თერმოსკრინინგი

მეზვრიშვილი: საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება

99
(განახლებულია 19:50 14.09.2020)
საქართველოს მთავრობა ჯერჯერობით თავს იკავებს უკიდურესი ზომების გატარებისგან და მიიჩნევს, რომ სიტუაცია ქვეყანაში სრულად კონტროლდება.

თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში სრული კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ეზუგბაია: გორსა და მატანში მოქალაქეთა დაინფიცირების მიზეზი 100-კაციანი ქორწილი გახდა>>

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 165-ით გაიზარდა და 2392-ს მიაღწია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოჯანმრთელდა 1370 ადამიანი, გარდაიცვალა – 19.

„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრული კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ ვაპირებთ, სრულად აკონტროლებს დღეს მთავრობა სიტუაციას. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა და გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, უნდა გვეკეთოს პირბადე, უნდა დავიცვათ დისტანცია, მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი არასაჭირო თავყრილობებში მონაწილეობისგან.

ეპიდემიური ვითარების გაუარესების გამო დღეიდან საქართველოს ოთხ სოფელში საკონტროლო პუნქტები მოეწყო. კერძოდ, საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა ახმეტის რაიონის სოფელ მატანთან, ჩოხატაურის რაიონის სოფლებთან ზოდი და ჩხაკაურა და გორის რაიონის სოფელ ქიწნისთან.

აჭარაში კორონავირუსი სამ პოლიციელს დაუდგინდა>>

გორისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა დაინფიცირების მიზეზი 5 სექტემბერს გორში ჩატარებული 100-კაციანი ქორწილი გახდა.

99
თემები:
COVID-19 საქართველოში (1738)
ტესტირება კორონავირუსზე

ლაგოდეხში კორონავირუსი ორ მცირეწლოვან ბავშვს დაუდასტურდა

28
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში საველე სამედიცინო კარავი მოეწყო, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ

თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. კახეთის რეგიონში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაუდასტურდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსზე, ნელი ხიზანიშვილზე დაყრდნობით.

ხიზანიშვილის განცხადებით, „კოვიდ-19“ ლაგოდეხში მცხოვრებ მცირეწლოვან ბავშვებს დაუდასტურდათ.

მათი გადაყვანა თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში იგეგმება.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კორონავირუსის გამოვლენის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში საველე სამედიცინო კარავი მოეწყო, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ. ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში 34 ინფიცირებულია.

რეგიონის მასშტაბით მოქმედ სამ საკარანტინო ზონაში 122 ადამიანი რჩება, ხოლო თვითიზოლაციაში კი 171 მოქალაქე.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას მონაცემებით, კახეთის რეგიონში დღეს კორონავირუსის სამი ახალი შემთხევა გამოვლინდა.

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა უმრავლესობა უსიმპტომოა ან მსუბუქი სიმძიმისაა >>

პარასკევს კახეთის რეგიონში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 187-ით გაიზარდა და 3306-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას 46 ადამიანი შეემატა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1481 ადამიანი. გარდაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

28
თემები:
COVID-19 საქართველოში (1738)
ლელა წურწუმია

„ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ, აღმოვაჩინე, რომ ხმა დავკარგე“ - ლელა წურწუმიას უცნობი ისტორია

30
(განახლებულია 17:15 18.09.2020)
ქართველი მოკაშკაშე ვარსკვლავი და ყველასათვის საყვარელი პოპ-დივა წლიდან წლამდე არ იცვლება. ლელა წურწუმიამ კარიერა 90-იანებში დაიწყო

თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. მომღერალმა ლელა წურწუმიამ საკუთარ გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ მაყურებელს ხმასთან დაკავშირებით, უცნობი ისტორია გაუმხილა.

მომღერლის თქმით, იყო პერიოდი, როდესაც ხმა დაკარგა და ამას ძალიან განიცდიდა, სოლო კონცერტიც კი ჩაატარა იმის ფონზე, რომ კულისებში ექიმი ელოდებოდა და წამალს ასმევდა, თუმცა გარისკა, ოპერაცია გაიკეთა თურქეთში და ორ თვეში ხმაც დაუბრუნდა.

View this post on Instagram

#წამიყვანესიყვარულთან @nestansinjikashvili ❤️

A post shared by Lela Tsurtsumia (@lelatsurtsumia_official_page) on

ელეგანტური, ეშხიანი, განსაკუთრებული ტემბრისა და ხმის მქონე მომღერალი წლებია პოპულარობას არ კარგავს. უშუქობაში დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტია. მისი შემოქმედება ლელა წურწუმიას ქალიშვილის თანატოლებმაც კი ზეპირად იციან და ყოველ სოლო კონცერტს დიდი ინტერესით ელოდებიან.

საქართველოში ერთადერთი ქალი შემსრულებელია, რომელმაც სოლო-კარიერის მანძილზე 12 ალბომი გამოუშვა. ბნელი 90-იანების დასაწყისში დაწყებული ბრწყინვალე კარიერა დღემდე წარმატებით მიმდინარეობს.

30
თემები:
სელებრითების ცხოვრება
მეწყერი ონში

ქედაში მეწყერი ჩამოწვა: დატბორილია სახლები, დაზიანებულია გზა

0
ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალის ქედის მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი.

თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. ქედის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ადგილზე საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მეწყერი ჩამოწვა, იუწყება „პირველი არხი“.

ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სავარგულები და წყალი შევიდა საცხოვრებელ სახლებშიც.

მეწყერმა და ღვარცოფმა დააზარალა სოფლები დოლოგანი, ზუნდაგი, ბზუბზუ, ცხემნა, დაბა ქედა და ოქტომბერი.

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალის ქედის მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი.

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ზვარესთან გზის სავალ ნაწილზე მიწის მასის ჩამოშლის შედეგად  მოძრაობა ნახევარი საათით შეწყვეტილი იყო.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, დილიდან მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის მერი, სამაშველო სამსახურები და სალიკვიდაციო შტაბის წევრები.

0
თემები:
უამინდობა საქართველოში