თავისუფალი უნივერსიტეტი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სტუდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

140
საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2227-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1369 ადამიანი.

თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. „თავისუფალი უნივერსიტეტის“ სტუდენტს Covid-19 დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელის ბექა კოკაიას განცხადებაზე დაყრდნობით.

ეზუგბაია: კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა კვლავ აჭარას უკავშირდება >>

კოკაიას განცხადებით, „თავისუფალ უნივერსიტეტში“ სწავლა ერთი კვირის წინ, 7 სექტემბერს დაიწყო, რისი უფლებაც მათ განათლების სამინისტროსგან მიიღეს. როგორც მან აღნიშნა,  ყველა შემომსვლელს ტემპერატურას უზომავდნენ და კონტროლდებოდა, სტუდენტებს ეკეთათ თუ არა პირბადე.

„აღნიშნული სტუდენტი ბოლოს უნივერსიტეტში ხუთშაბათს იმყოფებოდა, ღამით მას სიმპტომები გამოუვლინდა და დეკანთან დარეკა, ჩვენ კი ვურჩიეთ, რომ უნივერსიტეტში აღარ მოსულიყო და ტესტი გაეკეთებინა. პასუხი დადებითი აღმოჩნდა, უნივერსიტეტი ინფექციონისტებთან აქტიურად თანამშრომლობს“, - განაცხადა კოკაიამ.

ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი სტუდენტები გაფრთხილებულები არიან და ტესტის ჩატარებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია მიეცათ.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2227-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1369 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

140
თემები:
COVID-19 საქართველოში (1783)
ნანუკა გოგიჩაიშვილი, ნათია ბანძელაძე, გიორგი გოგიჩაიშვილი და ნინი გოგიჩაიშვილი

ნანუკა და ნინი გოგიჩაიშვილების მოდური ბაბუა - აი ვის ჰგვანან ტოპ-მოდელი დები

6
(განახლებულია 13:04 23.09.2020)
გოგიჩაიშვილების ოჯახის წევრი შეუდარებლად გამოიყურება. მოდელების ბაბუის შთამბეჭდავი „ლუქი“. რა ფოტოს აქვყნებს ნანუკა გოგიჩაიშვილი?

მოკრძალებული ჯვრისწერის შემდეგ, გოგიჩაიშვილების ოჯახი დედაქალაქს დაუბრუნდა. ნანუკა და ნიკოლოზ ნაყოფია ოფიციალურად ცოლ-ქმარნი არიან. წყვილს ალავერდის მონასტერში ჯვრისწერა ვიწრო წრეში ჰქონდა. მათ კახეთში მხოლოდ ნათესავებმა მიაკითხეს. ნანუკამ აღნიშნა, რომ ქორწილი არ იქნება, ბუნებრივია, მიზეზი პანდემიაა.

ნანუკა გოგიჩაიშვილმა მოდური ბაბუის ფოტო სოციალურ ქსელში განათავსა. ხანდაზმული ოჯახის წევრი მოდელის ძაღლს ასეირნებს და შეუდარებლად გამოიყურება.

პოპულარულ ოჯახში რამდენიმე თვის წინ დიდი ტრაგედია დატრიალდა. რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ გიორგი გოგიჩაიშვილის ორგანიზმმა სენს ვერ გაუძლო. მისმა გარდაცვალებამ გული მთელ ქვეყანას დასწყვიტა. მსახიობის კეთილი როლები, ბავშვების უკიდეგანო სიყვარული და გულახდილი ღიმილი ყველას კარგად დაამახსოვრდა. მისი უბოროტო და ყველას მიმართ ყურადღებიანი ხასიათი ბევრისთვის მაგალითად იქცა. გოგიჩას ადამიანები არასდროს დაივიწყებენ, რადგან ის ბავშვობის უდარდელ წლებთანაა დაკავშირებული.

View this post on Instagram

1. #❤️🪐♾

A post shared by Leonard Cohen Was Right (@ninigogicha) on

ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი ივლისში 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. გი­ორ­გი გო­გი­ჩა­იშ­ვილს, ბავ­შვე­ბის­თვის, მისი პა­ტა­რა მა­ყუ­რებ­ლის­თვის კი უბ­რა­ლოდ გო­გი­ჩას 49 წლის ასაკ­ში გან­საც­დე­ლის პე­რი­ო­დი და­უდ­გა. ჯერ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ არხზე გა­და­ცე­მა „ყო­ჩა­ღე­ბის ქუჩა“ და­უ­ხუ­რეს, შემ­დეგ კი სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ჩე­ნილ მძი­მე სენ­თან ბრძო­ლა დას­ჭირ­და. მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი უცხო­ეთ­ში, სტამ­ბუ­ლის კლი­ნი­კა­ში ჩა­უ­ტარ­და. ეს ავად­მყო­ფო­ბა მისი ოჯა­ხის­თვის მოწ­მენ­დილ ცაზე მე­ხის გა­ვარ­დნა­სა­ვით იყო. მკურნალობის შემდეგ ერთი პერიოდი მსახიობი თავს კარგადაც გრძნობდა, თუმცა ბოლო თვეები მდგომარეობა გაუარესდა და ის გარდაიცვალა.

6
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ლაბორატორია

ინფიცირებული მოსწავლეები, მასწავლებელი, მერიის თანამშრომლები რა ვითარებაა სამეგრელოში

37
(განახლებულია 13:02 23.09.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა გასულ დღე-ღამეში 227-ით გაიზარდა და 4140-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1643 ადამიანი, გარდაიცვალა 25.

თბილისი, 23 სექტემბერი  — Sputnik. ზუგდიდში კორონავირუსი მერიის სამ თანამშრომელს დაუდასტურდა, სამივე მათგანი უკვე დადასტურებული შემთხვევების კლასტერს უკავშირდება, განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის  შემსრულებელმა მალხაზ თორიამ  „Sputnik-საქართველოსთან“

ამ დროისთვის ზუგდიდის მერიაში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება, თანამშრომელთა ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული. ინფიცირებულ პირებთან უშუალო კონტაქტში მყოფი პირები კი თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილი – ტესტის პასუხები დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი.  

თორიას განცხადებით, რეგიონში გუშინ  კორონავირუსზე PCR-ტესტი 728 მოქალაქეს ჩაუტარდა და უარყოფითი პასუხი 17 შემთხვევაში დაფიქსირდა. ინფიცირებულთა შორის არასრულწლოვნებიც არიან.

კორონავირუსის  შემთხვევებიდან  14  გუშინ დადასტურებული ორი მოქალაქის კონტაქტებია. სამი მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშის სკოლის მოსწავლეა.  მათი ინფიცირების წყარო ქობულეთიდან მოწვეული  მასწავლებელია, რომელსაც ინფექცია აღმოაჩნდა.  რაც შეეხება სკოლას, დაწესებულება ფუნქციონირებას დისტანციური რეჟიმში  აგრძელებს. ინფიცირებულთა შორისაა აფხაზეთიდან გადმოყვანილი ერთი პირიც. 

„ამ ეტაპზე მოსახლეობის მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს. ეპიდემიოლოგები ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიებას ახორციელებენ.  რეგიონში გამკაცრდება  მოქალაქეების მხრიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვაზე კონტროლი“, - განაცხადა  მალხაზ თორიამ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა გასულ დღე-ღამეში 227-ით გაიზარდა და 4140-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1643 ადამიანი, გარდაიცვალა 25.

ქვეყანაში ბოლო 24- საათში პაციენტის გარდაცვალების ორი შემთხვევა დაფიქსირდა – ბოლო ორ დღეში  СOVID-19-ს  ხუთი პაციენტი ემსხვერპლა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

37
თემები:
COVID-19 საქართველოში (1783)