გერმანული ნაგაზი

„თავში დაჭრილი ჩემი შვილის ძაღლია, მხოლოდ მის ყეფაზე რეაგირებს“- დაიკარგა გერმანული ნაგაზი

430
(განახლებულია 22:48 18.09.2020)
17 წლის ერეკ­ლე ჩე­კუ­რიშ­ვი­ლს, რო­მე­ლიც 20 წლით უფ­როს­მა მა­მა­კაც­მა ძაღ­ლე­ბის ჩხუ­ბის გამო თა­ვის არე­ში დაჭ­რა, 3 ტყვია ამ დრომ­დე თავ­ში აქვს ჩარ­ჩე­ნი­ლი და ის კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. სოციალურ ქსელში გერმანული ნაგაზის დაკარგვასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცელდება.

ირკვევა, რომ ძაღლის პატრონი ცოტა ხნის წინ სწორედ მის გამო დაჭრეს და ავადმყოფი მხოლოდ ამ ძაღლის ყეფაზე რეაგირებს.

როგორც მეპატრონე წერს, 5 წლის ნაგაზს დექსტერი ჰქვია, ყელზე ჯაჭვი აქვს და გრძელი საბმელი, ნეიროდერმიტის დაავადება აქვს და თუ ვინმე მას სახლში წაიყვანს, ნერვიულობის ფონზე საკვებს არ მიეკარება და მოკვდება.

„მე როგორც დედა ყველას გთხოვთ, დააბრუნეთ ერეკლეს ძაღლი!“, - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინო ჩეკურიშვილი.

17 წლის ერეკ­ლე ჩე­კუ­რიშ­ვი­ლს, რო­მე­ლიც 20 წლით უფ­როს­მა მა­მა­კაც­მა ძაღ­ლე­ბის ჩხუ­ბის გამო თა­ვის არე­ში დაჭ­რა, 3 ტყვია ამ დრომ­დე თავ­ში აქვს ჩარ­ჩე­ნი­ლი და ის კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

რო­გორც მო­ზარ­დის დედა ნინო ჩე­კუ­რიშ­ვი­ლი აცხა­დებს, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ­მა 37 წლის დი­მიტ­რი როს­ტო­მაშ­ვილ­მა და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ სრო­ლის მო­მენ­ტში ამ­ფე­ტა­მი­ნის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და.

430
ლაბორატორია

დღის სტატისტიკა: კორონავირუსის ბოლო შემთხვევები რეგიონების მიხედვით

17
(განახლებულია 13:50 22.10.2020)
ბოლო დღე-ღამეში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევებიდან ყველაზე მეტი- 563 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში რეკორდულად – 1595-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 22803-ს მიაღწია, ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 563 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ.

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში>>

ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევებიდან 389 აჭარაში, ხოლო 335 იმერეთში დაფიქსირდა.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, ქვემო ქართლში დაფიქსირდა 77 შემთხვევა, შიდა ქართლში 69, გურიაში 53, სამეგრელო-ზემო სვანეთში 42, მცხეთა-მთიანეთში 26, სამცხე-ჯავახეთში 24, ხოლო კახეთში 17. რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში გასულ დღე–ღამეში ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 178-მდე გაიზარდა.

სიჭინავას განცხადებით, სულ საავადმყოფოებში ამ დროისთვის მკურნალობს 3 155 ადამიანი. ამჟამად მძიმე პაციენტია 381, მათ შორის თბილისში - 190, აჭარაში - 79. აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 77 პირი, მათ შორის თბილისში - 48, აჭარაში - 12.

COVID-19-ის ანტირეკორდების გამო ევროკავშირი საგანგებო სამიტს იწვევს

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9401 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4408, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3155 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1848 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

17
თემები:
COVID-19 საქართველოში
ევა ბარბაქაძე

ევა ბარბაქაძის ახალი ტატუ - შორენა ბეგაშვილის გოგონამ მკლავი მოიხატა

103
(განახლებულია 11:54 22.10.2020)
ევა ბარბაქაძე მსახიობს პატარა ასაკში შეეძინა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შორენა ეკრანზე არ ჩანდა. პოპულარობა დედა-შვილის ცხოვრებაში დიდი მუშაობისა და ძალისხმევის შედეგად მოვიდა

მსახიობისა და ტელეწამყვანის შორენა ბეგაშვილის გოგონამ ტატუს გაკეთება გადაწყვიტა. ევაბ პროცესის ამსახველი ფოტო, სადაც ტატუმასტერი მას მკლავს უხატავს, „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ განათავსა. ტატუების სიყვარულით მისი დედაც გამოირჩევა.

ევა ბარბაქაძე მსახიობს პატარა ასაკში შეეძინა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შორენა ეკრანზე არ ჩანდა. პოპულარობა დედა-შვილის ცხოვრებაში დიდი მუშაობისა და ძალისხმევის შედეგად მოვიდა. ყველამ იცის, რომ შორენა რუსთავში გაჭირვებულად ცხოვრობდა.

View this post on Instagram

A post shared by ევა🧚🏽‍♀️ (@_evvabarbaqadze_) on

ახლა მთელი ქვეყანა ევას და შორენას სილამაზეზე საუბრობს. შორენამ ახალი გადაცემა წამოიწყო. „შორენას ეფექტი“ - ასე ჰქვია მის თოქშოუს, რომელიც ამ კვირაში გავა ეთერში. მსახიობი და ტელეწამყვანი სხვადასხვა პრობლემის მქონე გოგონებს საკუთარი თავის ახლებურად აღმოჩენაში დაეხმარება.

View this post on Instagram

👑✨

A post shared by ევა🧚🏽‍♀️ (@_evvabarbaqadze_) on

ბოლო პერიოდის მანძილზე დედა-შვილს სულ უფრო და უფრო ხშირად ადარებენ. ფაქტი სახეზეა – სილამაზით ევა დედას არ ჩამოუვარდება. მიუხედავად იმისა, რომ ევა ბარბაქაძე ფოტოსესიებში მონაწილეობს და ხშირად მაკიაჟით ჩანს, მისი ბუნებრივი სილამაზის ნახვა ევას ოფიციალურ გვერდზეა შესაძლებელი. მსახიობის ქალიშვილმა Instagram-ის გვერდი სულ ახლახან შექმნა, მაგრამ მას უკვე 87 ათასზე მეტი „ფოლოვერი“ ჰყავს.

View this post on Instagram

☀️

A post shared by ევა🧚🏽‍♀️ (@_evvabarbaqadze_) on

დედასთან შედარებით თამამი ფოტოებით არ გამოირჩევა. ფაქტია, ევა დღითი დღე მეტად მშვენიერი ხდება. თაყვანისმცემლები ამბობენ, რომ ეშხითა და მომხიბლავი გარეგნობით სექსუალური დედაც კი დაჩრდილა.

103
თემები:
სელებრითების ცხოვრება