საკლასო ოთახი

კრეატივი როგორც ასეთი: ხაშურის სკოლამ საკლასო ოთახი ეზოში მოაწყო - ფოტო

769
(განახლებულია 20:15 12.09.2020)
ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორში, ფოთში, ხელვაჩაურში, ბათუმსა და ქობულეთში 15 სექტემბრიდან სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყება, ხოლო 1 ოქტომბრიდან გაგრძელდება საკლასო ოთახებში.

თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. საქართველოში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება, სკოლებში აქტიური მზადება მიმდინარეობს. ხაშურის ერთ-ერთ სკოლაში საკლასო ოთახი პირდაპირ ეზოში მოეწყო.

„ქა­ლაქ ხა­შუ­რის N1 სა­ჯა­რო სკო­ლა სრულ მზად­ყოფ­ნა­შია 2020-2021 სას­წავ­ლო წლის და­სა­წყე­ბად“, - ნათქვამია სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის Facebook-გვერდზე.
გარდა ამისა, გამოქვეყნებულ ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ შენობაშიც საკლასო ოთახები რეკომენდაციების სრული დაცვით არის მოწყობილი - მერხებს შორის სოციალური დისტანცია დაცულია, კარგად არის აღჭურვილი სამედიცინო კუთხე.
კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სკოლა ვალდებულია მოაწყოს სამედიცინო კაბინეტი, სველ წერტილებში სათანადოდ უნდა იყოს დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.
საქართველოში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორში, ფოთში, ხელვაჩაურში, ბათუმსა და ქობულეთში 15 სექტემბრიდან სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყება, ხოლო 1 ოქტომბრიდან გაგრძელდება საკლასო ოთახებში.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2075-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1363 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

769
თემები:
განათლება საქართველოში (314)
პალატა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში  კორონავირუსის დიაგნოზით 29  მოზარდი მოთავსებული

10
(განახლებულია 17:32 18.09.2020)
მიუხედავად რთული ვითარებისა, ხელისუფლება ქვეყანაში და, კერძოდ, ბათუმში საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის გამოცხადებას არ გეგმავს.

თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 54 პაციენტი მკურნალობს, მათგან 29 მოზარდია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ყველაზე პატარა პაციენტი ცხრა თვისაა.

„29 ბავშვიდან  რვას პნევმონია აქვს, მათგან ორს მსუბუქი ფორმით. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამკამაყოფილებელია“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა  ციური აბულაძემ.

რაც შეეხება ინფექციური კლინიკის ტუბერკულოზის განყოფილების ექიმს, მის ინფიცირების წყარო ქორწილს უკავშირდება. იგი მკურნალობას იმავე კლინიკაში გადის, სადაც მუშაობს. 

ამ ეტაპზე ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსის დიაგნოზით 16  ორსული მკურნალობს. სამშობიარო სახლის დირექტორის განცხადებით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

კორონავირუსის გავრცელების მხრივ საქართველოს რეგიონებს შორის აჭარა „ლიდერობს“. ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 129 აჭარას უკავშირდება.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 3119 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1435 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6633, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

10
თემები:
COVID-19 საქართველოში
გერმანული ნაგაზი

„თავში დაჭრილი ჩემი შვილის ძაღლია, მხოლოდ მის ყეფაზე რეაგირებს“- დაიკარგა გერმანული ნაგაზი

61
(განახლებულია 12:36 18.09.2020)
17 წლის ერეკ­ლე ჩე­კუ­რიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 20 წლით უფ­როს­მა მა­მა­კაც­მა ძაღ­ლე­ბის ჩხუ­ბის გამო თა­ვის არე­ში დაჭ­რა, 3 ტყვია ამ დრომ­დე თავ­ში აქვს ჩარ­ჩე­ნი­ლი და კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა

თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. სოციალურ ქსელში გერმანული ნაგაზის დაკარგვასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცელდება.

ირკვევა, რომ ძაღლის პატრონი ცოტა ხნის წინ სწორედ მის გამო დაჭრეს და ავადმყოფი მხოლოდ ამ ძაღლის ყეფაზე რეაგირებს.

როგორც მეპატრონე წერს, 5 წლის ნაგაზსს დექსტერი ჰქვია, ყელზე ჯაჭვი აქვს და გრძელი საბმელი, ნეიროდერმიტის დაავდება აქვს და თუ ვინმე მას სახლში წაიყვანს, ნერვიულობის ფონზე საკვებს არ მიეკარება და მოკვდება.

„მე როგორც დედა ყველას გთხოვთ დააბრუნეთ ერეკლეს ძაღლი!“, - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინო ჩეკურიშვილი.

17 წლის ერეკ­ლე ჩე­კუ­რიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 20 წლით უფ­როს­მა მა­მა­კაც­მა ძაღ­ლე­ბის ჩხუ­ბის გამო თა­ვის არე­ში დაჭ­რა, 3 ტყვია ამ დრომ­დე თავ­ში აქვს ჩარ­ჩე­ნი­ლი და კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

რო­გორც მო­ზარ­დის დედა ნინო ჩე­კუ­რიშ­ვი­ლი აცხა­დებს, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ­მა 37 წლის დი­მიტ­რი როს­ტო­მაშ­ვილ­მა და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ სრო­ლის მო­მენ­ტში ამ­ფე­ტა­მი­ნის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და.

61