ნეკა დოროყაშვილი

ნეკა დოროყაშვილმა საქართველო დატოვა? ნახეთ სად წავიდა ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლე

12254
(განახლებულია 16:03 14.09.2020)
გრანდიოზული დაბადების დღის წვეულების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ საქართველო დატოვა. ნახეთ რა ფოტოებს აქვეყნებს ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელში.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ ნეკა დოროყაშვილმა 29-ე დაბადების დღე გრანდიოზულად, წვეულებით და უამრავი სტუმრით აუზიან სახლში აღნიშნა. როგორც ნეკას „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოქვეყნებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს, ქალმა უამრავი საჩუქარი მიიღო.

ახლა კი მის „სთორებზე“ ჰოლანდიაში, კერძოდ, ამსტერდამში გადაღებული ფოტოები ჭარბობს. როგორც ჩანს, ნეკამ საქართველო დატოვა და ამის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაღებები გახდა. კონკრეტულად რა პროექტზე მუშაობს მოდელი, ჯერჯერობით უცნობია.

ცნობილი სკანდალის შემდეგ ნეკა დოროყაშვილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენისგან თავს იკავებდა, არც სოციალურ ქსელში აქტიურობდა. თუმცა ამჯერად, როგორც ჩანს, ნეკამ გადაწყვიტა საკუთარი ცხოვრების დეტალები სოციალური ქსელის მომხმარებლებს აღარ დაუმალოს.

2020 წლის 21 მაისს ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პარალელურად, დაზარალებულთა დაცვის მიზნით, გამოიცა შემაკავებელი ორდერები (სულ 6 ორდერი) ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი მშობლების მიმართ, რომლებიც მხარეებმა გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

View this post on Instagram

A post shared by 𝐍𝕖Ќ𝐚 (@nekadorokashvili) on

2020 წლის 8 ივნისს, ცხრასაათიანი სასამართლო პროცესის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ ყველა გასაჩივრებული ორდერი ძალაში დატოვა. თავად სპორტსმენი სასამართლომ 100 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ხოლო იძალადა თუ არა მან ყოფილ ცოლზე, ამას სასამართლო განხილვა მომავალში დაადგენს. ნეკა დოროყაშვილის ინტერესებს სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია PHR იცავს.

12254
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2114)
ხელბორკილი

ბაჩალიაშვილის საქმე: პროკურატურამ დავით ფურცხვანიძე დააკავა

7
საქართველოს პროკურატურამ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების ექსპერტიზა უკვე ჩაატარა და ისინი გაყალბებულად ცნო

თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. პოლიციამ  დავით ფურცხვანიძე დააკავა, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატ მიხეილ რამიშვილს თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები გადასცა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში ფოტოების თემა რამდენიმე ექსპერტიზის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ამოტივტივდა. როგორც ოჯახის ადვოკატი აცხადებდა, ე.წ. სატელიტური ფოტოები ადასტურებდა, რომ გოგონას ავტომობილი დანაშაულის ადგილზე მოგვიანებით მიიყვანეს. ექსპერტიზამ კი დაადგინა, რომ ფოტოები გაყალბებული იყო და წყაროს ძიება დაიწყო.

ფურცხვანიძის დაკავების დეტალებზე პროკურატურა ინფორმაციას არ ავრცელებს. ცნობილია მხოლოდ, რომ მიხეილ რამიშვილმა იგი ე.წ. სატელიტური ფოტოების წყაროდ დაასახელა. საქართველოს პროკურატურამ რამიშვილის ტელეფონიდან ამოიღო მონაცემები, რომლებიც ადვოკატისთვის ფოტოების გადაცემას ეხებოდა. 

ფოტოების საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე  „მტკიცებულებების გაყალბებისა“ და „ კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის“ მუხლებით.

23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების საქმეზე ცალკე გამოძიება მიმდინარეობს. პროკურატურაში ამტკიცებდნენ, რომ პარალელური გამოძიება რამიშვილს საადვოკატო პრაქტიკაში ხელს არ შეუშლის.

რამიშვილი და გარდაცვლილის ოჯახი არ ეთანხმებიან გამოძიების ვერსიას შესაძლო სუიციდზე და ცდილობენ დაამტკიცონ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი მოკლულია.

თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს და ძირითადი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა. მათ მიაჩნიათ, რომ ეს მკვლელობა იყო, რომელიც თამარის სამსახურს უკავშირდება, რადგან მას ხელში გარკვეული კომპრომატი ჩაუვარდა.
სკანდალური ფოტოები, რომელთაც პროკურატურამ ყალბი და დამონტაჟებული უწოდა, ადვოკატმა რანიშვილმა პირველად ტელეკომპანია Formula–ს ეთერში სექტემბრის დასაწყისში გაასაჯაროვა.

7
მცხეთის სასამართლო – შაქარაშვილის მკვლელობის საქმე

შაქარაშვილის მკვლელობის საქმე: გაფორმდება თუ არა საპროცესო შეთანხმება

32
(განახლებულია 14:18 25.09.2020)
იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულები ბრალს აღიარებენ, ბრალდების მხარემ შეიძლება საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადოს

თბილისი, 25 სექტემბერი  — Sputnik.  პროკურორი გიორგი მუკმანიანი არ გამორიცხავს 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა ნაწილთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. 

რეზონანსულ საქმეზე 17 პირი გადის, მათ შორის ექვსი არასრულწლოვანია. ნაწილს ბრალი ედება ჯგუფურ ძალადობაში, ნაწილს - დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში.

პროკურორის თქმით, ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება აღიარების სანაცვლოდ  შეიძლება გაფორმდეს.

 „საპროცესო შეთანხმება – მოლაპარაკებების საგანია და მისი აუცილებელი პირობა დანაშაულის აღიარებაა. მოლაპარალებების წარმოების უფლება ბრალდებულს აქვს. შესაბამისად, მათ შეუძლიათ ბრალდების მხარეს მიმართონ და ჩვენ მას განვიხილავთ“, განაცხადა მუკბანიანმა ტელეკომპანია Rustavi 2-ის ეთერში.

19 წლის ფეხბურთელის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის წყალში დაიხრჩო, თუმცა ცხედარზე უამრავი დაზიანებაა, რომელიც სიცოცხლეშია მიყენებული. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა შაქარაშვილი ჯერ სცემეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს.

ამ შემთხვევას წინ უსწრებდა ჩხუბის ორი ეპიზოდი – ერთი მცხეთაში და მეორე თბილისი–მცხეთის გზაზე.

32
თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე