შორენა ბეგაშვილი

შორენა ბეგაშვილმა საყვარელი მამაკაცის სახე გამოაჩინა მოდელი რომანტიკულ ფოტოს აქვეყნებს

119561
(განახლებულია 16:26 15.09.2020)
შორენა ბეგაშვილმა საყვარელი მამაკაცის სახე გამოაჩინა. ნახეთ ვინ არის სკანდალური მოდელის რჩეული. ფოტომ სოციალურ ქსელში ვნებათაღელვა გამოიწვია.

რამდენიმე თვეა, რაც შორენა ბეგაშვილი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს ოფიციალურად დაშორდა, თუმცა საზოგადოებამ ვერც ის გაიგო, როდის დაქორწინდა წყვილი. ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო მანამ, სანამ შორენამ იუსტიციის სახლიდან განქორწინების მოწმობის ფოტო არ გამოაქვეყნა. მაშინ არავინ იცოდა წყვილის დაშორების მიზეზი, თუმცა ამბობდნენ, რომ შორენა ე.წ. კანონიერ ქურდზე, თურქეთში მცხოვრებ ლაშა ბარათელზე იყო შეყვარებული, რომელიც ჯერ კიდევ ქორწინებაში მყოფ ფოტომოდელს ძვირადღირებულ საჩუქრებს უგზავნიდა.

View this post on Instagram

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

გამოცემა „პრაიმ კრაიმის“ მიერ 2018 წელს გამოქვეყნებულ „კანონიერი ქურდების“ რეიტინგში, მათი ამჟამინდელი გავლენების, წარსული გამოცდილების, სამომავლო პერსპექტივისა და პრესის დაინტერესების გათვალისწინებით, ათ ყველაზე რეიტინგულ „კანონიერ ქურდს“ შორის ერთ-ერთი სწორედ ლაშა ბარათელია.

არსებული ინფორმაციით, ლაშა ბარათელი, იგივე „ჭია" 1989 წლის 11 ივლისს სოხუმში დაიბადა. ის ჯანგველაძე-ონიანის კლანის წარმომადგენელია, რომელსაც ასევე მჭიდრო კავშირი ჰქონდა 2016 წელს სტამბულში მოკლულ როვშან ჯანიევთან. სწორედ ამ უკანასკნელმა „აკურთხა“ ქურდად 2014 წელს ლაშა ბარათელი. ამ კლანის სახელს უკავშირდება „დედ ჰასანის“ მკვლელობა, რის გამოც ლაშა ბარათელზე შურისძიება არაერთხელ სცადეს, ისევე, როგორც ამ კლანის სხვა „კანონიერ ქურდებზე“.

View this post on Instagram

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

2016 წლის ზაფხულში ბარათელი რუსეთში დააკავეს და მისი საქართველოში დეპორტაცია მოხდა, თუმცა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ „კანონიერ ქურდს“ სამართალდამცველები არ დახვედრიან. ის მხოლოდ მომდევნო დღეებში ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან დააკავეს, საიდანაც კვლავ რუსეთში დაბრუნებას ცდილობდა.

გამომდინარე იქიდან, რომ მას საქართველოს ტერიტორიაზე ქმედითი დანაშაულის ჩადენა ვერ დაუმტკიცეს და ამასთანავე ბარათელი ოფიციალურად საქართველოს მოქალაქე არ არის, სამართალდამცველებს მისი გათავისუფლება მოუწიათ. „კანონიერ ქურდს“ ქვეყნის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს და, გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად თურქეთში ცხოვრობს. ბარათელი, მიუხედავად მანძილისა, საყვარელი ქალისთვის ძვირადღირებული საჩუქრებისა და სიურპრიზების კეთებას არ წყვეტს.

View this post on Instagram

🖤

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

უკანასკნელი სურათების ლოკაციად ესპანეთია დაფიქსირებული. როგორც ჩანს, წყვილი ერთი თვის წინ ესპანეთში ერთად ისვენებდა, თუმცა ამ დრომდე ბეგაშვილი მამაკაცთან ერთად გადაღებულ ფოტოებში მის სახეს არ აჩენდა, ახლა კი ბარათელთან ერთად გამოქვეყნებულმა ფოტომ სოციალური ქსელის მომხმარებლები დააბნია. როგორც კომენტარებიდან ირკვევა, არავინ ელოდა, რომ შორენა სოციალურ ქსელში მათ ერთობლივ ფოტოს დადებდა.

119561
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2105)
სტეფანე მღებრიშვილი

„მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალთან“- სტეფანე მღებრიშვილი მაკა ასათიანთან ერთად გამოჩნდა

25
(განახლებულია 13:21 23.09.2020)
ცნობილი დიზაინერი მაკა ასათიანი თბილისში სტუმრობისას თინეიჯერობის მეგობრებს შეხვდა. როგორ გამოიყურებიან წლების შემდეგ სტეფანე და მაკა?

მსოფლიოს მუსიკალური ინდუსტრია ცნობილი არტისტების ვიზუალითაა დაინტერესებული. ვარსკვლავების უმეტესობა პლატიკურ ქირურგიას დაუფიქრებლად თანხმდება - შედეგიც სახზეა. სელებრითები ბუნებრივ სილამაზეს ხელოვნურ გარეგნობაში ერთი ხელის მოსმით ცვლიან. თუმცა, ქართველ ვარსკვლავებს შორის გამონაკლისებიც არიან. ერთ-ერთია მაკა ასათიანი - ელეგანტური, მუდამ საუცხოოდ გამოწყობილი, რომელზეც ვერავინ იტყვის, რომ ცნობილი ქალბატონი უკვე ბებიაა. ის, სულ ცოტა ხნის წინ სტეფანე მღბრიშვილთან ერთად ერთ-ერთ საღამოზე გამოჩნდა.

მიუხედავად ცხოვრებისეული ტრაგედიებისა, მაკა ასათიანი შინაგან სილამაზეს არ კარგავს. მის მშვენებას დრო ვერ ცვლის, ვერც განვლილი ცხოვრება და ტკივილი. ცნობილია, რომ მაკა ასათიანს წლების წინ ჯერ მამა – კახი ასათიანი მოუკლეს, მოგვიანებით კი საყვარელი კაცი – ცნობილი კალათბურთელი დუდუ დადიანი. მაკას პირადმა ცხოვრებამ და შინაგანმა სამყარომ დიდი გარდატეხა განიცადა. საზოგადოება მის მუდამ შავ ჩაცმულობას სწორედ ცხოვრებისეულ განვლილ ეტაპებს უკავშირებს.

მაკა ასათიანს მერაბ ჟორდანიასგან ორი ვაჟი – კახი და ლევან ჟორდანიები ჰყავს. მათ სიყვარულზე ქალაქში ლეგენდებს ჰყვებოდნენ, მერაბი მაკას ისეთ სიურპრიზებს უწყობდა, ხალხი გაოგნებით ისმენდა და კითხულობდა, მაგრამ მათი ურთიერთობა ხანმოკლე აღმოჩნდა. მოგვიანებით სილამაზის ეტალონი ცოლად კოტე გოგელიამ მოიყვანა. ცნობილია, რომ კოტე გოგელია რუსეთსა და შვეიცარიაში მოღვაწე ბიზნესმენია. წყვილს ერთი ვაჟი – კოსტა გოგელია შეეძინა.

View this post on Instagram

❤️

A post shared by ქართველი სელებრითები (@georgiancelebritiesofficial) on

მაკა ასათიანის სილამაზე ყველაზე გულგრილი ადამიანების აღტაცებასაც კი იწვევს. მისი შარმი, ჩაცმის ევროპული სტილი, ნატიფი სხეული, გამორჩეული მანერები 90-იანი წლების თბილისის განხილვის მთავარი თემა იყო. მიუხედავად ახლანდელი მშვიდი ცხოვრებისა, მასზე საუბარს არ წყვეტენ.

25
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2105)
ნანუკა გოგიჩაიშვილი, ნათია ბანძელაძე, გიორგი გოგიჩაიშვილი და ნინი გოგიჩაიშვილი

ნანუკა და ნინი გოგიჩაიშვილების მოდური ბაბუა - აი ვის ჰგვანან ტოპ-მოდელი დები

77
(განახლებულია 13:04 23.09.2020)
გოგიჩაიშვილების ოჯახის წევრი შეუდარებლად გამოიყურება. მოდელების ბაბუის შთამბეჭდავი „ლუქი“. რა ფოტოს აქვყნებს ნანუკა გოგიჩაიშვილი?

მოკრძალებული ჯვრისწერის შემდეგ, გოგიჩაიშვილების ოჯახი დედაქალაქს დაუბრუნდა. ნანუკა და ნიკოლოზ ნაყოფია ოფიციალურად ცოლ-ქმარნი არიან. წყვილს ალავერდის მონასტერში ჯვრისწერა ვიწრო წრეში ჰქონდა. მათ კახეთში მხოლოდ ნათესავებმა მიაკითხეს. ნანუკამ აღნიშნა, რომ ქორწილი არ იქნება, ბუნებრივია, მიზეზი პანდემიაა.

ნანუკა გოგიჩაიშვილმა მოდური ბაბუის ფოტო სოციალურ ქსელში განათავსა. ხანდაზმული ოჯახის წევრი მოდელის ძაღლს ასეირნებს და შეუდარებლად გამოიყურება.

პოპულარულ ოჯახში რამდენიმე თვის წინ დიდი ტრაგედია დატრიალდა. რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ გიორგი გოგიჩაიშვილის ორგანიზმმა სენს ვერ გაუძლო. მისმა გარდაცვალებამ გული მთელ ქვეყანას დასწყვიტა. მსახიობის კეთილი როლები, ბავშვების უკიდეგანო სიყვარული და გულახდილი ღიმილი ყველას კარგად დაამახსოვრდა. მისი უბოროტო და ყველას მიმართ ყურადღებიანი ხასიათი ბევრისთვის მაგალითად იქცა. გოგიჩას ადამიანები არასდროს დაივიწყებენ, რადგან ის ბავშვობის უდარდელ წლებთანაა დაკავშირებული.

View this post on Instagram

1. #❤️🪐♾

A post shared by Leonard Cohen Was Right (@ninigogicha) on

ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი ივლისში 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. გი­ორ­გი გო­გი­ჩა­იშ­ვილს, ბავ­შვე­ბის­თვის, მისი პა­ტა­რა მა­ყუ­რებ­ლის­თვის კი უბ­რა­ლოდ გო­გი­ჩას 49 წლის ასაკ­ში გან­საც­დე­ლის პე­რი­ო­დი და­უდ­გა. ჯერ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ არხზე გა­და­ცე­მა „ყო­ჩა­ღე­ბის ქუჩა“ და­უ­ხუ­რეს, შემ­დეგ კი სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ჩე­ნილ მძი­მე სენ­თან ბრძო­ლა დას­ჭირ­და. მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი უცხო­ეთ­ში, სტამ­ბუ­ლის კლი­ნი­კა­ში ჩა­უ­ტარ­და. ეს ავად­მყო­ფო­ბა მისი ოჯა­ხის­თვის მოწ­მენ­დილ ცაზე მე­ხის გა­ვარ­დნა­სა­ვით იყო. მკურნალობის შემდეგ ერთი პერიოდი მსახიობი თავს კარგადაც გრძნობდა, თუმცა ბოლო თვეები მდგომარეობა გაუარესდა და ის გარდაიცვალა.

77
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2105)