დამწყები ჟურნალისტებისთვის: „მედიააკადემიამ“ უფასო მასტერ-კლასები დაიწყო

© Sputnik / Alexander Imedashviliოპერატორები და ტელეკამერები
ოპერატორები და ტელეკამერები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ათი ვიდეოლექცია საშუალებას იძლევა, ახალგაზრდებმა ბევრი რამ შეიტყონ ჟურნალისტის რთული, მაგრამ საინტერესო პროფესიის შესახებ, მით უფრო, როდესაც გაკვეთილებს ცნობილი პროფესიონალები ატარებენ.

თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. ამბის თხრობა, ინტერვიუსთვის მომზადება, კითხვების მიწოდების მეთოდები, ფოტოგადაღებები, სტუდიაში მუშაობა – „მედიააკადემიამ" პირველი ონლაინ მასტერ-კლასი დაიწყო მათთვის, ვისაც ჟურნალისტიკაში სურს თავისი თავის გამოცდა.

როგორც „მედიააკადემიაში“ აღნიშნავენ, ეს ქართულ მედიასივრცეში ექსკლუზიური პროექტია და ის გათვლილია ჟურნალისტიკით დაინტერესებული პირებისთვის, ვინც ფიქრობს ამ პროფესიაზე, ან, უბრალოდ, სურს გაიგოს, როგორ იქმნება მედიაპროდუქტი.

ბიჭი ტელევიზორს უყურებს - Sputnik საქართველო
დისტანციური სწავლა მოქმედებაში: „ტელესკოლა“ სტარტს 15 სექტემბერს აიღებს

ონლაინ–გაკვეთილები დაინტერესებულ ადამიანებს საშუალებას მისცემს, წარმატებული პროფესიონალებისგან უფასოდ შეისწავლონ ჟურნალისტური საქმიანობა.

თავიანთ მრავალწლიან გამოცდილებასა და ლექციების ექსკლუზიურ კურსებს ახალგაზრდებს გაუზიარებენ ჟურნალისტი ეკა ბერიძე, დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილი, ჟურნალისტი თამთა სანიკიძე, ფოტორეპორტიორი დავით მძინარაშვილი. თითოეული ონლაინ–კურსი ათი ვიდეოლექციისგან შედგება. თითოეული დაახლოებით 10–12 წუთს გრძელდება.

მასტერ-კლასების ვიდეო განთავსებულია YouTube-ზე –

 https://www.youtube.com/channel/UCATu9pm31l8RZTLc9aM8tZg/featured.

ყველა ახალი ამბავი
0