კორონავირუსის ტესტის დამუშავება ლაბორატორიაში

კორონავირუსითა და გრიპით ერთდროული ინფიცირება უკიდურესად საშიშია: ექიმის განმარტება

133
(განახლებულია 13:50 11.09.2020)
უმაღლესი კატეგორიის ექიმის თქმით, კორონავირუსითა და გრიპით ერთდროული ინფიცირება შესაძლოა სასიკვდილოდ სახიფათო აღმოჩნდეს ადამიანისთვის.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. გრიპითა და COVID-19-ით ერთდროული ინფიცირება უკიდურესად ნეგატიურად აისახება ადამიანის მდგომარეობაზე, აცხადებს უმაღლესი კატეგორიის ექიმი–ოტორინოლარინგოლოგი ვლადიმირ ზაიცევი.

მისი თქმით, გრიპს თავისთავად შეუძლია გამოიწვიოს პნევმონია და თუ მას კორონავირუსიც დაერთვება, ეს სასიკვდილოდ სახიფათო შეიძლება გამოდგეს ადამიანისთვის.

„ერთდროულად ორი უკიდურესად საშიში ავადმყოფობა ორგანიზმის მდგომარეობას ორმაგად ამძიმებს — ისედაც თითოეული მათგანი მინიმუმ ორ წერტილს არტყამს“, — განმარტა ექიმმა.

ზაიცევის თქმით, კორონავირუსითა და გრიპით ერთდროულად ინფიცირების შემთხვევაში ჩნდება გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, რასაც შესაძლოა პოლიორგანული უკმარისობაც კი მოჰყვეს.  

  • „ორგანიზმს უკიდურესად უჭირს ამ მდგომარეობიდან გამოსვლა — სწორედ ამაშია ვითარების სირთულე და სასიკვდილო საშიშიროება“, — დაამატა მედიკოსმა.

ზაიცევის თქმით, ასეთ დროს რისკის ჯგუფის გამოყოფა შეუძლებელია, ვინაიდან ეს აქტუალურია ყველასთვის, ვინც იმყოფება სოციუმში, ანუ კონტაქტი აქვს ადამიანებთან.

გამყრელიძე: კორონავირუსთან ერთად შემოდგომაზე გრიპის სეზონიც გააქტიურდება>>

თუმცა, მისი განმარტებით, მაინც ყველაფერი იმუნიტეტზეა დამოკიდებული: რაც უფრო კარგად სძინავს ადამიანს, რაც უფრო სპორტულია და ჯანმრთელი, მით იოლად უმკლავდება დაავადებას. ხოლო სუსტები, ნაკლებმოძრავი და ასაკოვანი ადამიანები ბევრად მოწყვლადები არიან ამ ორი ინფექციის მიმართ.

ამასთან, ზაიცევის განმარტებით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ორი ინფექციით ერთდროულად დაავადების შემთხვევაში, ამის წინასწარ თქმა შეუძლებელია. ამაზე თავად პაციენტს შეუძლია ისაუბროს პოსტფაქტუმ. მაგალითად, გრიპის დროს ავადმყოფს შეიძლება გაუჩნდეს უსიამოვნო შეგრძნებები ცხვირხახის არეში, ხოლო კორონავირუსი მოგვიანებით დაერთოს და გამოიწვიოს ხუთვა, ხველება და სხვა ნიშნები.

 

133
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1150)
თბილისი

როგორ დავამარცხოთ კორონავირუსი ქართველი ინფექციონისტის განმარტება

35
(განახლებულია 17:03 23.09.2020)
პირბადე, სოციალური დისტანცია და დეზინფექცია – საშიში ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ქართველი ეპიდემიოლოგების მთავარი რეკომენდაციაა.

 

თბილისი, 23 სექტემბერი  — Sputnik. საქართველო კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავებას შეძლებს, თუმცა, ამისთვის ქვეყნის მოსახლეობამ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ემდელაძემ ჟურნალისტებთან. 

საქართველოში სექტემბრის დასაწყისიდან ეპიდვითარება გაუარესდა. ქვეყანაში ბოლო 24–საათში ინფიცირების 227 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 „ვიცით, რომ ჩვენთან ინფიცირების წყაროები დაკავშირებულია ქორწილებთან, დაბადების დღეებთან. ჩვენ ვიცით რომ ინფიცირება ხდება პირბადეების გამოუყენებლობის გამო, ამიტომაც საჭიროა ამ კუთხით კონტროლის გამკაცრება“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

თუ ინფიცირებულთა რაოდენობის უფრო მეტი ზრდა დაფიქსირდება, ვითარება გართულდება, აღნიშნა ინფექციონისტმა.

 „შექმნილი ვითარება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს... აუცილებელია რეკომენდაციების გათვალისწინება“, – განაცხადა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. მას შემდეგ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4140–ს მიაღწია, დღეისთვის შემთხვევების საერთო რაოდენობა კი 2 473–ია. რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს – მათი რიცხვი 25–ია.

