თვითმფრინავი აეროპორტში

საქართველომ რეგულარულ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა კვლავ გაახანგრძლივა

406
(განახლებულია 15:19 12.09.2020)
კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღამ კორექტივები შემოიტანა - რეგულარული ავიამიმოსვლა კვლავ გადაიდო

თბილისი, 12 სექტემბერი  – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გაახანგრძლივა მიმდინარე წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, იუწყება პირველი არხი.

შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის: მიუნხენი, პარიზი, რიგა.

სხვა მიმართულებებზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით იქნება მიღებული.

რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა მიმდინარე წლის მარტში კორონავირუსის აფეთქების ფონზე შეწყდა. მისი აღდგენა იგეგმებოდა 30 სექტემბერს, მაგრამ ქვეყნის ეპიდემიოლოგებმა ამ კვირაში ინფიცირების მეორე ტალღის შესახებ ოფიციალურად განაცხადეს.

ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში  2075 ადამიანს შეადგენს, ბოლო კვირაში დაავადებულთა რიცხვი 454-ით გაიზარდა.

406
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (170)
გერმანული ნაგაზი

„თავში დაჭრილი ჩემი შვილის ძაღლია, მხოლოდ მის ყეფაზე რეაგირებს“- დაიკარგა გერმანული ნაგაზი

16
(განახლებულია 12:36 18.09.2020)
17 წლის ერეკ­ლე ჩე­კუ­რიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 20 წლით უფ­როს­მა მა­მა­კაც­მა ძაღ­ლე­ბის ჩხუ­ბის გამო თა­ვის არე­ში დაჭ­რა, 3 ტყვია ამ დრომ­დე თავ­ში აქვს ჩარ­ჩე­ნი­ლი და კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა

თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. სოციალურ ქსელში გერმანული ნაგაზის დაკარგვასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცელდება.

ირკვევა, რომ ძაღლის პატრონი ცოტა ხნის წინ სწორედ მის გამო დაჭრეს და ავადმყოფი მხოლოდ ამ ძაღლის ყეფაზე რეაგირებს.

როგორც მეპატრონე წერს, 5 წლის ნაგაზსს დექსტერი ჰქვია, ყელზე ჯაჭვი აქვს და გრძელი საბმელი, ნეიროდერმიტის დაავდება აქვს და თუ ვინმე მას სახლში წაიყვანს, ნერვიულობის ფონზე საკვებს არ მიეკარება და მოკვდება.

„მე როგორც დედა ყველას გთხოვთ დააბრუნეთ ერეკლეს ძაღლი!“, - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინო ჩეკურიშვილი.

17 წლის ერეკ­ლე ჩე­კუ­რიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 20 წლით უფ­როს­მა მა­მა­კაც­მა ძაღ­ლე­ბის ჩხუ­ბის გამო თა­ვის არე­ში დაჭ­რა, 3 ტყვია ამ დრომ­დე თავ­ში აქვს ჩარ­ჩე­ნი­ლი და კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

რო­გორც მო­ზარ­დის დედა ნინო ჩე­კუ­რიშ­ვი­ლი აცხა­დებს, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ­მა 37 წლის დი­მიტ­რი როს­ტო­მაშ­ვილ­მა და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ სრო­ლის მო­მენ­ტში ამ­ფე­ტა­მი­ნის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და.

16
პოლიცია

სამართალდამცველები 41 წლის მამაკაცს ეძებენ

45
(განახლებულია 16:45 18.09.2020)
მამაკაცს ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია მიმდინარე წლის 29 ივლისს დედასთან ჰქონდა, რის შემდეგაც მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება

 

თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველები უგზოუკვლოდ დაკარგულ 41 წლის ამირან გაფრინდაშვილს ეძებენ, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცლებულ განცხადებაში. 

უწყების ცნობით, მამაკაცი თბილისში, გლდანის რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში ცხოვრობს. მას  ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია მიმდინარე წლის 29 ივლისს დედასთან ჰქონდა, რის შემდეგაც მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

სამართალდამცავ უწყებაში  მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 12 აგვისტოს შევიდა.

„შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო და გრძელდება აღნიშნული პირის ინტენსიური სამძებრო-საძიებო ღონისძიებები. ამ ეტაპზე, გამოკითხულია ათეულობით პირი, დანიშნულია ექსპერტიზები და აქტიურ რეჟიმში გრძელდება შესაბამისი მოქმედებები გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით“,- აღნიშნულია განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს,  აღნიშნულ პიროვნებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დარეკონ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში ან აცნობონ პოლიციის უახლოეს განყოფილებას.

45
თემები:
შემთხვევები საქართველოში