საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კონტროლი მკაცრდება

160
(განახლებულია 15:27 11.09.2020)
მინისტრის გადაწყვეტილებით, 10 სექტემბრიდან თავდაცვის უწყებასა და თავდაცვის ძალებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კონტროლი გამკაცრდა.

თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო ახალი ბრძანება გამოსცა, რომელიც სამინისტროსა და თავდაცვის ძალებში გარკვეული რეგულაციების დაწესებას ითვალისწინებს, იუწყება თავდაცვის სამინისტრო.

საქართველოში ბოლო დღეებში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. დღეს 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ასეთი მაღალი მაჩვენებელი აქამდე არ ყოფილა.

მინისტრის ბრძანებით, 10 სექტემბრიდან გამკაცრდა საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე თერმოსკრინინგი და ყველა ტიპის დახურულ საჯარო სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება.

გარდა ამისა, შვებულებაში გასაშვებ პირად შემადგენლობას ჩაუტარდება ინსტრუქტაჟი და მიეცემა რეკომენდაცია საეჭვო და რისკის შემცველ ზონებში, მათ შორის, ეპიდკერებში მოგზაურობა/გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

ეპიდაფეთქების კერიდან დაბრუნებული პირადი შემადენლობა გადაყვანილ იქნება თვითიზოლაციაში ქვეყანაში არსებული რეგულაციებით დადგენილი წესის შესაბამისად. ხოლო თვითიზოლაციის დასრულების შემდეგ, PCR–ტესტირების უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პრევენციის მიზნით, განხორციელდება მონიტორინგის პირობებში დისტანციურად საქმიანობა.

ქართველ სამხედროებს ავღანეთში კორონავირუსი დაუდგინდათ>>

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 1917 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 1354, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 19 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

160
თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)
ნინუცა მაყაშვილი

„შემდეგი ჩართვა ჩემი გასვენება იქნება“ - რა საიდუმლო წამოცდა ნინუცა მაყაშვილს რუსკაზე

15
(განახლებულია 13:03 22.01.2021)
ნინუცა მაყაშვილმა მოულოდნელად დის, რუსკა მაყაშვილის საიდუმლო, რომელსაც მსახიობი რამდენიმე თვეა მალავს, პირდაპირ ეთერში გაამხილა

რუსკა მაყაშვილის თაყვანისმცემლებმა კარგად იციან, რომ მათი ფავორიტი მსახიობი ორსულად არის. ამ სიახლის შესახებ „ფოლოუერებს“, რამდენიმე თვის წინ, რუსკამ თავად შეატყობინა, თუმცა არ უთქვამს გოგონას ელოდება თუ ვაჟს.

რუსკა მაყაშვილს და მის მეუღლეს, მორაგბე სანდრო ნიჟარაძეს, ერთი შვილი უკვე ჰყავთ. პატარა ილია ნიჟარაძე უსაყვარლესი ბიჭუნაა. რუსკა მაყაშვილი „რუსთავი 2“ -ის დილის ეთერში მისი დის ნინუცა მაყაშვილის, რუბრიკის სტუმარი იყო, სადაც გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა და ნინუცამ მომავალი დისშვილის სქესი გაამხილა.

„გაგვიმართლა და მეორე არის გოგო“, - აღნიშნა ნინუცამ, რაზეც რუსკას არაერთგვაროვანი რეაქცია ჰქონდა. ტელეწამყვანი მალევე მიხვდა, რომ საიდუმლო გაამხილა. „შემდეგი ჩართვა ჩემი გასვენება იქნება, მომკლავს“- განაცხადა ნინუცამ და სავარაუდოდ, ამ კადრებს ამოჭრიდნენ, თუმცა გადაცემა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

ყველასათვის საყვარელი მსახიობი რუსკა მაყაშვილი 2015 წელს დაოჯახდა. ტელეწამყვანი მოკრძალებული პოსტით შემოიფარგლა და თაყვანისმცემლებს მეუღლე სოციალური ქსელით გააცნო. რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე ერთმანეთს ორი წელი ხვდებოდნენ.

წყვილი მშობლები პირველად 2017 წელს გახდნენ. მათ ვაჟი ეყოლათ და ბავშვს ილია დაარქვეს. პატარა ილია ახლა 3 წლისაა. აშკარაა, რომ რუსკას ძალიან ჰგავს. ნოემბერში რუსკამ „ინსტაგრამის“ მომხმარებლებს ამცნო, რომ მეორე შვილს ელოდება. მსახიობმა უამრავი მილოცვა მიიღო.

15
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ბაზრობა

როდის განახლდება სავაჭრო ცენტრების, სკოლებისა და ტრანსპორტის მუშაობა სამ დიდ ქალაქში

50
(განახლებულია 13:37 22.01.2021)
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხუთ დიდ ქალაქში 1 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. სამ დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები მუშაობას 1 თებერვლიდან განაახლებენ, განაცხადა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე.

ამასთან, ყველა ქალაქში, მათ შორის თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში ღია და დახურული ტიპის ბაზრობები მუშაობას 15 თებერვლიდან განაახლებენ.

თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა 1 მარტიდან იგეგმება, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე სკოლები 1 თებერვლიდან განაახლებენ ფუნქციონირებას.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხუთ დიდ ქალაქში – ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება.

ასევე ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში თებერვლის განმავლობაში შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს ტრანსპორტი, ხოლო კვების ობიექტები და მაღაზიები დისტანციურად გააგრძელებენ მუშაობას.

ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვა გადაადგილებაზე 21:00 სააათიდან 05:00 საათამდე 1 მარტამდე ძალაში რჩება.

50
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები