საკლასო ოთახი

ჭიათურელ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

92
(განახლებულია 12:40 18.09.2020)
საქართველოს ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სწავლა არა დისტანციურად, არამედ საკლასო ოთახებში დაიწყო. ახლა ეპიდემიოლოგები ჭიათურის სკოლის მოსწავლის კონტაქტებს ადგენენ, რომელსაც თავისი თანაკლასელების დაინფიცირება შეეძლო

თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. ჭიათურაში კორონავირუსი ერთ–ერთი სკოლის 17 წლის მოსწავლეს დაუდგინდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

ეპიდემიოლოგები ამჟამად მოსწავლის კონტაქტებს ადგენენ. არსებული ინფორმაციით, გოგონა ორი კვირის წინ ბათუმში იმყოფებოდა. მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორონავირუსის პანდემიის გამო სასწავლო წელი ქვეყნის დიდ ქალაქებში 15 სექტემბერს დისტანციურ რეჟიმში აღდგა. სკოლის მერხებს მოსწავლეები 1 ოქტომბერს დაუბრუნდებიან.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობაა 3119. პანდემიის დაწყებიდან სულ გამოჯანმრთელდა 1435 ოაციენტი, გარდაიცვალა – 19.

92
თემები:
COVID-19 საქართველოში (2174)
ტესტი კორონავირუსზე

კორონავირუსი კიდევ ერთ ცნობილ ქართველ პოლიტიკოსს დაუდასტურდა

12
პარლამენტის დეპუტატი ქუთაისში თვითიზოლაციის პირობებში მკურნალობს. ასევე ინფიცირებულია ოთარ კახიძის მეუღლეც.

თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრს, ოთარ კახიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას დეპუტატი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.

ოთარ კახიძე
ოთარ კახიძე

კახიძის თქმით, მას ხველა, სიცხე და სახსრების ტკივილი აღენიშნება. ის ქუთაისში თვითიზოლაციის პირობებში მკურნალობს.

დეპუტატის ინფორმაციით, ვირუსი მის მეუღლესაც დაუდასტურდა.

„მოკლედ, კოვიდინფიცირებულებს მე და ნანუკაც შევუერთდით. ვირუსის კვალობაზე თავს ნორმალურად ვგრძნობთ. ატარეთ პირბადე და გაუფრთხილდით თქვენ გარშემო მყოფებს. ამ ვირუსს მალე მოვერევით“, - წერს კახიძე.

ოთარ კახიძის თქმით, მისი გუნდი ქუთაისში საარჩევნო კამპანიას ჯანდაცვის რეკომენდაციებით გააგრძელებს.

შეგახსენებთ, ოთარ კახიძე ქუთაისში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1 941-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 26 503-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 10163 ადამიანი, გარდაიცვალა – 193, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4180, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3571 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1848 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

12
თემები:
COVID-19 საქართველოში (2174)
თეონა კონტრიძე

„იდეალური დილაა, როდესაც...“-თეონა კონტრიძე ქმართან ერთად საწოლში ინტიმურ ვიდეოს აქვეყნებს

15
(განახლებულია 18:07 23.10.2020)
„შემოდგომის მშვიდი დილაა“- ასე იწყება თეონა კონტრიძის Insta-ვიდეო. მომღერალი მეუღლესთან ერთად დილის რუტინას „ფოლოვერებს“ უზიარებს

თეონა თავისუფლად უკრავს ფორტეპიანოზე, დრამზე, სოლო და ბას-გიტარებზე. რუსულ ტაბლოიდებთან თეონა ჰყვება, რომ შვილებს მთელი დღის მანძილზე ვერ ხედავს, მხოლოდ ღამით, ძილის წინ ხვდებიან ერთმანეთს. უცხო გარეგნობის მქონე და-ძმა გადატვირთული გრაფიკით იზრდება, ისინი მუსიკალურ ნიჭს უკვე ავლენენ. ამას თეონას მიერ გაზიარებული ფოტოებიც ადასტურებს. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა, ოჯახი გაერთიანდა და დიდი ოჯახის ყველა წევრმა სახლში მოიყარა თავი.

ახლა თეონას დილა რეპეტიციების მაგივრად, მეუღლის გვერდით იწყება. წყვილი ერთად ნებივრობს და ამაში ხელს არავინ უშლის. „შემოდგომის მშვიდი დილა და იდეალურია დილა, როდესაც მანიკიური ადგილზე გაქვს...“- აღნიშნავს თეონა.

თეონას მეუღლეს საქართველო განსაკუთრებულად უყვარს და შვილებთან ერთად ქართულის შესწავლას წლების წინ შეუდგა. აღსანიშნავია, რომ შემსრულებლის ქმარი პანდემიამდე მეუღლის სამშობლოს ხშირად სტუმრობდა. მისი ჩოხიანი სურათები სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა. ტრადიციულ ქართულ სამოსში გამოწყობილი მამაკაცი განსაკუთრებულად მომხიბლავად გამოიყურებოდა. „ჩემთვის ზოგადად ქართული ენაა ლამაზი!“ – ამ სიტყვებით პასუხობს ცნობილი შემსრულებლის ქმარი ქართველ ცოლს ძველ ვიდეოზე.

მუსიკალურ ოჯახში გაზრდილი მომღერალი საესტრადო ცხოვრებას ჯერ კიდევ ლეგენდარული „მზიურის“ დროს შეუდგა. მისი ხმის ტემბრით აღფრთოვანებულმა სოსო პავლიაშვილმა სოლო კარიერის დაწყება შესთავაზა. ცნობილია, რომ სოსო პავლიაშვილმა მომავალ არტისტს სიმღერა Just do it აჩუქა. ასე დაიწყო თეონა კონტრიძის დაუვიწყარი მუსიკალური მოგზაურობა.

15
თემები:
სელებრითების ცხოვრება