სკოლა გარდაბანში

საქართველოს რამდენ სკოლაში დაირეკა დღეს ზარი

82
(განახლებულია 18:48 15.09.2020)
მერხებს დღეს ყველა ვერ მიუჯდა – ძალიან ბევრს და, მათ შორის პირველკლასელებს, ადგილის დაკავება კომპიუტერთან მოუწია.

თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. სასწავლო პროცესი კლასებში ქვეყნის 2085 საჯარო და 220 კერძო სკოლიდან მხოლოდ 1577-ში დაიწყო, დანარჩენები დისტანციურ რეჟიმში შეუდგნენ სასწავლო პროცესს, იუწყება საქართველოს განათლების სამინისტროს პრეს-სამსახური.

უწყების ინფორმაციით, ყველა სკოლა უზრუნველყოფილია პირბადეებით, დეზობარიერებით, სადეზინფექციო სითხეებითა და თერმოსკრინინგის აპარატებით. სკოლები ასევე აღჭურვილია სახელმძღვანელოებითა და კომპიუტერებით პირველკლასელებისთვის.

რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, 600 ათასზე მეტი მოსწავლისა და დაახლოებით 55 ათასი პედაგოგისთვის უკვე გააქტიურებულია სპეციალური პროფილები და მათ შეუძლიათ სარგებლობა Microsoft office 365-ის პლატფორმებით, რომელიც მოიცავს Microsoft TEAMS, OneNote-ს და სხვ.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლებმა (EMIS) სახელმწიფო სკოლების ყველა კლასისთვის პროგრამაში TEAMS შექმნეს ვირტუალური საკლასო ოთახები და პედაგოგებს სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებაში ეხმარებიან.

საქართველოში პანდემიის დროს დისტანციური სწავლების კუთხით განხორციელებულ პროექტებს საერთაშორისო პარტნიორებმა წარმატებული მაგალითი უწოდეს, ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში. კერძოდ, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) 2020 წლის ანგარიშში საქართველოს გამოცდილებას ამ მიმართულებით საუკეთესო მაგალითი უწოდა. საქართველოს მოქმედებებს დისტანციური სწავლების თვალსაზრისით ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტზე მაღალი შეფასება მისცა კორპორაცია Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტმა ენტონი სალსიტომაც.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სასწავლო დაწესებულებაში სწავლა 2 მარტს შეწყდა. გაკვეთილები დისტანციურად ტარდებოდა. სასწავლო წელი ქვეყანაში 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდემიური ვითარების გაუარესების გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, რვა ქალაქის – თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ქობულეთის, ფოთის, რუსთავის, ზუგდიდის, გორის, ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლის სკოლებში სწავლა ორი კვირის განმავლობაში, 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება.

82
თემები:
განათლება საქართველოში (357)
ბაზრობა

როდის განახლდება სავაჭრო ცენტრების, სკოლებისა და ტრანსპორტის მუშაობა სამ დიდ ქალაქში

35
(განახლებულია 13:37 22.01.2021)
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხუთ დიდ ქალაქში 1 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. სამ დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები მუშაობას 1 თებერვლიდან განაახლებენ, განაცხადა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე.

ამასთან, ყველა ქალაქში, მათ შორის თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში ღია და დახურული ტიპის ბაზრობები მუშაობას 15 თებერვლიდან განაახლებენ.

თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა 1 მარტიდან იგეგმება, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე სკოლები 1 თებერვლიდან განაახლებენ ფუნქციონირებას.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხუთ დიდ ქალაქში – ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება.

ასევე ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში თებერვლის განმავლობაში შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს ტრანსპორტი, ხოლო კვების ობიექტები და მაღაზიები დისტანციურად გააგრძელებენ მუშაობას.

ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვა გადაადგილებაზე 21:00 სააათიდან 05:00 საათამდე 1 მარტამდე ძალაში რჩება.

35
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
ბათუმი

1 თებერვლიდან ხუთ ქალაქში ტრანსპორტის, სკოლებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა განახლდება

93
(განახლებულია 13:41 22.01.2021)
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ხუთ დიდ ქალაქში – ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში  1 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება,

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ხუთ დიდ ქალაქში – ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება, განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

ამასთან, აღნიშნულ ქალაქებში საბავშვო ბაღების, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების საქმიანობის განახლება 1 მარტიდან იგეგმება, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული, აღნიშნა ცქიტიშვილმა.

1 მარტამდე ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში ღამის საათებში – 21:00 საათიდან 05:00 საათამდე – გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება. გარდა ამისა, ხუთივე ქალაქში, სადაც ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, მობილობის შემცირების მიზნით, არ იმუშავებს ტრანსპორტი, მაღაზიები და კვების ობიექტები.

როგორც ვიცე–პრემიერმა აღნიშნა, აჭარაში 1 თებერვლიდან შესაძლებელი იქნება რესტორნებისა და ღია კაფეების გახსნა. თუმცა, დიდი ქორწილებისა და ხალხმრავალი ღონისძიებების გამართვა კვლავ იკრძალება.

 

1 მარტამდე ძალაში რჩება საერთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაზე აკრძალვა.

 

93