კარლსრიხის ეკლესია

საქართველოს მოქალაქე სტუდენტები ავსტრიაში გამგზავრებას შეძლებენ: რატომ დაუშვეს გამონაკლისი

218
(განახლებულია 17:23 17.09.2020)
ავსტრიაში საქართველოს საელჩო მადლობას უხდის ავსტრიულ მხარეს თანამშრომლობისა და აღნიშნული პრობლემის გადაჭრაში დახმარებისთვის.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. სტუდენტები, რომლებიც ავსტრიის უნივერსიტეტებში არიან ჩარიცხული, გამონაკლისის სახით შეძლებენ ამ ქვეყანაში გამგზავრებას და სტუდენტურ ვიზაზე განაცხადის ადგილზე გაკეთებას, ნათქვამია ავსტრიაში საქართველოს საელჩოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დეტალური ინფორმაციის გაცნობას სტუდენტები შეძლებენ ბმულზე: https://www.bmeia.gv.at/oeb-baku/

საელჩოს განმარტებით, სტუდენტებს ავსტრიის ტერიტორიაზე შესვლის დროს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ავსტრიის უნივერსიტეტიდან ნებართვა (Studienzulassung) და PCR–ტესტის პასუხი, რომელიც გაცემული უნდა იყო არაუგვიანეს 72 საათისა.

ავსტრიაში საქართველოს საელჩო მადლობას უხდის ავსტრიულ მხარეს თანამშრომლობისა და აღნიშნული პრობლემის გადაჭრაში დახმარებისთვის.

218
თემები:
COVID-19 საქართველოში (1737)
ლელა წურწუმია

„ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ, აღმოვაჩინე, რომ ხმა დავკარგე“ - ლელა წურწუმიას უცნობი ისტორია

12
(განახლებულია 17:15 18.09.2020)
ქართველი მოკაშკაშე ვარსკვლავი და ყველასათვის საყვარელი პოპ-დივა წლიდან წლამდე არ იცვლება. ლელა წურწუმიამ კარიერა 90-იანებში დაიწყო

თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. მომღერალმა ლელა წურწუმიამ საკუთარ გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ მაყურებელს ხმასთან დაკავშირებით, უცნობი ისტორია გაუმხილა.

მომღერლის თქმით, იყო პერიოდი, როდესაც ხმა დაკარგა და ამას ძალიან განიცდიდა, სოლო კონცერტიც კი ჩაატარა იმის ფონზე, რომ კულისებში ექიმი ელოდებოდა და წამალს ასმევდა, თუმცა გარისკა, ოპერაცია გაიკეთა თურქეთში და ორ თვეში ხმაც დაუბრუნდა.

View this post on Instagram

#წამიყვანესიყვარულთან @nestansinjikashvili ❤️

A post shared by Lela Tsurtsumia (@lelatsurtsumia_official_page) on

ელეგანტური, ეშხიანი, განსაკუთრებული ტემბრისა და ხმის მქონე მომღერალი წლებია პოპულარობას არ კარგავს. უშუქობაში დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტია. მისი შემოქმედება ლელა წურწუმიას ქალიშვილის თანატოლებმაც კი ზეპირად იციან და ყოველ სოლო კონცერტს დიდი ინტერესით ელოდებიან.

საქართველოში ერთადერთი ქალი შემსრულებელია, რომელმაც სოლო-კარიერის მანძილზე 12 ალბომი გამოუშვა. ბნელი 90-იანების დასაწყისში დაწყებული ბრწყინვალე კარიერა დღემდე წარმატებით მიმდინარეობს.

12
თემები:
სელებრითების ცხოვრება
რუხის მრავალპროფილური კლინიკა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

9
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა დღეს 187-ით გაიზარდა და 3306-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას 46 ადამიანი შეემატა.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გატესტილი 649 ნიმუშიდან კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

ექვსიდან ოთხი შემთხვევა  სოფელ საბერიოს კლასტერს, ერთი  - სენაკის კონტაქტებს უკავშირდება. მეექვსე შემთხვევა დაუდასტურდა პირს, რომელიც ბათუმიდანაა და რეგიონში დროებით იმყოფება.

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განაცხადა, ტარდება ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა ფოთშიც. ფოთში სულ გაიტესტა 97 ადამიანი. რაც შეეხება საკარანტინო სივრცეში განთავსებულ მოქალაქეებს, რეგიონის მასშტაბით კარანტინში სულ 139 მოქალაქე იმყოფება.

მისივე თქმით, ინფიცირებულები მკურნალობას რუხის მულტიპროფილურ საავადმყოფოში აგრძელებენ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა დღეს 187-ით გაიზარდა და 3306-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას 46 ადამიანი შეემატა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1481 ადამიანი. გარდაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა უმრავლესობა უსიმპტომოა ან მსუბუქი სიმძიმისაა >>

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

9
თემები:
COVID-19 საქართველოში (1737)