საბჭოთა კავშირის ორდენები და მედლები

საქართველოს უხუცეს ვეტერანს 106 წელი შეუსრულდა

92
(განახლებულია 13:59 13.09.2020)
სამსონ ოგანესიანი ომში 1941 წელს წავიდა, ბოლომდე იბრძოდა და შინ გამარჯვებით დაბრუნდა - უამრავი ორდენით და მედლით დაჯილდოებული

თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ახალქალაქის მცხოვრებ სამსონ ოგანესიანს 106 წელი შეუსრულდა.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი 100 წლის გახდა >>

უხუცეს ვეტერანს იუბილე საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა მიულოცა.

უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსმა, დავით ფეიქრიშვილმა უხუცეს ვეტერანს იუბილე მიულოცა და მას უწყების სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

როგორც სახელმწიფო სამსახურში იუწყებიან, სამსონ ოგანესიანი, ომში 1941 წელს წავიდა და ომის ბოლომდე უკრაინის ფრონტზე იბრძოდა.

Ветеран ВОВ Самсон Оганесян - ему исполнилось 106 лет
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ახალქალაქის მცხოვრები სამსონ ოგანესიანი - 106 წლის

„სერჟანტი სამსონ ოგანესიანი დიდების ორდენის კავალერია. მიუხედავად იმისა, რომ ბატონ სამსონს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, სამსახურის წარმომადგენლის მილოცვამ ისე გაახარა, სტუმარს მასპინძლობა თავად გაუწია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასაკის და სისუსტის მიუხედავად, ვეტერანმა ჩაიცვა თავისი სადღესასწაულო კოსტიუმი, რომელსაც უამრავი ორდენი და მედალი ამშვენებს, და მხოლოდ ამის შემდეგ გავიდა სტუმრებთან.

დღეს საქართველოში მეორე მსოფლიო ომის დაახლოებით 300 ვეტერანია და მათგან უხუცესია სწორედ სამსონ ოგანესიანი.

 

 

92
თბილისი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 27 სექტემბერს

15
(განახლებულია 11:31 25.09.2020)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს კვირას მზიანი და უნალექო ამინდი ელოდებათ – ჰაერი 28 გრადუსამდე გათბება

თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით თბილისში  კვირას, 27 სექტემბერს, თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

მზე 06:53 საათზე ამოვა და 18:48 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა  ღამით პლუს 17 გრადუსი, ხოლო დღისით პლუს 28 გრადუსია ნავარაუდევი.

ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

15
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
პალატა

საქართველოში კორონავირუსით 27-ე პაციენტი გარდაიცვალა

35
(განახლებულია 11:46 25.09.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 265-ით გაიზარდა და 4644-ს მიაღწია,

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა, შესაბამისი ინფორმაცია გავრცელდა ვებ-გვერდზე stopcov.ge.

გავრცელებული ინფორმაციით, 54 წლის მამაკაცი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავამყოფოში იყო მოთავსებული, თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 265-ით გაიზარდა და 4644-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1759 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5584, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ კი 836 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

35
თემები:
COVID-19 საქართველოში