პირბადე, სოციალური დისტანცია და დეზინფექცია – საშიში ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ქართველი ეპიდემიოლოგების მთავარი რეკომენდაციაა. გარდა ამისა, ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებენ თავი აარიდონ თავშეყრის ადგილებს – ქორწილებს, ქელეხებს, იუბილეებს და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებებს.

35
თემები:
COVID-19 საქართველოში
ქეთი ჟღენტი

„ადვილი ჩანს, მაგრამ ჩემთვის არა“ - თოშა ქებურიას მეუღლის მდიდრული ჰობი - ვიდეო

37
(განახლებულია 11:55 23.09.2020)
მილიონერი თოშა ქებურიას მეუღლემ, ცნობილმა მოდელმა ქეთი ჟღენტმა Instagram-ის „სთორიში“ ვიდეო გამოაქვეყნა

მოდელ ქეთი ჟღენტს ახალი ჰობი აქვს. მილიონერის ცოლი აპირეს ცხენოსნობას დაეუფლოს, თუმცა, როგორც „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში წერს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ადვილი ჩანს, მას სამაოდ უძნელდება.

მი­ლი­ო­ნერ თოშა ქე­ბუ­რი­ა­სა და მო­დელ ქეთი ჟღენ­ტს ორი შვილი ჰყავთ. წყვი­ლს მე­ო­რე შვი­ლი სექტემბერში შეეძინა. პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა გა­გუ­ას კლი­ნი­კა­ში და­ი­ბა­და და მშობ­ლებ­მა მას ბა­ბუ­ის, ბიზ­ნეს­მენ ბუბა ქე­ბუ­რი­ას სა­ხე­ლი და­არ­ქვეს. თო­შას და ქე­თის ქა­ლიშ­ვი­ლი წინა წელს შე­ე­ძი­ნათ, რო­მელ­საც კა­ტე­რი­ნა და­არ­ქვეს. გო­გო­ნა დე­დის ას­ლია.

View this post on Instagram

Happy birthday to my love🤩❤️

A post shared by Katie Jgennti-Keburia (@katiejgennti) on

ქეთი ჟღენტს აქ­ტი­უ­რი ორ­სუ­ლო­ბა ჰქონ­და და ის ზა­ფხულ­ში საფ­რან­გეთ­შიც იმ­ყო­ფე­ბო­და. ქე­ბუ­რი­ამ უმ­შვე­ნი­ე­რეს მო­დელს ხელი ორი წლის წინ კან­ის სა­ნა­პი­რო­ზე სთხო­ვა და ისინი მალე და­ქორ­წინ­დნენ კი­დეც.

View this post on Instagram

🍩🧁

A post shared by Katie Jgennti-Keburia (@katiejgennti) on

წყვილმა ქორ­წი­ლი ორ­ჯერ გა­და­ი­ხა­და. წყვი­ლი სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში ვერ­ტმფრე­ნით მი­ვი­და. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქორ­წი­ნო ტორ­ტს, ასე­თი გრან­დი­ო­ზუ­ლი ტორ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში აქამ­დე არ დამ­ზა­დე­ბუ­ლა. მისი წონა 400 კგ-ს შე­ად­გენ­და, სი­მაღ­ლე – 5 მეტრს. სა­ქორ­წი­ნო ტორ­ტის დამზადებაზე კი 12 დი­ზა­ი­ნე­რი მუ­შა­ობ­და. ცოტა ხნის წინ ქეთიმ Instagram-ის „სთორიში“ გამოაქვეყნა ფოტო, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ მეუღლემ მას უზარმაზარი თაიგული აჩუქა.

37
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ქირურგიული ოპერაცია

უნიკალური ოპერაცია: ქირურგებმა დასაკეცი დანასავით მოხრილი პაციენტი წელში გამართეს - ვიდეო

0
(განახლებულია 17:31 23.09.2020)
კაცმა 25 წლის შემდეგ პირველად დაინახა დედის სახე, რომელიც ამ ხნის განმავლობაში საოცრად დაბერებულიყო და გაჭაღარავებულიყო

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. პაციენტს, რომელიც წელში დასაკეცი დანასავით იყო მოხრილი და ამის გამო მისი სიმაღლე მხოლოდ 90 სმ–ს შეადგენდა, ჩინელმა ქირურგებმა უნიკალური ოპერაცია ჩაუტარეს, იუწყება  გამოცემა daily mail-ი. 

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია 46 წის ლი ჰუაზე, რომელსაც 18 წლის ასაკში „ბეხტერევის დაავადების“ სახელწოდებით ცნობილი მაანკილოზებელი სპონდილიტი დაეწყო. ეს პათოლოგია უფრო ხშირად ხერხემალს ეხება: მალები ერთმანეთს ეზრდება, მოძრაობის უნარს კარგავს და ხერხემალი ძლიერ მრუდდება.  

