ბრალდებული

ფიქსირდება თუ არა COVID-19 პენიტენციურ დაწესებულებებში

154
(განახლებულია 20:25 15.09.2020)
ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის 2562 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1381 ადამიანი.

თბილისი, 15 სექტემბერი - Sputnik. დღეის მდგომარეობით, პენიტენციურ დაწესებულებების თანამშრომლებსა და იქ მყოფ  პატიმრებს შორის კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, დღეს ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოს N8 (გლდანის) პენიტენციურ დაწესებულებაში ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ბრალდებულების სასამართლო პროცესზე მიყვანა დაგვიანდა.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე. აღსანიშნავია, რომ პენიტენციური სისტემის ყველა თანამშრომელი ორ კვირაში ერთხელ PCR-ტესტირებას გადის, რაც სხვა პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად სისტემის კოვიდ ვირუსისგან დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ამასთან, სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის 2562 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1381 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6633, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

154
თემები:
COVID-19 საქართველოში (1781)
ტესტირება

აჭარა კვლავ „წითელი ზონაა“ ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით

26
(განახლებულია 12:05 23.09.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 227-ით გაიზარდა და 4140-ს მიაღწია.

თბილისი, 23  სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევიდან 165  აჭარას უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან.   

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, მაჩვენებლები ასეთია: 34 – თბილისი, 4 – რუსთავი, 14  – იმერეთი, აქედან ორი შემთხვევა დაფიქსირდა თერჯოლაში, 4 – გურია (ერთი ლანჩხუთში, სამი ოზურგეთში), 2 – ზუგდიდი და 1 – დუშეთი.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში სულ 32 პაციენტი მკურნალობს, მათგან მძიმე სამი  პაციენტია.

დღეს საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზით ერთი პაციენტი გარდაიცვალა, 70 წლის მამაკაცი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მას ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა, ახალ ნაოპერაციევი იყო და თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა – ორმხრივი პნევმონია, გულოზური ემფიზემა, ანემია, მარჯვენა ფილტვის ქვედაწილოვანი თრომბოემბოლია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 227-ით გაიზარდა და 4140-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1643 ადამიანი, გარდაიცვალა – 24.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

26
თემები:
COVID-19 საქართველოში (1781)
შოთა არველაძე

შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

62
(განახლებულია 12:40 23.09.2020)
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო

თბილისი, 23 სექტემბერი  — Sputnik. ცნობილ ფეხბურთელს შოთა არველაძეს, რომელიც ტაშკენტის საფეხბურთო კლუბ „ფახთაკორის“ მთავარი მწვრთნელია, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას უზბეკური გამოცემა Tribuna.uz-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, არველაძე გუნდს აზიის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაზე, რომელიც 23 სექტემბერს „ფახთაკორსა“ და „შადრი ჰუდრუს“ შორის უნდა გაიმართოს, ვერ უხელმძღვანელებს.

მედიის ინფორმაციით, შოთა არველაძე იზოლაციაშია გადაყვანილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

62
თემები:
COVID-19 საქართველოში (1781)
პატრული

ფონიჭალაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს

0
(განახლებულია 12:19 23.09.2020)
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნარკორეალიზატორებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

 

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით ფონიჭალის დასახლებაში  11 ნარკორეალიზატორი დააკავეს, იუწყება შინგან საქმეთა სამინისტრო. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“,  თანხა და მობილური ტელეფონები ამოიღო.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში  დაკავებულებს  8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილით, მე-5 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

0
თემები:
ნარკოდანაშაული საქართველოში