საქართველოში მსუბუქი ფორმით ინფიცირებულებს სახლის პირობებში უმკურნალებენ

© press-service of Moscow City Hall / გადასვლა მედიაბანკშიპალატა
პალატა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, კორონავირუსის მართვისა და მკურნალობის პროგრამაში 31 კლინიკის ჩართვა იგეგმება.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტო მსუბუქი ფორმით ინფიცირებულთა სახლის პირობებში მკურნალობის საკითხს განიხილავს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხს“ განუცხადა, ყველა ოჯახის ექიმს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სახლში მკურნალობასთან დაკავშირებით ტრენინგი უკვე გავლილი აქვს. ბინაზე მართვის პროტოკოლი ჯანდაცვის სამინისტრომ ჯერ კიდევ თებერვალ-მარტში მოამზადა. 

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: ჩემი შვილიშვილები ფიქრობენ, რომ მე არ ვუშვებ სკოლაში

„ყველა ოჯახის ექიმმა სწავლების ერთი ციკლი გაიარა. თუ საჭიროება დადგა, მათ იციან, როგორ შეაფასონ პაციენტი ბინაზე, შეაფასონ მდგომარეობის სიმძიმე, აუცილებლობის შემთხვევაში გადაიყვანონ ჰოსპიტალში... რაც შეეხება რესურსებს, დღეიდან უკვე მეტად ბინაზე ორიენტირებული მოდელის ადაპტირებაზე ვფიქრობთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, კორონავირუსის მართვისა და მკურნალობის პროგრამაში 31 კლინიკის ჩართვა იგეგმება.

„ჩვენ პროგრამაში 31 კლინიკის ჩართვას ვგეგმავთ. აქამდე, ზაფხულის პერიოდში აქტიურად 12 კლინიკა მონაწილეობდა. ამ კლინიკებში საკმარისი კლინიკური გამოცდილება დაგროვდა. კორონავირუსით ინფიცირებულთათვის 3 200 საწოლის მობილიზებას ვგეგმავთ. დღეისათვის ჩვენს განკარგულებაში 2 400 საწოლია. ასევე ხდება სხვა კომპონენტების გათვალისწინება, რაც მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორის მზადყოფნისთვის. მათ შორისაა პირადი დაცვის საშუალებები, რასაც კლინიკები უკვე თავად ყიდულობენ. სამინისტროს დღეს აქვს მხოლოდ სტრატეგიული მარაგი და ლოჯისტიკის ნაწილში პრობლემები უკვე აღარ არსებობს“, – განაცხადა გაბუნიამ.

როგორც მან აღნიშნა, ასევე მიდის მუშაობა მსუბუქი პაციენტების კლინიკებიდან სასტუმროებში გადაყვანის შესახებ. გასულ კვირაში ამ მიზნებისთვის უკვე მომზადდა რამდენიმე სასტუმრო. ამჟამად სასტუმროებში 300-ზე მეტი საწოლია მობილიზებული.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 196-ით გაიზარდა და 2758-ს მიაღწია.

ყველა ახალი ამბავი
0