ბათუმის სამშობიარო სახლში 17 კოვიდინფიცირებული ორსული იმყოფება

გამოწერა
სამშობიარო მხოლოდ კოვიდინფიცირებულ ორსულებს იღებს. სამშობიარო სახლის დირექტორის, ნუგზარ პაპავას თქმით, კლინიკაში კორონავირუსის სამკურნალოდ ყველა პირობაა შექმნილი

თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. ბათუმის სამშობიარო სახლში კოვიდინფიცირებულ ორსულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

კლინიკაში აცხადებენ, რომ ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და პროცესი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე გვყავს 17 კოვიდინფიცირებული პაციენტი. მათ შორის ორი არის 38 კვირის ფეხმძიმე. საკეისრო კვეთა არ იგეგმება, სავარაუდოდ, ფიზიოლოგიურად იმშობიარებენ. ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ძირითადად, დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. პაციენტები თავს კარგად გრძნობენ. იმყოფებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, - განაცხადა სამშობიარო სახლის დირექტორმა, ნუგზარ პაპავამ.
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა უმრავლესობა უსიმპტომოა ან მსუბუქი სიმძიმისაა

აღსანიშნავია, რომ სამშობიარო 14 სექტემბრიდან მხოლოდ კოვიდინფიცირებულ ორსულებს იღებს. პაპავას თქმით, კლინიკაში კორონავირუსის სამკურნალოდ ყველა პირობაა შექმნილი. კლინიკაში მოწყობილია იზოლირებული ბლოკები. ჯამში კი კლინიკას 22 პაციენტის მიღება შეუძლია.

COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების უმრავლესობა კვლავ აჭარაზე მოდის, 187 დადასტურებული შემთხვევიდან რეგიონში დღეს 116 შემთხვევა გამოვლინდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 3306-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას 46 ადამიანი შეემატა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1481 ადამიანი. გარდაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0