ლაბორატორია

საბერიოს კლასტერს კიდევ ოთხი დაემატა რა ვითარებაა სამეგრელოში

51
(განახლებულია 12:28 18.09.2020)
ამ ეტაპზე რუხის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 60 პაციენტი მკურნალობს – რეგიონში აქტიურად ხორციელდება მოსახლეობის ტესტირება

თბილისი, 18  სექტემბერი – Sputnik.  ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აღებული 691 ნიმუშიდან ცხრა პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი. 

სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას განცხადებით, ინფიცირებულთაგან ოთხი გალის რაიონის სოფელ საბერიოს კლასტერს მიეკუთვნება, ერთი კი აფხაზეთიდან გადმოყვანილი პირია – ისინი საკარანტინე სივრცეში იყვნენ მოთავსებული.

მისი თქმით, დანარჩენი ოთხი ახალი შემთხვევა ფოთში დაფიქსირდა, მათგან ერთი გუშინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, სამი კი, ერთი ოჯახის წევრი. ოთხივე მათგანი ბათუმის კლასტერს უკავშირდება.

ამ ეტაპზე რუხის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 60 პაციენტი მკურნალობს.

ქვეყანაში ბოლო დღე–ღამეში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 3119–ს მიაღწია.  სულ გამოჯანმრთელდა 1435 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6633, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

51
თემები:
COVID-19 საქართველოში (2225)
დისტანციური სწავლება

პროექტი „ქართული ხელოვნების მოღვაწეები“ დისტანციურ ფორმატში ჩატარდება

10
(განახლებულია 15:07 28.10.2020)
პროექტის მიზანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კულტურის კომპონენტის გაძლიერება და მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებაა

თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. პროექტი „ქართული ხელოვნების მოღვაწეები საქართველოს მოსწავლეებისთვის“ 29 ოქტომბრიდან დისტანციურ ფორმატში ჩატარდება. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოში ახალი საგანმანათლებლო პროექტი „ისტორია–კინო–ისტორია“ დაიწყო>>

„ქართული ხელოვნების მოღვაწეები საქართველოს მოსწავლეებისთვის“ უწყების პროექტის „ხელოვნება სკოლაში“ ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კულტურის კომპონენტის გაძლიერება, ასევე მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება.

პროექტი „ხელოვნება სკოლაში“, რომელიც 2019 წელს დაიწყო, კულტურის სამ მნიშვნელოვან სფეროს აერთიანებს და შემდეგ პროგრამებს მოიცავს: „სკოლა მუზეუმში“, „სკოლა თეატრში“ და „კინო სკოლაში“.

პროექტის ფარგლებში ყოველ ხუთშაბათს, 14:00 საათზე ყველა სკოლის მოსწავლესა და მასწავლებელს შეეძლება დისტანციურად მოუსმინოს სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს. ასევე გაეცნოს მათ შემოქმედებას და დაუსვას შეკითხვები.

პირველი შეხვედრა კინორეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილთან 29 ოქტომბერს 14:00 საათზე გაიმართება. რეჟისორის მოსმენა შესაძლებელია ბმულზე https://bit.ly/3jGxb8R, რომელიც ხუთშაბათს გააქტიურდება.

მუზეუმები, თეატრები და კინო – ქართველ მოსწავლეებს სიახლეები ელოდებათ>>

პროექტში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ქართველი მწერალი დავით ტურაშვილი, პოეტი დავით მაღრაძე და კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე. გადაცემებს გაუძღვება ხელოვნების ექსპერტი მაია დათუნაშვილი.

10
თემები:
საქართველო და კულტურა
საპროტესტო აქცია სვანეთში

მესტიის მუნიცეპალიტეტში არჩევნების ჩაშლის საფრთხე გაჩნდა?

13
(განახლებულია 15:21 28.10.2020)
მესტიაში, ერთი თვის წინ მარნეულში დაკავებული ოთხი პირის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავენ

თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. პარტია „ქართული ოცნების” წევრის, თემურ შუბითიძის ცემის ბრალდებით დააკავებული ოთხი პირის გათავისუფლებას ითხოვენ დილიდან მესტიაში, სადაც ზუგდიდი-მესტიის ცენტრალური გზა ასამდე ადამიანმა გადაკეტა, იტყობინება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.

საპროტესტო აქცის მონაწილეები შერჩევით სამართალზე საუბრობენ და ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ დაკავებულები სასამართლომ არ გაათავისუფლა, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის ოლქებში არჩევნები არ ჩატარდეს.

თემურ შუბითიძესთან დაკავშირებულ ინციდენტში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს შორისაა მსოფლიო ჩენპიონი კრივში ლაშა გურგულიანი.

Акция протеста в Сванети. Протестующие перекрыли дорогу и требуют освободить задержанных
© Sputnik / STRINGER
საპროტესტო აქცია სვანეთში

„ქართული ოცნების” წევრის თემურ შუბითიძის ცემის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში 4 პირი 30 სექტემბერს დააკავა. შსს-ს ცნობით, სამივე მათგანი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი, 1991 წელს დაბადებული თემურ შუბითიძე მიმდინარე წლის 30 სექტემბერს კუთვნილი ავტომობილით ზემო ფონიჭალა-მარნეულის გზატკეცილზე მოძრაობდა, რა დროსაც მის ავტომანქანას უკანა მხრიდან მიზანმიმართულად შეაჯახეს „ოპელის” მარკის ავტომობილი, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ. მათ თემურ შუბითიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაშავებული თემურ შუბითიძე გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც მას დაუდგინდა სახის ძვლების მრავლობითი ფრაგმენტული მოტეხილობა და ჩაუტარდა გადაუდებელი, სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია”, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ნიკა ლატარია

13
მატარებელი

ხობში სამგზავრო მატარებელი 60 წლამდე ქალს დაეჯახა

0
(განახლებულია 15:55 28.10.2020)
თვითმხილველების თქმით, ქალი ხიდზე გადადიოდა, მატარებლის მემანქანე ხმოვანი სიგნალის მეშვეობით შეეცადა ქალისთვის ენიშნებინა რომ ლიანდაგიდან გადასულიყო, თუმცა ქალმა სიგნალის ხმა ვერ გაიგო.

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში სამგზავრო მატარებელი 60 წლამდე ქალს დაეჯახა, იუწყება  „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი.

შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ქალი ხიდზე გადადიოდა, მატარებლის მემანქანე ხმოვანი სიგნალის მეშვეობით შეეცადა ქალისთვის ენიშნებინა რომ ლიანდაგიდან გადასულიყო, თუმცა ქალმა სიგნალის ხმა ვერ გაიგო.

შემთხვევის შედეგად ქალი მდინარე ხობისწყალში გადავარდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან ექსპერტ-კრიმინალისტები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები – სამძებრო ღონისძიებები მდინარე ხობიწყალში მიმდინარეობს.

ნიკა ლატარია

 

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში