Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ასე მგონია, ნუცა დაბრუნდა...“ – მაია ასათიანი გულისამაჩუყებელ ფოტოს აქვეყნებს

© Facebook / Tokshow profiliმაია ასათიანი
მაია ასათიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირად ცხოვრებაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მაია ასათიანმა ახალი ცხოვრება დაიწყო. ნახეთ რა ფოტოს აქვეყნებს ტელეწამყვანი.

მაია ასათიანი „ინსტაგრამზე“ ირმა კუსიანის ნახატს აქვეყნებს, სადაც ის გარდაცვლილ შვილთან ერთადაა დახატული. ტელეწამყვანი წერს, რომ ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს ნუცა დაბრუნდა.

View this post on Instagram

ასე მგონია,ნუცა დაბრუნდა🦋

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

რამდენიმე წლის წინ მთელი ქვეყანა დაადუმა მაია ასათიანის ოჯახის ტრაგედიამ. ცნობილმა ჟურნალისტმა ქალიშვილს საფრანგეთის კლინიკაში მიაკითხა, მაგრამ ექიმებმა გოგონას გადარჩენა ვერ მოახერხეს. ნუცა ტელეწამყვანის ერთადერთი შვილი იყო. მშვენიერი და ყველასათვის საყვარელი ნუცა მაია ასათიანს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. ნუცა 2017 წლის 23 თებერვალს საფრანგეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჟურნალისტის ქალიშვილს მე­ნინ­გო­კო­კუ­რი ინ­ფექ­ცი­ა დაუდგინეს.

View this post on Instagram

happy birthday to me🦋whith nutsa makhviladze✌🏻

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

მას შემდეგ, რაც ცნობილმა ტელეწამყვანმა შვილი დაკარგა, რამდენიმე თვე ტელეეკრანებიდან გაქრა, თუმცა შემდეგ დაბრუნდა და ახალი ცხოვრება დაიწყო. მისი თქმით, ტრაგედიის გადატანაში ნუცას ძაღლი, ჰასკი „დუდი“ დაეხმარა.

View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

პოპულარული ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს. მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ. მათ შორის არიან მაიას დედა, ნახევარდები და მამინაცვალი, რომლებიც მას გვერდიდან არ შორდებიან.

View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

როგორც ოჯახის წევრებს შეეფერებათ, მაიას დებთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს. უმცროსი და ვერონიკა მაიას ჰგავს, გოგონები ერთად ხშირად მოგზაურობენ მიუხედავად იმისა, რომ მაიას ბოლო პერიოდის მანძილზე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენა აღარ ხიბლავს.

View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

მისი სოციალური ქსელის ვიდეოების უმეტესობა სახლშია გადაღებული. კადრებზე ჰარმონიული ხედი, ბუნება, მისი უსაყვარლესი ძაღლები და კატა დომინირებს. მაიამ სიმშვიდე საკუთარ თავთან განმარტოებაში იპოვა, თუმცა ოჯახის წევრებს უფრო და უფრო დაუახლოვდა.

ყველა ახალი ამბავი
0