უფასო ტესტირებების ჩატარება კორონავირუსზე გურიაშიც დაიწყო

© Sputnik / Seyran BaroyanPCR–ტესტირება
PCR–ტესტირება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტესტირება ადგილობრივმა ეპიდემიოლოგებმა დაბა შეკვეთილში საღამოს ხუთი საათიდან „მუსიკოსთა პარკში“ დაიწყეს.

თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. აჭარისა და ქუთაისის შემდეგ მოსახლეობის უფასო ტესტირება კორონავირუსზე გურიაშიც დაიწყო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა შეკვეთილის „მუსიკოსთა პარკში“ სპეციალური კარავი დაიდგა, სადაც უფასო PCR–ტესტირების გაკეთება შეიძლება, იუწყება „პირველი არხი“.

ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გურიაში კორონავირუსი პედაგოგებს დაერია

ადგილზე გურიის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების თანამშრომლები მუშაობენ.

„ვიმყოფებით შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში და სრულიად უფასოდ ვატარებთ მოსახლეობის ტესტირებას კორონავირუსზე. მოსახლეობის გატესტვა 17:00 საათზე დავიწყეთ და 20:00 საათზე დასრულდება“, – განაცხადა გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ.

გურიის რეგიონში, რომელიც ბოლო დრომდე „მწვანე ზონად" ითვლებოდა, კორონავირუსის უკვე 13 შემთხვევაა დაფიქსირებული. პირველი შემთხვევა 4 სექტემბერს დადასტურდა – ინფექცია ჩოხატაურში ახალგაზრდა ქალს დაუდგინდა, რომელიც ბათუმში ისვენებდა.

ყველა ახალი ამბავი
0