ზუგდიდის ბაზარში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

© photo: City Hall of Zugdidi Municipality / FBდეზინფექცია ზუგდიდში
დეზინფექცია ზუგდიდში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქალაქებში ქუჩებისა და ბაზრების ტერიტორიების სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება გაზაფხულზე დაიწყო

თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდში ბაზრის მიმდებარე და შიდა ტერიტორიის დეზინფექცია ჩატარდა, ნათქვამია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამუშაო პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია გაეცნო.

„ზუგდიდში ვაგრძელებთ სადეზინფექციო სამუშაოებს და პრევენციულ ღონისძიებებს. დღეს დეზინფექცია ჩაუტარდა ბაზრის მიმდებარე და შიდა ტერიტორიებს, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, ვირუსის გავრცელების რისკი. რეკომენდაციების შესრულებას მონიტორინგს უწევს ზედამხედველობის სამსახური", - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

სადეზინფექციო სამუშაოები ქალაქის შესაბამისმა სამსახურებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ერთობლივად განახორციელეს.

დეზინფექცია ჩაუტარდება ასევე საჯარო სკოლის ტრანსპორტს, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსწავლეების გადაადგილებას.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აპრილში დეზინფექცია მრავალბინიან კორპუსებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ცენტრალურ ქუჩებსა და ღია სივრცეებს ჩაუტარდა.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქალაქებში ქუჩებისა და ბაზრების ტერიტორიების სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება გაზაფხულზე დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0