მიიღე დაფინანსება: თბილისის მერია სტუდენტების განცხადებების მიღებას იწყებს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის უნივერსიტეტი
თბილისის უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასური ოქტომბრისთვის ჩაერიცხებათ.

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. 2020–2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დაფინანსების მისაღებად თბილისის მერია სტუდენტების განცხადებების მიღებას იწყებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინიციატივით სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომელთა ოჯახებს 150 ათასზე ნაკლები სოციალური ქულა აქვთ, სახელმწიფო სრულად დაუფარავს 2019–2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისა და 2020–2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურს. 

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
სასწავლებლებს სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასური ოქტომბრისთვის ჩაერიცხებათ

აღნიშნული გადაწყვეტილება ვრცელდება თბილისის მერიის სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ბენეფიციარებზეც, გარდა დოქტორანტურის აკადემიური საფეხურის სოციალურად დაუცველი სტუდენტებისა.

თუმცა, როგორც უწყებაში აცხადებენ, თბილისის მერიის სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება დედაქალაქში რეგისტრირებული დოქტორანტურის აკადემიური საფეხურის სტუდენტიც, რომლის სოციალური ქულა 70 ათასზე ნაკლებია.

2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დაფინანსების მისაღებად დოქტორანტურის აკადემიური საფეხურის სტუდენტმა თბილისის მერიაში 14 სექტემბრიდან 30 ნოემბრის პერიოდში უნდა წარადგინოს გარკვეული დოკუმენტები:

პირადობის მოწმობის ასლი; ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ, წლიური გადასახადის მითითებით; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა); სამოტივაციო წერილი; რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები.

საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასური ოქტომბრისთვის ჩაერიცხებათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0