​მაგრამ ლი ჰუას შემთხვევაში ავადმყოფობა იმდენად აგრესიული გამოდგა, რომ კაცი ზუსტად შუაზე მოხარა და დასაკეც დანას დაამსგავსა. მისი სახე თეძოებს დაებჯინა ისე, რომ პირსა და ფეხებს შორის ორ სანტიმეტრამდე მანძილიღა დარჩა. ლი ჰუას მხოლოდ საწრუპის მეშვეობით შეეძლო წყლის დალევა და საკვების მიღება.

მთელი 28 წლის განმავლობაში კაცს დედა უვლიდა, რომელმაც ამ ხნის განმავლობაში ურიცხვი სამედიცინო დაწესებულება მოიარა, მაგრამ ამაოდ : მისი შვილის ხერხემლის დეფორმაცია ძალიან მძიმე იყო.

სინათლე გვირაბის ბოლოს მხოლოდ მაშინ გამოჩნდა, როდესაც ლი ჰუას შენჩჟენის უნივერსიტეტის ჰოსპიტლის სპეციალისტებმა მიაქციეს ყურადღება.

ირკვევა, რომ „პაციენტი–დასაკეცი დანა“ ქირურგ ტაო ჰიურენთან გასული წლის ივნისში მოხვდა. მკურნალობის გეგმას ექიმები ორი კვირის განმავლობაში განიხილავდნენ. დადგინდა, რომ შველა მხოლოდ ოთხი ოპერაციის სერიით შეიძლებოდა, რა დროსაც თავდაპირველად ძვლები უნდა დაემტვრიათ პაციენტისთვის, მერე კი თავიდან აეწყოთ მისი ჩონჩხი.

პირველი ოპერაცია შარშან, 15 აგვისტოს ჩატარდა და სამი საათი მიმდინარეობდა. ამ დროს ექიმებმა პაციენტის პირი და თეძოები დააშორიშორეს, რათა ლი ჰუას სამედიცინო აპარატურაზე ჩაერთება შესაძლებელი გამხდარიყო — უფრო ხანგრძლივი და რთული ოპერაციებისთვის.   

მეორე ოპერაციის დროს ქირურგებმა პაციენტის ხერხემლის კისრის განყოფილება დაამტვრიეს და თავიდან ააწყეს, რასაც 6 საათი მოანდომეს. ამ დროს ლი ჰუამ ბევრი სისხლი დაკარგა, მაგრამ ოპერაცია მაინც წარმატებით დასრულდა და პირველად 25 წლის განმავლობაში, კაცმა თავი ასწია.

„ოპერაციის შემდეგ, როგორც იქნა, დედაჩემის სახე დავინახე. დაბერებულა და გაჭაღარავებულა ჩემზე ზრუნვისგან. ძალიან შემეცოდა. მთელი ცხოვრება ჩემზე ზრუნვის მეტი არაფერი გაუკეთებია. იმედი მაქვს, მალე გამოვჯანმრთელდები და ტვირთს შევუქმსუბუქებ“, — ამბობს ლი ჰუა.

მკურნალობის მესამე ეტაპი ყველაზე რთული გამოდგა. ექიმები 10 საათის განმავლობაში ამტვრევდნენ და თავიდან აწყობდნენ ლი ჰუას წელის ძვლებს. ამის შემდეგ კაცი, პირველად ყმაწვილობის შემდეგ, წელგამართული დაწვა საწოლში.

ბოლო, მეოთხე ოპერაციის დროს ექიმებმა პაციენტს მენჯ–ბარძაყის სახსრები შეუცვალეს, რათა მას ადგომა და სიარული შეძლებოდა. ამ მანიპულაციას შვიდი საათი დასჭირდა, რითაც 31 ოქტომბერს მკურნალობის ქირურგიული ნაწილი დასრულდა.

დაიბადა ბავშვი ორი პირითა და ორი ენით – ვრცელდება ფოტოები>>

ამის შემდეგ კი დაიწყო სამკურნალო ფიზკულტურისა და ფიზიოთერაპიის მრავალთვიანი კურსები, რათა ატროფირებული კუნთები აღდგენილიყო. მკურნალობის დაწყებიდან ერთი წლის თავზე ლი ჰუა საავადმყოფოდან გამოწერეს და მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ისევ ყავარჯნებით დადის, ექიმები ირწმუნებიან, რომ ის დაახლოებით სამ თვეში დამოკიდებლად მოძრაობას შეძლებს.

ყოველ შემთხვევაში, ახლა უკვე ბედნიერ დედას სჯერა, რომ მისი შვილი, რომელმაც დასაკეცი დანის პოზაში 25 წელი გაატარა, მალე დაქორწინდება და შვილიშვილების გაზრდასაც მოასწრებს.

 

0
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება