„ორივე ფილტვის ანთება გვაქვს... ვერაფრით ვმალავ შიშს“- ჟურნალისტი განცხადებას ავრცელებს

გამოწერა
ჟურნალისტ ვიკა ბუკიასა და მისი მეუღლეს, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსის დიაგნოზი 16 სექტემბერს დაუსვეს

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. ჟურნალისტი ვიკა ბუკია მისი და მეუღლის, პოლიტიკოს ლევან გოგიჩაიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ჟურნალისტი წერს, მასაც და მის მეუღლესაც ორივე ფილტვზე ანთება, ხანდახან 39 გრადუსი ტემპერატურა აქვთ.

„მაფრთხილებდნენ, რომ ეს მოსალოდნელი იყო, მიუხედავად ამისა, ძალიან გამიჭირდა ამ რეალობის მიღება. პანიკას მაინც არ ავყვები. ვერაფრით ვერ ვმალავ შიშს. 39 რომ ვუყურებ თერმომეტრზე. და თან რატომღაც დარწმუნებული ვიყავი ამსიგრძე გოგოს ვერაფრით ვერ დამაგდებდა ეს ვირუსი“, - წერს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, ჟურნალისტ ვიკა ბუკიასა და მისი მეუღლეს, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსის დიაგნოზი 16 სექტემბერს დაუსვეს.

თბილისის მერია - Sputnik საქართველო
თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 182-ით გაიზარდა და 3119-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას 13 ადამიანი შეემატა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1435 ადამიანი. გარდაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6633, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0