზე ფეხმძიმობამ ჩაანაცვლა.

ყველა ახალი ამბავი
0