გიორგი ვაშაძე თვითიზოლაციაში გადავიდა

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ბოლო დღეებში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. დღეს 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ასეთი მაღალი მაჩვენებელი აქამდე არ დაფიქსირებულა.

თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. პარტია „ახალი საქართველოსა“ და ოპოზიციური კოალიცია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა>>

გიორგი ვაშაძე თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადავიდა, რაც  კოალიციაში შემავალი პარტია „კანონი და სამართლიანობის“ ლიდერს თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ვაშაძის განცხადებით, ჩარკვიანთან ბოლო კონტაქტი 12 დღის წინ, ღია სივრცეში ჰქონდა.

ტელეკომპანია „რუსთავი2–ის მიკროფონი - Sputnik საქართველო
ტელეკომპანია Rustavi-2-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ვაშაძის ინფორმაციით, კორონავირუსზე მისი ტესტირების პასუხი ხვალ გახდება ცნობილი. თავად თავს კარგად გრძნობს.

„პასუხები იქნება ხვალ დილით და მანამდე თვითიზოლაციაში ვიქნები. თაკოსთან ყველა კონტაქტში მყოფი პირის გამოკვლევას ვაკეთებთ. სიას გადავცემთ ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს, თვითონ ჯერ კავშირზე არ გამოსულან. იმედი მაქვს, ტესტების საკმარისი მარაგი იქნება, რომ ყველას ჩაუტარდეს დიაგნოსტიკა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისთვის“, – წერს ვაშაძე.

ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფოდ სამი ათასი საწოლის მობილიზება დაევალა>>

თაკო ჩარკვიანს COVID-19 დღეს დაუდასტურდა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ქართველ პოლიტიკოსს ინფექცია დაუდგინდა. ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ COVID-19 აქვს პარლამენტის დეპუტატს ლევან გოგიჩაიშვილს, ასევე მის მეუღლეს, ჟურნალისტ ვიკა ბუკიას. ისინი თბილისში, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობენ.

ადამიანები პირბადეებით ხოფის ბაზრობაზე - Sputnik საქართველო
ეზუგბაია: საქართველო „მწვანე ზონიდან" გავიდა

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ინფექცია დაუდგინდა ტელეკომპანია Rustavi-2-ის ჟურნალისტ თეონა ცხომელიძეს.

საქართველოში ბოლო დღეებში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. დღეს 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ასეთი მაღალი მაჩვენებელი აქამდე არ ყოფილა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1917-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1354 ადამიანი. გარდაცვლილია 19 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0